Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 19:12 - 21 თებ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ლიდერების გადაწყვეტილებით აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან გაგრძელდება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 მაი.'11 / 18:06


მომიტინგეები საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ, 22 მაისი. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

სახალხო კრებისა და ქართული პარტიის შეთანხმებული პოზიციის მიხედვით, რომელიც ლიდერებს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გამოცხადდა, საპროტესტო აქცია გაგრძელდება საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ და ამავე ადგილიდან გავა ეთერში ტელეკომპანია "მაესტრო“. 

"იქნება პირდაპირი შესაძლებლობა იმისა, რომ მთელმა საქართველომ და მათ შორის საზღვარგარეთმა უყუროს რა ხდება ამ მოედანზე და თუ ხელისუფლება გაბედავს ამ მოედანზე პროვოკაციას, მას მოუწევს იგივეს განმეორება, რაც გააკეთა თავის დროზე [2007 წლის ნოემბერში ტელეკომპანია] "იმედის“ დარბევის დროს, რაც იყო კატასტროფული შეცდომა, რაც იყო აბსოლუტურად მიუღებელი და ძალიან ძვირად დაუჯდა ჩვენს ხელისუფლებას... გაცილებით ძვირად დაუჯდება ახლა დამოუკიდებელი ტელევიზიის და ტელეეთერის დარბევის მცდელობა, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, მათ დარბევის საშუალებას არ მივცემთ,“– განუცხადა სახალხო კრების და "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ აქციის მონაწილეებს.

ტელეკომპანია "მაესტროს“ მმართველი კომპანიის დამფუძნებელია ქართული პარტიის ერთ–ერთი ლიდერი ეროსი კიწმარიშვილი, ხოლო კომპანიის აქციების 25%–ის მფლობელია ამავე პარტიის თანადამფუძნებლის ლევან გაჩეჩილაძის ძმა, გია გაჩეჩილაძე, 25%–ს კი ფლობს დიზაინერი მაკა ასათიანი, რომლის მეუღლეც, კოტე გოგელია ასევე ქართულ პარტიასთან ასოცირდება. 

მას შემდეგ, რაც "მაესტროსთან“ დაკავშირებული გადაწყვეტილება გამოცხადდა, გია გაჩეჩილაძემ აქციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ "ყველაფერი კეთდება“ იმისათვის, რომ "პირადად მე დღეს დავიწყო ახალი გადაცემა პირდაპირ ამ მოედნიდან“. 

გია გაჩეჩილაძემ, მომღერალმა მეტსახელად "უცნობმა“ 2009 წლის გაზაფხულის ქუჩის საპროტესტო აქციებში საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გადაცემა ”საკანი №5”-ის მეშვეობით, რომელიც ტელეკომპანია "მაესტროს“ ეთერში თვეების განმავლობაში გადიოდა.

ნინო ბურჯანაძემ ასევე განაცხადა, რომ აქციაზე შეკრებილი ხალხის რაოდენობა, რაც ნაკლებია გუშინდელთან შედარებით, "არ არის საკმარისი“ და  უნდა მოხდეს "ძალების მაქსიმალური მობილიზაცია“, რაშიც თავისი წვლილს ასევე შეიტანს ქართული პარტია, რომელიც აქციებს დღეიდან შეუერთდა.

"თუ ჩვენ ვიქნებით თუნდაც ხვალვე იმ რაოდენობის ადამიანები, რაც საკმარისია კრიტიკული მოქმედებებისათვის... ჩვენ ერთი წამით არ დავიხევთ უკან,“– მიმართა ბურჯანაძემ მომიტინგეებს, თუმცა იქვე დასძინა: "ჩვენ აქედან ფეხსაც არ მოვიცვლით. რამდენიც ვიქნებით, იმდენი ვიბრძოლებთ“.

მან ასევე განაცხადა, რომ სახალხო კრების "კარი ღიაა" ყველა სხვა პოლიტიკური პარტიისთვის, მაგრამ "რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ ოდნავი ხინჯიც კი გაგვიჩნდეს რაიმე გადაწყვეტილების შესრულებასთან დაკავშირებით“. მისი ინფორმაციით, პოლიტიკური პარტიების ოფისებში საპროტესტო აქციებში ჩართვასთან დაკავშირებით კონსულტაციები იმართება. 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
21 თებ.'18 19:12
პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
ახალი რეგულაციებით საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებები ფართოვდება, რასაც სხვა მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი და საპარლამენტო ოპოზიცია ეწინააღმდეგება.
21 თებ.'18 18:41
ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარე საქართველოს სტუმრობდა
ვიზიტის ფარგლებში რეფატ ჩუბაროვი ირაკლი კობახიძეს და სოზარ სუბარს შეხვდა.
21 თებ.'18 18:15
მარგველაშვილი ახალგაზრდობას დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავის აღნიშვნაში ჩართვისკენ მოუწოდებს
საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეს 2018 წლის 26 მაისს აღნიშნავს.  
21 თებ.'18 15:19
ჯანელიძე მოქალაქეებს უვიზო რეჟიმის დარღვევის თაობაზე აფრთხილებს
დღემდე შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმით საქართველოს დაახლოებით 220 000 მოქალაქემ ისარგებლა.
19 თებ.'18 16:20
კვირიკაშვილი მიუნხენში მსოფლიოს ლიდერებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი 16-18 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრო.
19 თებ.'18 15:21
სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
დემირელის კოლეჯის მმართველი მისი ექსტრადირების საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე თავისუფალი იქნება.
19 თებ.'18 13:30
არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები მუხთარლის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ
ერთობლივ განცხადებას ხელს 35 ორგანიზაცია აწერს.
17 თებ.'18 14:10
მარგველაშვილი ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
ლიტვის დამოუკიდებლობის აღდეგენის 100 წლისთავის აღსანიშნავად ვილნიუსში ევროპელი ლიდერები ჩავიდნენ.
16 თებ.'18 16:05
მთავრობა მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივით გამოდის
ინიციატივის მიხედვით, მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო განაკვეთი 5-ჯერ შემცირდება.
16 თებ.'18 13:50
ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრო
ვიზიტის ფარგლებში, ქუმსიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
25