Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 16:20 - 19 თებ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სახალხო კრებისა და ქართული პარტიის ლიდერები სამოქმედო გეგმაზე მოლაპარაკებებს მართავენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 მაი.'11 / 15:54

სახალხო კრებისა და ქართული პარტიის ლიდერები სამოქმედო გეგმაზე მოლაპარაკებებს მართავენ და შედეგების შესახებ მოგვიანებით გააკეთებენ განცხადებას.

მოლაპარაკებებს აწარმოებენ დემოკრატიული მოძრაობა–ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე, სახალხო კრების ერთ–ერთი ლიდერი ნონა გაფრინდაშვილი და ქართული პარტიის ლიდერები სოზარ სუბარი და ლევან გაჩეჩილაძე. ისინი მოლაპარაკებების გასამართად საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ მიმდინარე აქციიდან გაემგზავრნენ.

ქართული პარტია სახალხო კრების მიერ 21 მაისს დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებს დღეს შეუერთდა მას შემდეგ, რაც მომიტინგეებსა და პოლიციას შორის ძალადობის ესკალაციას ჰქონდა ადგილი.

აქციების დაწყებამდე ქართულმა პარტიამ სახალხო კრებას ონსულტაციების გამართვა შესთავაზა, თუმცა "კრების“ ლიდერებმა ეს წინადადება მაშინ არ მიიღეს განაცხადეს რა, რომ ისინი მიესალმებიან ნებისმიერს, ვინც ხალხის პროტესტს შეუერთდება, თუმცა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათ ჩართვას არ აპირებენ. 

ქართული პარტიის ლიდერებმა კვირას განაცხადეს, რომ "გადამწყვეტი ბრძოლა“ სააკაშვილის რეჟიმის დასასრულებლად 25 მაისს გაიმართება და ეს უნდა იქცეს "ქართველი ხალხის მრისხანების დღედ“. ქართული პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ ის ამ დღეს საქართველოში დაბრუნდება.

სახალხო კრება ამ დრომდე მომდევნო გეგმების შესახებ განცხადებების გაკეთებისაგან თავს იკავებდა, თუმცა მისი განცხადებით, აქამდე კრების აქტივისტები არსებული გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ, რისი ნაწილიც იყო თავისუფლების მოედანზე აქციის დაწყება, ხოლო შემდგომ ამ მიტინგის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ გაგრძელება.

უახლესი ამბები
19 თებ.'18 16:20
კვირიკაშვილი მიუნხენში მსოფლიოს ლიდერებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი 16-18 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრო.
19 თებ.'18 15:21
სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
დემირელის კოლეჯის მმართველი მისი ექსტრადირების საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე თავისუფალი იქნება.
19 თებ.'18 13:30
არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები მუხთარლის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ
ერთობლივ განცხადებას ხელს 35 ორგანიზაცია აწერს.
17 თებ.'18 14:10
მარგველაშვილი ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
ლიტვის დამოუკიდებლობის აღდეგენის 100 წლისთავის აღსანიშნავად ვილნიუსში ევროპელი ლიდერები ჩავიდნენ.
16 თებ.'18 16:05
მთავრობა მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივით გამოდის
ინიციატივის მიხედვით, მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო განაკვეთი 5-ჯერ შემცირდება.
16 თებ.'18 13:50
ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრო
ვიზიტის ფარგლებში, ქუმსიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.
15 თებ.'18 14:27
სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულს დამოუკიდებელი ორგანო გამოიძიებს
ახალი უწყება 2019 წლიდან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ბაზაზე შეიქმნება.
14 თებ.'18 17:24
საქართველო აშშ–ის დაზვერვის ყოველწლიურ ანგარიშში
აშშ–ის ეროვნულმა დაზვერვამ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით საფრთხეებს აფასებს.
14 თებ.'18 16:28
თავდაცვის რეფორმის თაობაზე საკომიტეტო მოსმენა გაიმართა
ლევან იზორიამ წვრთნებზე, ტოტალურ თავდაცვაზე და საბიუჯეტო პრიორიტეტბზე ისაუბრა.
14 თებ.'18 16:13
პარლამენტმა განაახლა მსჯელობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე
მმართველ გუნდში კვლავაც ნარჩუნდება აზრთა სხვადასხვაობა იმ ახალ რეგულაციებზე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებებს აფართოებს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
50