Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:25 - 22 თებ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
"რვიანის" რამოდენიმე პარტია ძალადობის ესკალაციის წინააღმდეგ მოუწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 მაი.'11 / 14:40

რამოდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებიც საარჩევნო რეფორმის ირგვლივ გაერთიანებული რვა ოპოზიციური პარტიის ჯგუფში შედიან და მიმდინარე საპროტესტო აქციებში მონაწილეობას არ იღებენ, დაგმეს "ძალადობა“ ხელისუფლების მხრიდან და ვითარების შემდგომი ესკალაციის წინააღმდეგ გააფრთხილეს.

რესპუბლიკური პარტია მოუწოდებს პოლიტიკურ ძალებს და მოქალაქეებს არ აყვნენ "ხელისუფლების პროვოკაციას" და მის მიერ ხელშეწყობილ ძალადობის ესკალაციაში არ ჩაერთონ.  

"აშკარაა, რომ პოლიტიკურად და მორალურად გაკოტრებულმა ხელისუფლებამ სახალხო კრების აქციები უკვე მიიჩნია წარუმატებლად და თავისი მიზნების მისაღწევად ცდილობს პროცესში სხვა ოპოზიციური ძალების ჩათრევასაც,“– განაცხადა რესპუბლიკურმა პარტიამ.

"მივმართავთ საქართველოს მოქალაქეებს და პოლიტიკურ ძალებს, არ აყვნენ ხელისუფლების პროვოკაციას და არ ჩაერთონ ძალადობის ესკალაციაში, რაც ქვეყნისათვის სავალალო შედეგებით დასრულდება,“– ნათქვამია განცხადებაში.

ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელმა მამუკა კაციტაძემ, რომელიც რესპუბლიკელების მსგავსად იმ რვა პოლიტიკური პარტიის ჯგუფს წარმოადგენს, რომელიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მოთხოვნით გამოდის, განაცხადა, რომ მისი პარტიის "სტრატეგიული პოზიცია“, რომ რევოლუციურ გამოსვლებში არ მიიღოს მონაწილეობა, "გადახედვას არ ექვემდებარება“.

"ამ პროტესტის გამომწვევი არის ხელისუფლება და სწორედ მასზეა პასუხისმგებლობა, რომ დღეს აქციები იმართება, თუმცა ეს პასუხისმგებლობისგან პოლიტიკურ პარტიებს და მოქალაქეებს არ ათავისუფლებს. მთავარია, რომ პოლიტიკური პროცესები არავითარ შემთხვევაში არ უნდა განვითარდეს ძალადობრივი გზით,“– აცხადებს კაციტაძე პარტიის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ კომენტარში.

21 მაისს სახალხო კრების მიერ ხელისუფლების შესაცვლელად დაწყებულ აქციას ქართული პარტია შეუერთდა მას შემდეგ, რაც 22 მაისს პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებები მოხდა.

იმავდროულად, ირაკლი ალასანიას პარტია, ჩვენი საქართველო–თავისუფალი დემოკრატები 22 მაისს გავრცელებულ განცხადებაში გმობს“ ხელისუფლების მხრიდან ძალადობას“, რომელმაც "აჩვენა, რომ ხელისუფლებამ ვერ გამოიტანა შესაბამისი დასკვნები 2007 წლის ნოემბრის მოვლენებიდან“. “თავისუფალი დემოკრატები“ მოუწოდებენ მთავრობას "ქვეყანა კიდევ ერთხელ არ დააყენოს სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე“.

"ყოველგვარი პროვოკაციისა და შემთხვევითობის თავიდან ასაცილებლად, თავისუფალი დემოკრატები მოვითხოვთ, აეკრძალოს პოლიციას აქციის პერიმეტრზე სამოქალაქო ტანსაცმელში და განმასხვავებელი ნიშნების გარეშე ყოფნა და გადაადგილება,"– ნათქვამია "თავისუფალი დემოკრატების" განცხადებაში.  

ქრისტიან–დემოკრატებმა, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა პარტიამ 22 მაისს გავრცელებულ განცხადებაში შექმნილი ვითარება შეაფასა, როგორც "ფეთქებადსაშიში“, რომელშიც „ნებისმიერმა არარაციონალურმა მოქმედებამ შესაძლოა სიტუაციის უკიდურესი დაძაბვა და გართულება გამოიწვიოს“. 

ამასთან, ქრისტიან–დემოკრატები მოუწოდებენ ხელისუფლებას გადახედონ 26 მაისს სამხედრო აღლუმის ჩატარების მიზანშეწონილობას.

“ქრისტიან-დემოკრატები ვგმობთ ძალადობას ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის და მოვუწოდებთ სამართალდამცავ სტრუქტურებს, რომ დაიცვან მოქალაქეთათვის კონსტიტუციით გათვალისწინებული სიტყვის, გამოხატვის თავისუფლება და უზრუნველყონ მანიფესტანტების უსაფრთხოება,“– ნათქვამია განცხადებაში.
 

უახლესი ამბები
22 თებ.'18 18:25
აშშ-ის ელჩი საქართველოში საქმიანობას ასრულებს
გამოსამშვიდობებელ სიტყვაში იან კელიმ საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
22 თებ.'18 15:40
საქართველო საერთაშორისო გამჭვირვალობის 2017 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში
საქართველოს პოზიცია რეიტინგში უმნიშვნელოდ გაუარესდა წინა წელთან შედარებით.
22 თებ.'18 12:52
საქართველო Amnesty International-ის ანგარიშში
ანგარიში საუბარია ადამიანის უფლებების მდგომარეობის კუთხით საქართველოში არსებულ ძირითად პრობლემებზე.
21 თებ.'18 19:12
პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
ახალი რეგულაციებით საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებები ფართოვდება, რასაც სხვა მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი და საპარლამენტო ოპოზიცია ეწინააღმდეგება.
21 თებ.'18 18:41
ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარე საქართველოს სტუმრობდა
ვიზიტის ფარგლებში რეფატ ჩუბაროვი ირაკლი კობახიძეს და სოზარ სუბარს შეხვდა.
21 თებ.'18 18:15
მარგველაშვილი ახალგაზრდობას დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავის აღნიშვნაში ჩართვისკენ მოუწოდებს
საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეს 2018 წლის 26 მაისს აღნიშნავს.  
21 თებ.'18 15:19
ჯანელიძე მოქალაქეებს უვიზო რეჟიმის დარღვევის თაობაზე აფრთხილებს
დღემდე შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმით საქართველოს დაახლოებით 220 000 მოქალაქემ ისარგებლა.
19 თებ.'18 16:20
კვირიკაშვილი მიუნხენში მსოფლიოს ლიდერებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი 16-18 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრო.
19 თებ.'18 15:21
სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
დემირელის კოლეჯის მმართველი მისი ექსტრადირების საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე თავისუფალი იქნება.
19 თებ.'18 13:30
არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები მუხთარლის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ
ერთობლივ განცხადებას ხელს 35 ორგანიზაცია აწერს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
64