Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 14:10 - 17 თებ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
აქციის მონაწილეებმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან გადაინაცვლეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 მაი.'11 / 19:20


აქცია თავისუფლების მოედანზე, 21 მაისი. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

სახალხო კრების ლიდერებმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილ აქციის ათასობით მონაწილეს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობისკენ მსვლელობისკენ მოუწოდეს მას შემდეგ, რაც მიტინგზე გამოსვლები დაასრულეს.

“მივდივართ ტელევიზიისაკენ, რომელიც ხალხს ეკუთვნის,“– მიმართა კრების ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ბათიაშვილმა აქციის მონაწილეებს, რის შემდეგაც მომიტინგეები კოსტავას ქუჩისკენ გაემართნენ. 

დემოკრატიული–მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ სახალხო კრება საზოგადოებრივი მაუწყებლისაგან ითხოვს დაუთმოს ეთერი ლიდერებს, რათა 20 საათიან გამოშვებაში პირველი არხის ეთერით მიმართონ საზოგადოებას. მისი თქმით, ეს საჭიროა, რათა მთელმა ქვეყანამ გაიგოს მიმდინარე პროტესტის შესახებ. ტელეკომპანია "მაესტროსთან" ერთად მიტინგს პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხიც გადასცემდა. 

ბურჯანაძის თქმით, მომდევნო გეგმებს აქციის მონაწილეებს თანდათანობით გააცნობენ. 

იმავდროულად, ბათუმში მიმდინარეობს სახალხო კრების პარალელური აქცია.

საზოგადოებრივი მაუწყებლისკენ მანიფესტაციის დაწყებამდე, აქციის ორგანიზატორებმა წაიკითხეს მიმართვა საერთაშორისო თანამეგობრობისადმი, სადაც აღნიშნულია, რომ "მსოფლიომ თვალი არ უნდა დახუჭოს იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში სააკაშვილმა ყალბი და ფასადური დემოკრატია შექმნა“ და "გათელილია მოქალაქის ყველა კონსტიტუციური უფლება".

"ჩვენ ვიბრძვით დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნებისთვის და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მხოლოდ სააკაშვილის რეჟიმის შეცვლის შემდეგ არის შესაძლებელი ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება,“– ნათქვამია მიმართვაში, სადაც ასევე ხაზგასმულია, რომ "ხალხს დარჩა ერთადერთი გზა გამოიყენოს მისთვის კონსტიტუციის მე-5 მუხლით გარანტირენული და მინიჭებული უფლება - თავისი ძალაუფლება განახორციელოს პირდაპირი და უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმების გამოყენებით“.

მომიტინგეებს ასევე მიმართა ბურჯანაძემ და განაცხადა, რომ "გადამწვეტ ბრძოლაში" არ აპირებენ "უკან დახევას".

“ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ რამდენიმე საათში კიდევ მეტნი ვიქნებით. ეს ბრძოლა მარტივი არ არის. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ რამდენიმე ეტაპიანი ბრძოლა, რომელიც მოკლე დროში უნდა დამთავრდეს, უფრო მეტი თანამემამულეთი გაივსება,“– განაცხადა მან, “მოგიწოდებთ მთელ საქართველოს, ვისაც არ მოგწონთ ეს რეჟიმი, ვისაც გინდათ ჩვენი კონსტიტუციური უფლებების აღდგენა, დაგვიდექით გვერდით. ჩვენ უკან დახევას არ ვაპირებთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ“.

მან ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ბოლო დღეების განმავლობაში განახორციელა "ტერორი" სახალხო კრების მხარდამჭერების წინააღმდეგ, რათა მათ აქციებში მონაწილეობა არ მიეღოთ.

მისი თქმით, "პირველი, ვინც დაისჯება, იქნება სწორედ ეს ხელისუფლება, ის ათეული კაცი, ვინ დაატერორა ქვეყანა", რათა შემდეგმა ხელისუფლებამ "შიშით და მოკრძალებით შეხედოს ხალხს".  

უახლესი ამბები
17 თებ.'18 14:10
მარგველაშვილი ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
ლიტვის დამოუკიდებლობის აღდეგენის 100 წლისთავის აღსანიშნავად ვილნიუსში ევროპელი ლიდერები ჩავიდნენ.
16 თებ.'18 16:05
მთავრობა მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივით გამოდის
ინიციატივის მიხედვით, მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო განაკვეთი 5-ჯერ შემცირდება.
16 თებ.'18 13:50
ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრო
ვიზიტის ფარგლებში, ქუმსიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.
15 თებ.'18 14:27
სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულს დამოუკიდებელი ორგანო გამოიძიებს
ახალი უწყება 2019 წლიდან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ბაზაზე შეიქმნება.
14 თებ.'18 17:24
საქართველო აშშ–ის დაზვერვის ყოველწლიურ ანგარიშში
აშშ–ის ეროვნულმა დაზვერვამ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით საფრთხეებს აფასებს.
14 თებ.'18 16:28
თავდაცვის რეფორმის თაობაზე საკომიტეტო მოსმენა გაიმართა
ლევან იზორიამ წვრთნებზე, ტოტალურ თავდაცვაზე და საბიუჯეტო პრიორიტეტბზე ისაუბრა.
14 თებ.'18 16:13
პარლამენტმა განაახლა მსჯელობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე
მმართველ გუნდში კვლავაც ნარჩუნდება აზრთა სხვადასხვაობა იმ ახალ რეგულაციებზე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებებს აფართოებს.
13 თებ.'18 17:34
ჯანელიძე ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გლობალური კოალიციის მინისტერიალში მონაწილეობს
საგარეო საქმეთა მინისტრი ქუვეითის პრემიერ-მინისტრს, შეიხ ჯაბერ ალ მუბარაქ ალ ჰამედ ალ საბაჰს შეხვდა.
13 თებ.'18 14:52
თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
საქალაქო სასამრთლომ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა გასული წლის სექტემბერში მიუსაჯა.
13 თებ.'18 11:54
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2018 წლის იანვარში
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა  371.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
9