Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:26 - 18 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საქართველომ ჩერქეზი ხალხის გენოციდი აღიარა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 მაი.'11 / 17:54

პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლითაც "გენოციდის აქტად“ აღიარა მე–19 საუკუნეში რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზი ხალხის "მასობრივი განადგურება და მათი იძულებით განდევნა ისტორიული სამშობლოდან“.

გადაწყვეტილებით, რომელიც 95 ხმით ერთხმად იქნა მიღებული, საქართველო პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ჩერქეზთა გენოციდი აღიარა.

“აღიარებულ იქნან ლტოლვილებად, რუსეთ–კავკასიის ომის პერიოდში და შემდგომ სამშობლოდან იძულებით დეპორტირებული ჩერქეზები თანახმად „კონვენცია ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის 28 ივლისის კონვენციისა,“– ნათქვამია ასევე ერთგვერდიან დადგენილებაში.

დადგენილების თანახმად, რუსეთ–კავკასიის 1763–1864 წლების ომის დროს „რუსეთის იმპერიის მიერ წინასწარ დაიგეგმა და შემდგომ განხორციელდა ჩერქეზული ტერიტორიების ეთნიკური ნიშნით წმენდა“; „ხელოვნურად“ ეწყობოდა „შიმშილობები და ეპიდემიები“ და "ფიზიკურად განადგურდა ან სამშობლოდან განიდევნა ჩერქეზული მოსახლეობის 90%–ზე მეტი".

დადგენილება ეყრდნობა სამეცნიერო დასკვნას  და ასევე, გენოციდის აღიარების თაობაზე ჩერქეზული დიასპორების მიმართვებს საქართველოს პარლამენტისადმი.

მმართველი პარტიის დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ეს გადაწყვეტილება არის "ისტორიული სამართლიანობის აღდგენისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი“ და ყველა კავკასიელი ხალხის "ძალიან აშაკარა პოლიტიკური“ მხარდაჭერა. 

“მაგრამ ეს არ არის მიმართული რუსი ხალხის წინააღმდეგ იმიტომ, რომ რუსი ხალხი არ შეიძლება მუდმივად ცხოვრობდეს ამ სიმძიმით, რა სიმძიმეშიც მას აცხოვრებს მისი ხელისუფლება მე–19 საუკუნეში, მე–20 საუკუნეში და 21–ე საუკუნეში,“– განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან გოკა გაბაშვილმა.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ განაცხადა, რომ "ჩვენ მოგვიწევს მთლიანად კავკასიის ხალხების სიტუაციის განხილვა“ და ეს პროცესი "ძალიან მნიშვნელოვან და მძლავრ კავკასიურ ერთობამდე მიგვიყვანს“.

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტი ასევე იხილავს ჩეჩნების გენოციდის შესაძლო აღიარების საკითხსაც.

ერთადერთი დეპუტატი, რომელმაც განაცხადა, რომ ის ვერც მხარს დაუჭერდა და ვერც შეეწინააღმდეგებოდა დადგენილების მიღებას, ქართული დასის ლიდერი ჯონდი ბაღათურია იყო.

“შეუძლებელია, რომ ამ ხალხის [ჩერქეზების] მიმართ სოლიდარულები არ ვიყოთ, მაგრამ ერთია ემოცია და მეორეა პოლიტიკური გადაწყვეტილება პარლამენტის,“– განაცხადა მან და დასძინა: "ხომ არ გამოჩნდება ეს უსამართლოდ ჩვენ სომეხ კოლეგებთან მიმართებაში?“

მას მხედველობაში ჰქონდა საქართველოს სომეხი მოქალაქეების მიმართვები საქართველოს პარლამენტისადმი, სადაც ისინი ოსმალეთის იმპერიის მიერ სომხების მასობრივი განადგურების ”გენოციდად” ცნობას ითხოვენ.

ნუგზარ წიკლაურმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მმართველი პარტიიდან, განაცხადა, რომ სომხებისა და ჩერქეზების საკითხების „მექანიკური დაკავშირება არის უკიდურესი არაკვალიფიციურობა“. მისი თქმით, სომხებთან დაკავშირებულ პრობლემას სომხეთი და თურქეთი ერთმანეთთან მიმდინარე "პოზიტიურ დიალოგში“ თავად გაარკვევენ და ამაში "საქართველოს ჩართვა ნიშნავს, რომ შევასრულოთ სრულიად გაურკვეველი და დაუსაბუთებელი როლი“.

მაშინ როცა პარლამენტში წარმოდგენილმა ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილმა მხარი დაუჭირა დადგენილების მიღებას, საპარლამენტო უმცირესობის წამყვანმა პარტიამ, ქრისტიან–დემოკრატებმა თავი შეიკავეს ამ პროცესში მონაწილეობისაგან.  ეს პოზიცია ქრისტიან–დემოკრატმა დეპუტატმა, გიორგი ახვლედიანმა იმით ახსნა, რომ მის პარტიას მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება "ფორსირებულად“ იქნა მიღებული საკმარისი ისტორიულ–ფაქტობრივი დასაბუთების გარეშე.

"მეორე მიზეზია პოლიტიკური მხარე, რადგან ამ გადაწყვეტილებით "პანდორას ყუთი“ გაიხსნა, რასაც ჯაჭვური რეაქცია მოყვება გარდაუვლად როგორც ჩრდილოეთ კავკასიაში, ისე სამხრეთ კავკასიელ მეზობლებში და ამაზე ხელისუფლებას მოუწევს პასუხისმგებლობის აღება,“– განუცხადა მან Civil.ge-ს მას შემდეგ, რაც მისი ფრაქციის არცერთმა წარმომადგენელმა საჯარო პოზიცია ამ საკითხზე პლენარულ სხდომაზე არ დააფიქსირა.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
18 დეკ.'17 18:26
საქართველომ და ბელარუსმა საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური მინსკს სტუმრობს.
18 დეკ.'17 17:54
სირიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი მარგოშვილი ჰამას პროვინციაში ასადის ძალების წინააღმდეგ ბრძოლის დროს დაიღუპა. 
18 დეკ.'17 16:13
პარლამენტში ქართული ოცნების კიდევ ორი ფრაქცია შეიქმნება
მმართველი პარტიის წევრები უარყოფენ მედიის ინფორმაციას, რომ ეს ცვლილება შიდა უთანხმოებას უკავშირდება.
18 დეკ.'17 12:37
2018 წლის აპრილში პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება
არჩევნები ჩატარდება ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში, რომლის დეპუტატმაც პარლამენტიდან სუს-ში გადაინაცვლა.
17 დეკ.'17 17:14
ევროპარლამენტის ცხრა წევრი მერაბიშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს, პატივი სცეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას.   
15 დეკ.'17 18:50
ახალ კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობები დაზუსტდება
შესაბამისი შესწორება პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას დაამტკიცა.
15 დეკ.'17 18:06
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.5597, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.0256-ია.    
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
76