Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 14:10 - 17 თებ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტში ჩერქეზთა ‘გენოციდის’ აღიარების მხარდამჭერი სამეცნიერო დასკვნა მოისმინეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 მაი.'11 / 17:17

  • წიკლაური: დღის წესრიგში ჩეჩნების გენოციდის აღიარების საკითხიც დგას.

პარლამენტი ცარისტული რუსეთის მიერ მე–19 საუკუნეში ჩრდილო კავკასიელი ჩერქეზი ხალხის დევნის „გენოციდად“ აღიარების შესახებ "პოლიტიკური გადაწყვეტილების“ მიღების ეტაპზე გადავიდა, მას შემდეგ, რაც 13 მაისს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა ამ საკითხზე შემაჯამებელი სამეცნიერო დასკვნა მოისმინა.

"მე–19 საუკუნეში რუსეთ–კავკასიის ომის დროს რუსეთის იმპერიის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ საგანგებოდ იქნა წინასწარ დაგეგმილი, ხოლო შემდგომ განხორციელებული ჩერქეზული ტერიტორიების ეთნიკური ნიშნით წმენდა, ჩერქეზებისაგან დაცარიელებულ ადგილებში კი სპეციალურად ჩასახლებულ იქნენ კაზაკები და რუსები, როდესაც მრავალჯერადი სადამსჯელო, სამხედრო ექსპედიციების შედეგად ფიზიკურად იქნა განადგურებული ან სამშობლოდან განდევნილი მილიონ ნახევრამდე ჩერქეზული მოსახლეობის 90%–ზე მეტი. ირკვევა, რომ რუსეთის მიერ წარმოებული დამპყრობლური ომების პერიოდში ჩერქეზი ხალხის გენოფონდის საერთო დანაკარგმა, მოკლულის სახის შეადგინა ამ ხალხის მთლიანი მოსახლეობის 20%–ზე ბევრად მეტი. ამიტომაც ამ ქმედებებს ჩვენი მხრიდან ეძლევა აშკარად გამოკვეთილი გენოციდის კვალიფიკაცია, ვინაიდან კვალიფიკაციის და განმარტების ყველა სახეობით, როდესაც იღუპება მოსახლეობის 20%–ზე მეტი, ის გახლავთ აშკარად გამოხატული გენოციდი,“– ნათქვამია სამეცნიერო დოკუმენტის დასკვნით ნაწილში.

დოკუმენტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, კავკასიოლოგმა მერაბ ჩუხუამ ერთი წლის განმავლობაში მოამზადა და დეპუტატებს დღეს წარუდგინა. მასში თავმოყრილია რიგი ისტორიული წყაროები და დასავლელი, რუსი და ქართველი მეცნიერ–მკვლევარების პოზიციები, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობაც ამ ისტორიულ მოვლენას გენოციდს უთანაბრებს.

პროფესორ ჩუხუას განცხადებით, თუკი საქართველო აღიარებს გენოციდს, "ქვეყნისთვის ეს იქნება დიდი პრესტიჟის საქმე“ და "შანსი აღადგინოს სამართლიანობა“.

იმავდროულად, საკომიტეტო მოსმენაზე მოწვეულმა ჩერქეზული წარმოშობის წარმომადგენლებმა პარლამენტს გენოციდის აღიარებისაკენ მოუწოდეს.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რომ სხვადასხვა დიასპორების მიმართვებისა და სამეცნიერო დასკვნის საფუძველზე, კომიტეტის შემდგომი ნაბიჯი იქნება ამ საკითხზე "პოლიტიკური გადაწყვეტილების“ მიღება. მისი თქმით, დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, საკითხს უკვე პლენარული სხდომაზე გაიტანენ, შესაძლოა, მიმდინარე საგაზაფხულო სესიის ფარგლებში. მან ასევე განაცხადა, რომ ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტას დეპუტატთა მნიშვნელოვანი რაოდენობა უჭერს მხარს.

წიკლაურის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოლიმპიური ქარტია კრძალავს თამაშების იმ ადგილას ჩატარებას, სადაც „ხალხის გენოციდი განხორციელდა“, არ არსებობს „პირდაპირი კავშირი“ გენოციდის აღიარებასა და 2014 წელს სოჭში დაგეგმილ ზამთრის ოლიმპიადას შორის.

"თუნდაც ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენა, როგორიც არის ოლიმპიადა, არ შეძლება ჩვენ ავიღოთ მიზეზად და საფუძვლად იმისა, რომ აქ [პარლამენტში] განხილვები ტარდება იმის გამო, რომ რაღაც კავშირში არის სოჭის ოლიმპიადასთან,“– განუცხადა მან Civil.ge–ს.

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ჩერქეზთა გენოციდს აღიარებს, საქართველო პირველი ქვეყანა იქნება მსოფლიოში, რომელიც ამგვარ გადაწყვეტილებას მიიღებს.

ჩეჩნეთის საკითხი

ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, ჩერქეზთა საკითხის განხილვის პარალელურად, მისი საპარლამენტო კომიტეტი ასევე აქტიურად მუშაობს "ჩეჩნების გენოციდის“ აღიარების თემატიკაზე "ჩეჩენი ხალხის წარმომადგენელი ორგანიზაციების“ მიმართვების საფუძველზე.

მისი თქმით, ამ ორი საკითხის ერთდროულად განხილვა არ იგეგმება მათ შორის არსებული რიგი განსხვავებების გამო, თუმცა "ჩეჩნეთის საკითხი დგას დღის წესრიგში“.

“მე ვერ გეტყვით რამდენად ფორსირებული იქნება ეს საკითხი, თუმცა ჩვენი დღის წესრიგიდან ეს არავითარ შემთხვევაში არ ჩამოვა,“– განუცხადა მან Civil.ge-ს.

“არ გამოვრიცხავ, რომ სწრაფი აქტუალიზაცია მოხდეს ახლა ამ [ჩეჩნეთის] საკითხისაც,“– დასძინა მან.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
17 თებ.'18 14:10
მარგველაშვილი ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
ლიტვის დამოუკიდებლობის აღდეგენის 100 წლისთავის აღსანიშნავად ვილნიუსში ევროპელი ლიდერები ჩავიდნენ.
16 თებ.'18 16:05
მთავრობა მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივით გამოდის
ინიციატივის მიხედვით, მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო განაკვეთი 5-ჯერ შემცირდება.
16 თებ.'18 13:50
ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრო
ვიზიტის ფარგლებში, ქუმსიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.
15 თებ.'18 14:27
სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულს დამოუკიდებელი ორგანო გამოიძიებს
ახალი უწყება 2019 წლიდან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ბაზაზე შეიქმნება.
14 თებ.'18 17:24
საქართველო აშშ–ის დაზვერვის ყოველწლიურ ანგარიშში
აშშ–ის ეროვნულმა დაზვერვამ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით საფრთხეებს აფასებს.
14 თებ.'18 16:28
თავდაცვის რეფორმის თაობაზე საკომიტეტო მოსმენა გაიმართა
ლევან იზორიამ წვრთნებზე, ტოტალურ თავდაცვაზე და საბიუჯეტო პრიორიტეტბზე ისაუბრა.
14 თებ.'18 16:13
პარლამენტმა განაახლა მსჯელობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე
მმართველ გუნდში კვლავაც ნარჩუნდება აზრთა სხვადასხვაობა იმ ახალ რეგულაციებზე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებებს აფართოებს.
13 თებ.'18 17:34
ჯანელიძე ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გლობალური კოალიციის მინისტერიალში მონაწილეობს
საგარეო საქმეთა მინისტრი ქუვეითის პრემიერ-მინისტრს, შეიხ ჯაბერ ალ მუბარაქ ალ ჰამედ ალ საბაჰს შეხვდა.
13 თებ.'18 14:52
თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
საქალაქო სასამრთლომ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა გასული წლის სექტემბერში მიუსაჯა.
13 თებ.'18 11:54
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2018 წლის იანვარში
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა  371.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
87