Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 16:20 - 19 თებ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საპარლამენტო კომიტეტი 'ჩერქეზთა გენოციდის' საკითხს განიხილავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 მაი.'11 / 15:15

პარლამენტმა, შესაძლოა, "ჩერქეზთა განოციდის“ საკითხზე, რომელსაც დეპუტატთა "მნიშვნელოვანი ლობი“ ჰყავს,  გადაწყვეტილება ამ საგაზაფხულო სესიაზე მიიღოს, განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მმართველი პარტიიდან.
 
“თარიღებზე ვერაფერს ვერ ვიტყვი. თუმცა ეს არ იქნება ძალიან გრძელი პროცესი და არც განსაკუთრებით ფორსირებული,“– განუცხადა მან Civil.ge-ს 11 მაისს და დასძინა, რომ "არ გამორიცხავს“ ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიმდინარე სესიის ფარგლებში მიღებას.

მისი ინფორმაციით, სავარაუდოდ, პარასკევს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი მოისმენს ამ თემაზე სამეცნიერო წრეების შემაჯამებელ დასკვნებს და ამის შემდეგ პარლამენტი უკვე "პოლიტიკური გადაწყვეტილების“ მიღების ფაზაში გადავა.

“არ დაგიმალავთ, რომ პარლამენტში ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი ლობი ჩამოყალიბდა,“– განაცხადა წიკლაურმა, "მნიშვნელოვანი რაოდენობაა დეპუტატების, რომლებიც განწყობილნი არიან, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდეს“.

“საქართველოს პარლამენტმა ისეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რომელსაც ექნება ძალიან მყარი სამეცნიერო ფუნდამენტი,“– განაცხადა მან და დასძინა, რომ საკითხის "სირთულიდან“ გამომდინარეობს, რომ მასზე დისკუსიები წელიწადზე მეტია გრძელდება.  

მან ასევე განაცხადა, რომ პარლამენტში შესულია ჩერქეზული დიასპორების "ათეულზე მეტი“ მიმართვა, მათ შორის თურქეთიდან, ისრაელიდან, იორდანიიდან, აშშ–დან, კანადიდან, მე–19 საუკუნის მეორე ნახევარში ჩრდილოეთ კავკასიაში ჩერქეზთა საწინააღმდეგო ქმედებების "გენოციდად“ აღიარების თაობაზე. “ჩვენთან ასევე შემოსულია ყაბარდო–ბალყარეთისა და ჩეჩნური ორგანიზაციების ანალოგიური თხოვნები,“– აღნიშნა მან.

მისი თქმით, საქართველოს მიერ ამ საკითხის გააქტიურებამ, რაც კავკასიის ხალხთა მიმართ "სოლიდარობის“ გამოხატულებაა და არა "შურისძიება ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის“ გამო, "შესაძლოა გააღიზიანოს“ რუსეთი, "მაგრამ ის ასე ღიზიანდება ყველაფერზე“.

წიკლაურმა ნოემბერში, როცა პარლამენტში 2014 წელს სოჭის ოლიმპიადის მიმართ საქართველოს შესაძლო პოზიცია განიხილებოდა, ამ თემას ჩერქეზთა საკითხი დაუკავშირა და განაცხადა: "ოლიმპიური ქარტიის შესაბამისად შეუძლებელია ოლიმპიური თამაშების იმ ადგილას გამართვა, სადაც ხალხის გენოციდი განხორციელდა“.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
19 თებ.'18 16:20
კვირიკაშვილი მიუნხენში მსოფლიოს ლიდერებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი 16-18 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრო.
19 თებ.'18 15:21
სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
დემირელის კოლეჯის მმართველი მისი ექსტრადირების საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე თავისუფალი იქნება.
19 თებ.'18 13:30
არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები მუხთარლის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ
ერთობლივ განცხადებას ხელს 35 ორგანიზაცია აწერს.
17 თებ.'18 14:10
მარგველაშვილი ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
ლიტვის დამოუკიდებლობის აღდეგენის 100 წლისთავის აღსანიშნავად ვილნიუსში ევროპელი ლიდერები ჩავიდნენ.
16 თებ.'18 16:05
მთავრობა მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივით გამოდის
ინიციატივის მიხედვით, მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო განაკვეთი 5-ჯერ შემცირდება.
16 თებ.'18 13:50
ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრო
ვიზიტის ფარგლებში, ქუმსიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.
15 თებ.'18 14:27
სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულს დამოუკიდებელი ორგანო გამოიძიებს
ახალი უწყება 2019 წლიდან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ბაზაზე შეიქმნება.
14 თებ.'18 17:24
საქართველო აშშ–ის დაზვერვის ყოველწლიურ ანგარიშში
აშშ–ის ეროვნულმა დაზვერვამ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით საფრთხეებს აფასებს.
14 თებ.'18 16:28
თავდაცვის რეფორმის თაობაზე საკომიტეტო მოსმენა გაიმართა
ლევან იზორიამ წვრთნებზე, ტოტალურ თავდაცვაზე და საბიუჯეტო პრიორიტეტბზე ისაუბრა.
14 თებ.'18 16:13
პარლამენტმა განაახლა მსჯელობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე
მმართველ გუნდში კვლავაც ნარჩუნდება აზრთა სხვადასხვაობა იმ ახალ რეგულაციებზე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებებს აფართოებს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
39