Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 12:37 - 18 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სადამკვირვებლო ორგანიზაციები საარჩევნო მოლაპარაკებების გამჭვირვალობისკენ მოუწოდებენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 მაი.'11 / 13:02

ოთხი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს საარჩევნო რეფორმაზე ინდივიდუალურ კონსულტაციებში ჩართულ პოლიტიკურ ძალებს უზრუნველყონ პროცესის "მაქსიმალური“ გამჭვირვალობა და მასში ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების "ჩართულობა“.

ამასთან, ერთობლივ განცხადებაში  საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ახალი თაობა – ახალი ინიციატივა მიესალმებიან მმართველი პარტიისა და რვა ოპოზიციური პარტიის ინიციატივას კონსულტაციების განახლების შესახებ.

"თუმცა ვფიქრობთ, რომ კონსულტაციების დახურულ ფორმატში გადატანა ვერ უზრუნველყოფს მის გამჭვირვალობას.  მოლაპარაკებების ფორმატის შეცვლამ, რის შედეგადაც პროცესში არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას, შესაძლოა მის მიმართ საზოგადოებაში ნდობის ხარისხი შეამციროს,“– ნათქვამია 10 მაისს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

ოთხი ორგანიზაცია, რომლებმაც გასულ კვირას საკუთარი რეკომენდაციები წარმოადგინეს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე, ასევე მოუწოდებს მხარეებს, რათა რეგულარულად მოახდინონ საზოგადოების ინფორმირება მოლაპარაკებების შესახებ და „მოლაპარაკებების პროცესში იყვნენ კონსტრუქციულნი  და შედეგზე ორიენტირებულნი, რაც ხელს შეუწყობს კონსულტაციების დროულ და შედეგიან დასრულებას“.

“მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ მოლაპარაკებებში ფართო საზოგადოების ჩართულობა პოლიტიკურ პროცესების  დემოკრატიულად წარმართვის მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება და საქართველოში მაღალი პოლიტიკური კულტურის დანერგვას შეუწყობს ხელს,“– ნათქვამია ოთხი ორგანიზაციის განცხადებაში, რომელსაც ასევე უერთდება „გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი“.

ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები დამკვირვებლის სტატუსით იყვნენ ჩართულები იმ ინტერპარტიული ჯგუფის მუშაობაში, რომელმაც  საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მოლაპარაკებები 2010 წლის ნოემბრიდან დაიწყო, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით. ამ ფორმატში ბოლო შეხვედრა 9 მარტს გაიმართა. მას შემდეგ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მოლაპარაკებები შეწყდა. ოპოზიციური რვიანი მმართველ პარტიას ადანაშაულებდა საარჩევნო რეფორმაზე მიუღებელი წინადადებების შემოთავაზებაში, ხოლო ეს უკანასკნელი ოპოზიციურ რვიანს "ულტიმატუმების“ წაყენებაში და მოლაპარაკებების ფორმატის ჩაშლაში.

მას შემდეგ რაც მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ ის საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფში ჩართულ "ინდივიდუალურ პარტიებთან“ გამართავდა ცალ–ცალკე კონსულტაციებს, „ოპოზიციური რვიანი“ დათანხმდა ამ შემოთავაზებას იმ პირობით, რომ მოლაპარაკებების პროცესში კვლავ ერთიანი პოზიციით გამოვიდოდა. გასულ კვირას ორივე მხარემ დაადასტურა, რომ ინდივიდუალურ რეჟიმში მოლაპარაკებების დასაწყებად მათ პირველი შეხვედრა გამართეს.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
18 დეკ.'17 12:37
2018 წლის აპრილში პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება
არჩევნები ჩატარდება ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში, რომლის დეპუტატმაც პარლამენტიდან სუს-ში გადაინაცვლა.
17 დეკ.'17 17:14
ევროპარლამენტის ცხრა წევრი მერაბიშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს, პატივი სცეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას.   
15 დეკ.'17 18:50
ახალ კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობები დაზუსტდება
შესაბამისი შესწორება პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას დაამტკიცა.
15 დეკ.'17 18:06
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.5597, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.0256-ია.    
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.
14 დეკ.'17 13:41
პარლამენტმა ახალ კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
კანონპროექტის საბოლოო მოსმენით მიღება საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.
14 დეკ.'17 10:45
2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელიც 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი.
13 დეკ.'17 18:37
რუსეთი სოხუმთან მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებებს მოაწერს ხელს
მოსკოვი ორ შეთანხმებას ამზადებს ორმაგი მოქალაქეობის და მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
75