Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 16:53 - 20 თებ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პოლიციამ სახალხო კრების აქტივისტები დააკავა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 9 მაი.'11 / 11:30

პოლიციამ 7 მაისს სახალხო კრებისა და მოძრაობა "არა“–ს აქტივისტები მაშინ დააკავა, როცა ისინი რუსთავში პოლიციის ერთ–ერთი მაღალჩინოსნის სახლთან პროექტის "ამხილე ჯალათი“ ფარგლებში აქციას მართავდნენ.

მოგვიანებით, იმავე დღეს რუსთავის სასამართლომ 12 დაკავებული დამნაშავედ ცნო წვრილმან ხულიგნობაში და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში. სამ აქტივისტს 30 დღით თავისუფლების აღკვეთა, ორს – 15 დღიანი და სამს – 7 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა; ხოლო დანარჩენები 400 ლარით დაჯარიმდნენ.

ინციდენტის ამსახველ გავრცელებულ ვიდეო–კადრებში ჩანს, თუ როგორ უახლოვდებიან აქციის მონაწილეებს პოლიციის ათობით თანამშრომლები და აკავებენ აქტივისტებს. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ დაპატიმრებები მას შემდეგ დაიწყო, რაც უცნობმა მამაკაცმა ერთ–ერთ პოლიციელს ხელი გაარტყა. სახალხო კრების წარმომადგენელთა განცხადებით, ეს პიროვნება არა აქციის მონაწილე, არამედ "განზრახ მოგზავნილი პროვოკატორი“ იყო.

ნინო ბურჯანაძის პარტიამ დემოკრატიული მოძრაობა–ერთიანი საქართველო განაცხადა, რომ "სააკაშვილის რეჟიმმა ახალგაზრდების წინააღმდეგ მისთვის ჩვეული მეთოდით პროვოკაცია მოაწყო".

“მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასწრაფოდ, დაუყოვნებლივ გაამჟღავნონ იმ  მამაკაცის ვინაობა, რომელმაც პოლიციის თანამშრომელ ქალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მოვითხოვთ უდანაშაულო ახალგაზრდების დაუყოვნებლივ განთავისუფლებას,“– ნათქვამია პარტიის განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ინციდენტის ამსახველი ვიდეო–მასალა პარტიამ დიპლომატიურ კორპუსს მიაწოდა.

"აგონიაში მყოფმა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ არ წამოვეგებით მათ პროვოკაციებს და არ შევცვლით თანმიმდევრულ გეგმას, 21 მაისს თავისუფლების მოედანზე სააკაშვილის რეჟიმის დემონტაჟის მიზნით საერთო სახალხო გამოსვლები აუცილებლად დაიწყება,“– აცხადებს ბურჯანაძის პარტია.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
19 თებ.'18 16:20
კვირიკაშვილი მიუნხენში მსოფლიოს ლიდერებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი 16-18 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრო.
19 თებ.'18 15:21
სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
დემირელის კოლეჯის მმართველი მისი ექსტრადირების საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე თავისუფალი იქნება.
19 თებ.'18 13:30
არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები მუხთარლის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ
ერთობლივ განცხადებას ხელს 35 ორგანიზაცია აწერს.
17 თებ.'18 14:10
მარგველაშვილი ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
ლიტვის დამოუკიდებლობის აღდეგენის 100 წლისთავის აღსანიშნავად ვილნიუსში ევროპელი ლიდერები ჩავიდნენ.
16 თებ.'18 16:05
მთავრობა მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივით გამოდის
ინიციატივის მიხედვით, მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო განაკვეთი 5-ჯერ შემცირდება.
16 თებ.'18 13:50
ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრო
ვიზიტის ფარგლებში, ქუმსიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.
15 თებ.'18 14:27
სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულს დამოუკიდებელი ორგანო გამოიძიებს
ახალი უწყება 2019 წლიდან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ბაზაზე შეიქმნება.
14 თებ.'18 17:24
საქართველო აშშ–ის დაზვერვის ყოველწლიურ ანგარიშში
აშშ–ის ეროვნულმა დაზვერვამ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით საფრთხეებს აფასებს.
14 თებ.'18 16:28
თავდაცვის რეფორმის თაობაზე საკომიტეტო მოსმენა გაიმართა
ლევან იზორიამ წვრთნებზე, ტოტალურ თავდაცვაზე და საბიუჯეტო პრიორიტეტბზე ისაუბრა.
14 თებ.'18 16:13
პარლამენტმა განაახლა მსჯელობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე
მმართველ გუნდში კვლავაც ნარჩუნდება აზრთა სხვადასხვაობა იმ ახალ რეგულაციებზე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებებს აფართოებს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
24