Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:37 - 13 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სახალხო კრება 21 მაისიდან საპროტესტო აქციებს გეგმავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 მაი.'11 / 17:14

სახალხო კრებამ, რომელიც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის ძლიერი მხარდაჭერით სარგებლობს, 2 მაისს განაცხადა, რომ იწყებს "საბოლოო ბრძოლას სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმისაგან ქვეყნის განთავისუფლების მიზნით“.

ოპოზიციური მოძრაობის თქმით, მთელი საქართველოს მასშტაბით სრულ მზადყოფნაში იმყოფება სამოქალაქო წინააღმდეგობის 74 კომიტეტი, ახალგაზრდული მოძრაობისა და შეფიცულთა ათასობით წევრი, ათეულობით ათასი აქტივისტი და მხარდამჭერი.

მოძრაობის აქტივისტები 21 მაისს თბილისის სამ სხვადასხვა ადგილას, კერძოდ ფილარმონიის წინ, ავლაბრის მოედანზე და ვარდების მოედანზე დაიწყებენ შეკრებას და შემდეგ თავისუფლების მოედნისკენ დაიძრებიან, სადაც იმავე დღეს 15:00 საათზე საპროტესტო აქცია გაიმართება. პარალელური საპროტესტო აქცია ბათუმშიც გაიმართება, ხოლო სამტრედიის, ხაშურის, ხარაგაულის და ზესტაფონის სამოქალაქო წინააღმდეგობის რაიონული კომიტეტები ადგილებზე უზრუნველყოფენ მხარდამჭერთა შეკრებას.

"დარწმუნებულნი ვართ, რომ ის პოლიტიკური ძალები, ვისაც გაცნობიერებული აქვთ საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა და რეალურად უნდათ ქვეყნის სააკაშვილის რეჟიმისგან გათავისუფლება, ამ გადამწყვეტ ბრძოლაში საკუთარ ხალხთან დადგებიან. "სახალხო კრება" არ გაურიგდება სააკაშვილის დამნაშავე ხელისუფლებას,“ – ნათქვამია სახალხო კრების განცხადებაში.

სახალხო კრება შარშან ჩამოყალიბდა და იგი რამდენიმე ოპოზიციურ ჯგუფს და ინდივიდუალურ პირს აერთიანებს. მართალია, თავდაპირველად რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ გამოთქვა მოძრაობაში გაწევრიანების სურვილი, მაგრამ რეალურად, ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოსთვის ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა, რომელიც მოძრაობას უჭერს მხარს. მოძრაობის კიდევ ერთი მხარდამჭერია იმერეთის ყოფილი გუბერნატორის თემურ შაშიაშვილის მიერ ჩამოყალიბებული მცირერიცხოვანი პარტია.

აპრილში ბურჯანაძემ განაცხადა, რომ იგი დარწმუნებულია, რომ სახალხო კრებას ბევრი ოპოზიციური პარტია შეუერთდება მას შემდეგ, რაც მის ძალას დაინახავენ.

სახალხო კრება ბოლო დროს აქტიურ კამპანიას ახორციელებდა რეგიონებში, სადაც “წინააღმდეგობის კომიტეტებს“ ქმნიდა. სახალხო კრებამ განაცხადა, რომ ამ კომიტეტებს 21 მაისისთვის მხარდამჭერთა მობილიზება დაავალა.          

 

უახლესი ამბები
13 დეკ.'17 18:37
რუსეთი სოხუმთან მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებებს მოაწერს ხელს
მოსკოვი ორ შეთანხმებას ამზადებს ორმაგი მოქალაქეობის და მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ.
13 დეკ.'17 16:06
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.25%-მდე გაზარდა
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 2018 წლის 31 იანვარს გაიმართება.
13 დეკ.'17 12:18
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2017 წლის იანვარ-ნოემბერში
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4.68 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
12 დეკ.'17 18:51
დეპუტატები ქალთა სავალდებულო კვოტირების ინიციატივას მხარს უჭერენ
დეპუტატ ეკა ბესელიას თქმით, საკანონმდებლო ინიციატივის მიღება 2018 წლის ადრეულ გაზაფხულზე იგეგმება. 
12 დეკ.'17 16:29
ჟენევასა და ბერლინში საქართველოს დიპლომატიურ მისიებს ახალი ელჩები უხელმძღვანელებენ
ვიქტორ დოლიძე და ელგუჯა ხოკრიშვილი უფლებამოსილების განხორციელებას 2018 წლის იანვრიდან შეუდგებიან.
12 დეკ.'17 02:01
კიევის სასამართლომ სააკაშვილი გაათავისუფლა
სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა სააკაშვილისთვის ორთვიანი შინაპატიმრობის შეფარდების თაობაზე.
11 დეკ.'17 17:42
კობახიძე: პრეზიდენტის არჩევა 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგიის მიერ ‘ძალაში რჩება’
მისი თქმით, სისტემას ხარვეზები გააჩნია, თუმცა მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ „პოლიტიკური კომპრომისის“ სახით ის ძალაში დატოვოს. 
11 დეკ.'17 17:27
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით თბილისში აქცია გაიმართა
აქციის მონაწილეებმა ნარკოპოლიტიკის საკითხზე პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიღება მოითხოვეს.
11 დეკ.'17 13:12
საქსტატი: 2017 წლის მესამე კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 594 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი ოდენობა საქართველომ 2017 წლის მესამე კვარტალში აზერბაიჯანიდან მოიზიდა.
09 დეკ.'17 18:26
ეუთოში საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფი რუსული ოკუპაციის ფონზე მხარდაჭერას უსვამს ხაზს
სხვა საკითხებთან ერთად ჯგუფი ეთნიკური დისკრიმინაციის, რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერების საკითხებზე საუბრობს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
86