Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 14:10 - 17 თებ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ამერიკელი დიპლომატი საარჩევნო რეფორმის შესახებ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 აპრ.'11 / 19:35

საქართველოში მომავალ წელს მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების, ხოლო 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო კოდექსის რეფორმის პროცესი წელს დასრულდეს,“ –  განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში, თინა ქეიდენაუმ 27 აპრილს.

"ძალიან მოხარულები ვართ, რომ ოპოზიციური პარტიების ჯგუფმა მმართველ პარტიასთან მოლაპარაკების სურვილი გამოთქვა, რათა მოაგვარონ მთელი რიგი ის საკითხები, რომლებიც ნამდვილად მნიშვნელოვანია და არსებითია წინასაარჩევნო პერიოდში,“ – განაცხადა მან. 

ქეიდენაუმ ეს განცხადება თბილისში დემოკრატიის საკითხებზე აშშ–საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.   

პოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო სისტემის რეფორმის საკითხებზე მოლაპარაკებები მარტის შემდეგ შეჩერებულია და მხარეები პროცესის ჩიხში შეყვანაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ერთ-ერთი ბოლო მნიშვნელოვანი აქტივობა ამ კუთხით 5 აპრილს დაფიქსირდა, როდესაც რვა ოპოზიციურმა პარტიამ საარჩევნო სისტემაზე თავისი ახალი წინადადებები წარადგინა, რომელზეც მმართველ პარტიას ჯერ პასუხი არ გაუცია.    

"ამერიკის შეერთებული შტატებს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მხარი დაუჭიროს რაიმე კონკრეტულ რეფორმებს,“ – განაცხადა ქეიდენაუმ და დასძინა, რომ აშშ–ის როლი იმაში მდგომარეობს, რომ "ხელი შეუწყოს დიალოგს“, რათა "მიღწეულ იქნას შეთანხმება იმისათვის, რომ ყველა საჭირო რამ არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე გაკეთდეს“.

დღის პირველ ნახევარში აშშ–ის დელეგაცია "ოპოზიციური რვიანის" რამოდენიმე ლიდერს შეხვდა.

გარდა საარჩევნო საკითხებისა, დემოკრატიის საკითხებზე მომუშავე ამერიკულ–ქართულმა ჯგუფმა საქართველოში რეფორმების პროცესთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი განიხილა, განაცხადეს ოფიციალურმა პირებმა შეხვედრის შემდეგ.

ქეიდენაუს თქმით, ეს "ძალიან პროდუქტიული საუბარი“ იყო, ვინაიდან ფორმატი იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ სხვადასხვა საკითხები სიღრმისეულად განხილული და ერთმანეთის წუხილები მოსმენილი იქნას.

"საქართველო მნიშვნელოვან პროგრესს აღწევს დემოკრატიული მომავლისკენ მიმავალ გზაზე, თუმცა კიდევ ბევრი საქმეა გასაკეთებელი,“ – განაცხადა ქეიდენაუმ.

"დღეს ჩვენ სხვადასხვა თემებზე ვისაუბრეთ და ამაში შედიოდა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა საარჩევნო კოდექსის რეფორმა, სასამართლო რეფორმა, კანონის უზენაესობა, მედიის რეფორმა და სხვა თემები,“ – განაცხადა მან და დასძინა, რომ აშშ მზად არის დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს რეფორმების გზაზე.

"ჩვენ გვწამს, რომ რეფორმების პროცესს რეალური იმპულსი გააჩნია,“ – განაცხადა მან.

ქეიდენაუსთან ერთად აშშ–ის დელეგაციას შეხვედრაზე სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში კეთლინ ფიცპატრიკი თავმჯდომარეობდა.

ქართული დელეგაციის თანათავმჯდომარეები იყვნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე და იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანი. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რამოდენიმე დეპუტატი მმართველი პარტიიდან და საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენელი.

"დღევანდელ შეხვედრაზე გავაცანით ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს იმ რეფორმების მიმდინარეობა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს,“ – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ შეხვედრის შემდეგ, "გვქონდა ძალიან პროდუქტიული და საინტერესო აზრთა გაცვლა ამ საკითხთან დაკავშირებით. მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათი რეკომენდაციები. მიგვაჩნია, რომ იყო ძალიან წარმატებული შეხვედრა. ძალიან კარგი გაცვლა იყო. ძალიან კარგი საფუძველი არის მომდევნო თანამშრომლობის ამ საკითხებთან დაკავშირებით“.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
17 თებ.'18 14:10
მარგველაშვილი ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
ლიტვის დამოუკიდებლობის აღდეგენის 100 წლისთავის აღსანიშნავად ვილნიუსში ევროპელი ლიდერები ჩავიდნენ.
16 თებ.'18 16:05
მთავრობა მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივით გამოდის
ინიციატივის მიხედვით, მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო განაკვეთი 5-ჯერ შემცირდება.
16 თებ.'18 13:50
ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრო
ვიზიტის ფარგლებში, ქუმსიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.
15 თებ.'18 14:27
სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულს დამოუკიდებელი ორგანო გამოიძიებს
ახალი უწყება 2019 წლიდან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ბაზაზე შეიქმნება.
14 თებ.'18 17:24
საქართველო აშშ–ის დაზვერვის ყოველწლიურ ანგარიშში
აშშ–ის ეროვნულმა დაზვერვამ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით საფრთხეებს აფასებს.
14 თებ.'18 16:28
თავდაცვის რეფორმის თაობაზე საკომიტეტო მოსმენა გაიმართა
ლევან იზორიამ წვრთნებზე, ტოტალურ თავდაცვაზე და საბიუჯეტო პრიორიტეტბზე ისაუბრა.
14 თებ.'18 16:13
პარლამენტმა განაახლა მსჯელობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე
მმართველ გუნდში კვლავაც ნარჩუნდება აზრთა სხვადასხვაობა იმ ახალ რეგულაციებზე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებებს აფართოებს.
13 თებ.'18 17:34
ჯანელიძე ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გლობალური კოალიციის მინისტერიალში მონაწილეობს
საგარეო საქმეთა მინისტრი ქუვეითის პრემიერ-მინისტრს, შეიხ ჯაბერ ალ მუბარაქ ალ ჰამედ ალ საბაჰს შეხვდა.
13 თებ.'18 14:52
თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
საქალაქო სასამრთლომ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა გასული წლის სექტემბერში მიუსაჯა.
13 თებ.'18 11:54
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2018 წლის იანვარში
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა  371.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
78