Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 20:03 - 24 თებ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ჯონ ბასი საარჩევნო სისტემის რეფორმაზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 აპრ.'11 / 18:17

საარჩევნო სისტემის რეფორმაზე დისკუსიებმა შედეგი მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე უნდა გამოიღოს, რათა დაინტერესებულ მხარეებს არჩევნებისთვის მოსამზადებლად საკმარისი დრო ჰქონდეთ, განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა 20 აპრილს.

ამჟამად, ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მოლაპარაკებები შეჩერებულია. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარე აცხადებს, რომ მოლაპარაკებების განახლების სურვილი გააჩნია, ამ დიალოგის პერსპექტივები გაურკვეველი რჩება. ერთ-ერთ ბოლო მნიშვნელოვანი აქტივობა ამ კუთხით 5 აპრილს დაფიქსირდა, როდესაც რვა ოპოზიციურმა პარტიამ საარჩევნო სისტემაზე თავისი ახალი წინადადებები წარადგინა, რომელზეც მმართველ პარტიას ჯერ პასუხი არ გაუცია.    

ჯონ ბასმა 20 აპრილს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანის ჰილარი კლინტონის მიერ 15 აპრილს, ბერლინში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე გაკეთებული განცხადება, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გზით საქართველოში ძალაუფლების დემოკრატიული გადაცემის მნიშვნელობას ეხებოდა, ”ჩვენს შეხედულებას ასახავს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს დემოკრატიის უფრო ფართო განვითარებას ხალხის გაზრდილი ნდობა სჭირდება” საარჩევნო სისტემის მიმართ.

”მნიშვნელოვანია, რომ არიან ადამიანები ხელისუფლებაში და ხელისუფლების გარეთ, არის რამდენიმე აქტორი - მთავრობა, პარტიების ჯგუფი - რომლებიც მზად არიან მომავალი წლის არჩევნებისთვის ახალ წესებით იმუშაონ. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ამ დისკუსიებმა  არჩევნებამდე ბევრად ადრე გამოიღოს შედეგი, რათა ყველამ გაიგოს წესები, ყველამ გაიგოს რისთვის არის კონკურენცია პარლამენტის დაკომპლექტების თვალსაზრისით და რომ ყველას ქონდეს ეფექტური და სამართლიანი კონკურენციის შესაძლებლობა,” - განაცხადა ბასმა.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ, ჰილარი კლინტონის განცხადების კომენტირებისას თქვა, რომ ეს არის შეერთებული შტატების "ტრადიციული, ფუნდამენტური პოზიცია" იმასთან დაკავშირებით, რომ "ხელისუფლების არჩევა უნდა მოხდეს დემოკრატიული გზით, გამოხატავდეს ხალხის ნებას და უნდა იყოს მშვიდობიანი“.

ამ კონტექსტში, მისი თქმით, "აუცილებელია“ ოპოზიციასთან თანამშრომლობა, "მაგრამ ეს ყოველთვის ვერ ხერხდება ისე, იმ დოზით, რაც სასურველი იქნებოდა, რაც ასევე თავისუფალი საზოგადოების, დემოკრატიის ნაწილია, რომ ისინი [ხელისუფლება და ოპოზიცია] ვერ თანხმდებიან ზოგიერთ საკითხზე“.

ბოკერია, პოლიტიკური სპექტრის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, იმ პრეზენტაციას ესწრებოდა რომლის დროსაც ამერიკის ელჩმა აშშ-ის დახმარებით საქართველოში დაგეგმილი დემოკრატიის ხელშემწყობი პროგრამები წარმოადგინა. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აშშ ამ პროგრამებისთვის 90 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს.

“ფუნდამენტური დემოკრატიული ტრანსფორმაცია მნიშვნელოვანია საქართველოს გრძელვადიანი უსაფრთხოებისთვის,” - განაცხადა ამერიკის ელჩმა პრეზენტაციის დროს.

ბასის თქმით, მას ხშირად ეკითხებიან, თუ "ვის უჭერს მხარს ამერიკის შეერთებული შტატები“.

“ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ქვეყნის ხალხს, რათა თქვენ თვითონ განსაზღვროთ თქვენი საკუთარი მომავალი დემოკრატიული ინსტიტუტების, საარჩევნო ყუთების საშუალებით და ღია, სამართლიანი, გამჭირვალე, კონკურენტული პოლიტიკური სისტემის და კანონის უზენაესობის მეშვეობით,“– განაცხადა ბასმა.

მისი თქმით, აშშ მხარს უჭერს, რომ საქართველოს მოსახლეობას "ხელისუფლებისადმი მზარდი ნდობა ქონდეს“; მოსახლეობისთვის "ხელმისაწვდომი იყოს სანდო ინფორმაცია იმაზე, თუ რა ხდება ქვეყნაში“ და მხარს უჭერს "უფრო მეტად კონკურენტული პოლიტიკური სისტემის" შექმნას; ასევე "უფრო ძლიერი, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემას, რომელიც ეფუძნება და ხელმძღვანელობს კანონის წინაშე თანასწორუფლებიანობის პრინციპით“.

გიგა ბოკერიამ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ მიუხედავად მრავალფეროვან ქართულ საზოგადოებაში არსებული განსხვავებული პოზიციებისა, ფართო კონსენსუსი არსებობს „იმ ფუნდამენტური არჩევანის ურყეობაზე, რასაც ჰქვია საქართველოს და ქართული საზოგადოების არჩევანი გახდეს დამოუკიდებელი, თავისუფალი, დემოკრატიული, ღირსეული ქვეყანა და დაბრუნდეს იმ ოჯახში, რასაც თავისუფალი ქვეყნების ოჯახი, რასაც ევრო–ატლანტიკური სივრცე ჰქვია“.

“ამ გზაზე, რაც ჩვენ გავიარეთ, ჩვენ მრავალი დაბრკოლება შეგვხვდა და დღესაც ვხედავთ მრავალ სერიოზულ დაბრკოლებას. ნაწილი ჩვენივე შეცდომების ბრალი იყო, ნაწილი მემკვიდრეობით გვერგო, თავს მოხვეული იყო და დღესაც ცდილობენ თავს მოგვახვიონ ნაწილი ამ დაბრკოლებებისა... მაგრამ ამ დაბრკოლებების, ჩვენი შეცდომების, გამოცდილების ნაკლებობის გამო ფასდაუდებელი მნიშვნელობა აქვს იმ დახმარებას, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ჩვენი მეგობრებისგან,“– განაცხადა ბოკერიამ.

"რა თქმა უნდა, ამ გზას, რომელიც საქართველომ აირჩია და რა გზაზეც შეერთებული შტატები ჩვენ გვერდზე გვიდგას, საქართველო არასოდეს არ გადაუხვევს,“– აღნიშნა მან.  

აშშ–ის დაფინანსებული "სამართლიანი და დემოკრატიული მმართველობის“ პროგრამების პრეზენტაცია წინ უსწრებდა აშშ–საქართველოს სამუშაო ჯგუფის შეხვედრას დემოკრატიის მიმართულებით, რომელიც 27 აპრილს, თბილისში გაიმართება, როგორც იმ რეგულარული დიალოგის ნაწილი, რომელიც ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში მიმდინარეობს.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
24 თებ.'18 20:03
ცხინვალში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია განცხადებას ავრცელებს
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია „მზად არის მხარი დაუჭიროს“ მიმდინარე გამოძიებას. 
23 თებ.'18 20:31
საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე თბილისი პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს
თბილისი მკაცრად გმობს ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავებისა და გარდაცვალების ფაქტს.
23 თებ.'18 17:27
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სტუმრობს
თბილისში გამართულ შეხვედრებზე ანდერს სამუელსენმა საგარეო პოლიტიკის და ფინანსური დახმარების პროგრამის საკითხები განიხილა.
23 თებ.'18 15:05
ცხინვალში დაკავებული საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
არჩილ ტატუნაშვილი ახალგორში ცხინვალის უშიშროების სამსახურმა დააკავა.
22 თებ.'18 18:25
აშშ-ის ელჩი საქართველოში საქმიანობას ასრულებს
გამოსამშვიდობებელ სიტყვაში იან კელიმ საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
22 თებ.'18 15:40
საქართველო საერთაშორისო გამჭვირვალობის 2017 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში
საქართველოს პოზიცია რეიტინგში უმნიშვნელოდ გაუარესდა წინა წელთან შედარებით.
22 თებ.'18 12:52
საქართველო Amnesty International-ის ანგარიშში
ანგარიში საუბარია ადამიანის უფლებების მდგომარეობის კუთხით საქართველოში არსებულ ძირითად პრობლემებზე.
21 თებ.'18 19:12
პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
ახალი რეგულაციებით საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებები ფართოვდება, რასაც სხვა მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი და საპარლამენტო ოპოზიცია ეწინააღმდეგება.
21 თებ.'18 18:41
ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარე საქართველოს სტუმრობდა
ვიზიტის ფარგლებში რეფატ ჩუბაროვი ირაკლი კობახიძეს და სოზარ სუბარს შეხვდა.
21 თებ.'18 18:15
მარგველაშვილი ახალგაზრდობას დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავის აღნიშვნაში ჩართვისკენ მოუწოდებს
საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეს 2018 წლის 26 მაისს აღნიშნავს.  

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
77