Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 20:03 - 24 თებ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
რვა ოპოზიციურმა პარტიამ საარჩევნო სისტემაზე ახალი წინადადებები წარმოადგინა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 აპრ.'11 / 18:22

რვა ოპოზიციურმა პარტიამ 5 აპრილს საარჩევნო სისტემაზე ახალი შეთავაზებები წარმოადგინა და განაცხადა, რომ ამომრჩეველთა სიების ბიომეტრიული მონაცემების საფუძველზე ფორმირების საკითხთან ერთად, ამ თემის პრიორიტეტულ განხილვას მოითხოვს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების პროცესში, რომელიც ამჟამად შეჩერებულია.

“ოპოზიციური რვიანის“ ახალი წინადადებები საარჩევნო სისტემის ორ ალტერნატიულ მოდელს მოიცავს, რომლებიც, თავდაპირველი შემოთავაზებისაგან განსხვავებით, ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების შენარჩუნების პრინციპს ეფუძნება, როგორც ამას მმართველი პარტია მოითხოვს.

პირველი მოდელის თანახმად, არსებული 150-წევრიანი პარლამენტის ნახევარი ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში აირჩევა, როგორც ეს ახლა არის. მაგრამ იმისთვის რომ კანდიდატი გამარჯვებულად გამოცხადდეს, მას ამჟამად საჭირო 30%-ის მაგივრად, ხმათა 50%-ზე მეტის მიღება დასჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში საუკეთესო შედეგის მქონე ორ კანდიდატს შორის მეორე ტური გაიმართება. ამასთან, მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენის უფლება, ოპოზიციის წინადადების შესაბამისად, უნდა ჰქონდეს მხოლოდ პარტიას და არა საინიციატივო ჯგუფს, რასაც მმართველი პარტია ეუთოს რეკომენდაციებზე დაყრდნობით უჭერს მხარს.

ამავე მოდელის თანახმად, პარლამენტის მეორე ნახევარი პროპორციული, პარტიული სიით დაკომპლექტდება. მაგრამ აქ შემოდის ერთი პირობა, რომელიც მოწოდებულია არ დაუშვას ისეთი სიტუაცია, რომ პარტიამ პარლამენტში, იმის ხარჯზე რომ მოიგოს მაჟორიტარული ოლქების უმრავლესობა, იმაზე მეტი ადგილი აიღოს, ვიდრე ეს მის მიერ პროპორციულ არჩევნებში მიღებულ ხმებს შეესაბამება. ამ პრინციპის მიხედვით, პროპორციულ არჩევნებზე მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი განსაზღვრავს ამა თუ იმ პარტიის მანდატების – როგორც მაჟორიტარულის, ისე პარტიულის –  ერთობლივ რაოდენობას პარლამენტში.

მაგალითად, დღეს მოქმედ პარლამენტში მმართველ პარტიას 119 ადგილი აქვს - 71 მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვების შედეგად მოპოვებული და 48 ადგილი პროპორციულ არჩევნებში მიღებული 59.18% –იანი მხარდაჭერის საფუძველზე. 119 ადგილი პარლამენტის მთლიანი შემადგენლობის 79.3%-ია, ანუ დაახლოებით 20%-ით იმაზე მეტი, ვიდრე მმართველმა პარტიამ პროპორციულ არჩევნებში მიიღო.

ოპოზიცია თვლის, რომ არსებული სისტემა არ უზრუნველყოფს პარლამენტში ადგილების სამართლიან გადანაწილებას. შესაბამისად, მათი წინადადება ითვალისწინებს, რომ თუ 2008 წლის არჩევნების მსგავსი შედეგი დადგება და რომელიმე პარტია იმაზე მეტ ადგილს მოიპოვებს მაჟორიტარების ხარჯზე პარლამენტში, ვიდრე ის იმსახურებს პროპორციული არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, ამ პარტიას უნდა ჩამოაკლდეს ის მანდატები, რომელიც მან პროპორციული არჩევნების გზით მოიპოვა.

ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული მოდელის პირობებში, 2008 წელს მმართველი პარტია 150–წევრიან პარლამენტში ადგილების 79.3%–ის ნაცვლად, 59.18%–ს, ანუ დაახლოებით 89 ადგილს მიიღებდა.

საარჩევნო სისტემაზე ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი მეორე ვარიანტის მიხედვით, პარლამენტის 2/3 – პროპორციული სისტემით; ხოლო 1/3 - ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში 50%-იანი ბარიერით აირჩევა. ეს ნიშნავს, რომ 100 წევრი პარტიული სიით, ხოლო 50 მაჟორიტარული წესით უნდა იქნას არჩეული, დღეს მოქმედი 75/75–ზე თანაფარდობის ნაცვლად.  ეს ვარიანტი, არსებული 75 მაჟორიტარული ოლქის საზღვრების გადახედვის საჭიროებას აყენებს დღის წესრიგში.

რვა ოპოზიციური პარტიის განცხადებით, ორივე ეს მოდელი საარჩევნო სუბიექტების მიერ მთელ საქართველოში მიღებული ხმებისა და პარლამენტში მიღებული მანდატების პროპორციულობის პრინციპის დაცვას უზრუნველყოფს.

მეორე პრინციპი, რასაც „ოპოზიციური რვიანი“ მოლაპარაკებების პრიორიტეტულ მიმართულებად გამოყოფს, არის „ერთი ამომრჩეველი – ერთი ხმა“ ანუ ამომრჩეველთა სიების ბიომეტრიული პირადობის მოწმობების საფუძველზე ფორმირება მთელი საქართველოს მასშტაბით და არა მხოლოდ თბილისში, რაც მმართველი პარტიის პოზიციაა.

რვა ოპოზიციური პარტიის განცხადებით, ამ საკითხებზე შეთანხმების მიღწევის შემდეგ, ისინი მზად არიან გაგრძელდეს ყველა იმ დანარჩენი საკითხის განხილვა, რომელიც მოლაპარაკებების პროცესში იქნა მხარეების მიერ დაყენებული.

საარჩევნო რეფორმაზე დადგენილი ფორმატით მოლაპარაკებების აღდგენამდე, რისი ჩაშლაც, "რვიანის“ განცხადებით, ხელისუფლებას სურს, ისინი მზად არიან ინდივიდუალური კონსულტაციები გამართონ პროცესის ყველა მონაწილესთან. 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
24 თებ.'18 20:03
ცხინვალში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია განცხადებას ავრცელებს
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია „მზად არის მხარი დაუჭიროს“ მიმდინარე გამოძიებას. 
23 თებ.'18 20:31
საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე თბილისი პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს
თბილისი მკაცრად გმობს ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავებისა და გარდაცვალების ფაქტს.
23 თებ.'18 17:27
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სტუმრობს
თბილისში გამართულ შეხვედრებზე ანდერს სამუელსენმა საგარეო პოლიტიკის და ფინანსური დახმარების პროგრამის საკითხები განიხილა.
23 თებ.'18 15:05
ცხინვალში დაკავებული საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
არჩილ ტატუნაშვილი ახალგორში ცხინვალის უშიშროების სამსახურმა დააკავა.
22 თებ.'18 18:25
აშშ-ის ელჩი საქართველოში საქმიანობას ასრულებს
გამოსამშვიდობებელ სიტყვაში იან კელიმ საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
22 თებ.'18 15:40
საქართველო საერთაშორისო გამჭვირვალობის 2017 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში
საქართველოს პოზიცია რეიტინგში უმნიშვნელოდ გაუარესდა წინა წელთან შედარებით.
22 თებ.'18 12:52
საქართველო Amnesty International-ის ანგარიშში
ანგარიში საუბარია ადამიანის უფლებების მდგომარეობის კუთხით საქართველოში არსებულ ძირითად პრობლემებზე.
21 თებ.'18 19:12
პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
ახალი რეგულაციებით საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებები ფართოვდება, რასაც სხვა მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი და საპარლამენტო ოპოზიცია ეწინააღმდეგება.
21 თებ.'18 18:41
ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარე საქართველოს სტუმრობდა
ვიზიტის ფარგლებში რეფატ ჩუბაროვი ირაკლი კობახიძეს და სოზარ სუბარს შეხვდა.
21 თებ.'18 18:15
მარგველაშვილი ახალგაზრდობას დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავის აღნიშვნაში ჩართვისკენ მოუწოდებს
საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეს 2018 წლის 26 მაისს აღნიშნავს.  

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
75