Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:51 - 12 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ოპოზიცია "საარჩევნო მოლაპარაკებების გადასარჩენად“ ახალ წინადადებებს წარადგენს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 აპრ.'11 / 12:26

რვა ოპოზიციური პარტია 5 აპრილს მაჟორიტარი დეპუტატების არჩევის წესზე ახალ წინადადებებს წარადგენს, რითიც შეეცდება მმართველ პარტიასთან საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებების ჩიხიდან გამოსვლას დაეხმაროს, განაცხადა ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ.

მაჟორიტარი დეპუტატების საკითხი მმართველ პარტიასა და "ოპოზიციურ რვიანს" შორის უთანხმოების ერთ–ერთი სერიოზული წყარო გახდა მოლაპარაკებებში, რომელიც ამჟამად შეჩერებულია.

4 აპრილს ტელეკომპანია "მაესტროსთან“ საუბრისას ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს შეცდომაში შეჰყავს ამომრჩევლები, როდესაც აცხადებს, რომ ოპოზიციის სურვილია, რომ რაიონებს წარმომადგენლები აღარ ყავდეს პარლამენტში, როდესაც მაჟორიტარი დეპუტატების არჩევის არსებული წესის შეცვლას ითხოვს.

"ამრიგად, თუ ავიღებ ხმების 40%–ს, 40% უნდა მქონდეს წარმომადგენლობა პარლამენტში,“ – განაცხადა ალასანიამ.

მისი თქმით, მაჟორიტარი დეპუტატების არჩევის არსებული სისტემა ამ პრინციპს არ უზრუნველყოფს და ამის გამო, ოპოზიცია პროპორციული–რეგიონული სისტემის ინიციატივით გამოდის, სადაც მრავალმანდატიანი ოლქები შეცვლის არსებული ერთმანდატიან ოლქებს; მანდატების რაოდენობა თითოეულ ოლქში მის ზომაზე იქნება დამოკიდებული. თითოეულ მრავალმანდატიან ოლქში ადგილები პროპორციულად გადანაწილდება იმ პარტიებს შორის, რომლებიც 5%–იან ბარიერს გადალახავენ იმ კონკრეტულ ოლქში.

მმართველი პარტია ამ წინადადების წინააღმდეგია და აცხადებს, რომ არსებული სისტემა საუკეთესო გზაა, რათა თითოეულ ოლქს თავისი წარმომადგენელი ჰყავდეს საკანონმდებლო ორგანოში.

არსებული წესის თანახმად, სადაც „მოგებულს ყველაფერი რჩება“, მმართველი პარტიის კანდიდატებმა 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს 75 ერთმანდატიანი ოლქიდან 71 ოლქში გაიმარჯვეს. გარდა ამისა, მმართველი პარტიის 48 კანდიდატმა პროპორციული სისტემით გაიმარჯვა მას შემდეგ, რაც ხმების 59.18% მიიღო და საერთო ჯამში 119 ადგილი მოიპოვა პარლამენტში, რაც 150–წევრიან საკანონმდებლო ორგანოში არსებული ადგილების 79.3%–ს შეადგენს.

ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ რვა ოპოზიციური პარტიის წინადადება რეგიონალურ–პროპორციულ სისტემაზე კვლავ ძალაში რჩება, თუმცა იმისათვის, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს, ოპოზიცია დამატებით წინადადებებს გეგმავს.

"მე დეტალებში არ შევალ, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი, რომ საუბარი იქნება შეთავაზებაზე, ალბათ ორი ვარიანტი გვექნება, რომელიც სწორედ ისახავს მიზნად მაჟორიტარული სისტემის და პროპორციული სისტემის ისეთ სინთეზს, რომელიც ამ სამართლიანობას დაიცავს; ანუ მაჟორიტარი სისტემაც და პროპორციული სისტემაც უნდა ასახავდეს მიღებული ხმების პროცენტებს პარლამენტში,“ – განაცხადა ალასანიამ.

მისი თქმით, ახალი წინადადების წამოყენებით, ოპოზიცია კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს მოლაპარაკებებისკენ და მმართველმა პარტიამ არ უნდა "ჩაკეტოს პოლიტიკური დიალოგის სივრცე“, ვინაიდან ამ შემთხვევაში პროცესი "რადიკალიზაციისკენ წავა და ქვეყანა ისევ დაბრუნდება 90–იან წლებში“.

მისი თქმით, არსებობენ ძალები, ოპოზიციურ ფრონტზეც, რომლებიც არ მონაწილეობენ მოლაპარაკებებში და რომელთაც სურთ, რომ საარჩევნო მოლაპარაკებები ჩაიშალოს.

ამავე დროს, ალასანიამ არ გამორიცხა "ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების“ შესაძლებლობა სამართლიანი საარჩევნო გარემოს მოთხოვნით, თუ ხელისუფლება უარს იტყვის კომპრომისზე.

მან ასევე აღნიშნა, რომ მმართველ პარტიაში არსებობენ ადამიანები, რომელთაც ესმით, რომ კომპრომისი აუცილებელია. მისი თქმით, პრეზიდენტ სააკაშვილს არ სურს კომპრომისზე წასვლა, რადგანაც მას „მაჟორიტარების დაგულებული რაოდენობა სჭირდება იმისათვის, რომ გაინაღდოს პრემიერობა“ მას შემდეგ, რაც 2013 წლის ბოლოს ახალი კონსტიტუცია შევა ძალაში მისი მეორე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
12 დეკ.'17 18:51
დეპუტატები ქალთა სავალდებულო კვოტირების ინიციატივას მხარს უჭერენ
დეპუტატ ეკა ბესელიას თქმით, საკანონმდებლო ინიციატივის მიღება 2018 წლის ადრეულ გაზაფხულზე იგეგმება. 
12 დეკ.'17 16:29
ჟენევასა და ბერლინში საქართველოს დიპლომატიურ მისიებს ახალი ელჩები უხელმძღვანელებენ
ვიქტორ დოლიძე და ელგუჯა ხოკრიშვილი უფლებამოსილების განხორციელებას 2018 წლის იანვრიდან შეუდგებიან.
12 დეკ.'17 02:01
კიევის სასამართლომ სააკაშვილი გაათავისუფლა
სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა სააკაშვილისთვის ორთვიანი შინაპატიმრობის შეფარდების თაობაზე.
11 დეკ.'17 17:42
კობახიძე: პრეზიდენტის არჩევა 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგიის მიერ ‘ძალაში რჩება’
მისი თქმით, სისტემას ხარვეზები გააჩნია, თუმცა მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ „პოლიტიკური კომპრომისის“ სახით ის ძალაში დატოვოს. 
11 დეკ.'17 17:27
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით თბილისში აქცია გაიმართა
აქციის მონაწილეებმა ნარკოპოლიტიკის საკითხზე პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიღება მოითხოვეს.
11 დეკ.'17 13:12
საქსტატი: 2017 წლის მესამე კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 594 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი ოდენობა საქართველომ 2017 წლის მესამე კვარტალში აზერბაიჯანიდან მოიზიდა.
09 დეკ.'17 18:26
ეუთოში საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფი რუსული ოკუპაციის ფონზე მხარდაჭერას უსვამს ხაზს
სხვა საკითხებთან ერთად ჯგუფი ეთნიკური დისკრიმინაციის, რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერების საკითხებზე საუბრობს.
09 დეკ.'17 14:34
უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ სააკაშვილი დააკავა
ექს-პრეზიდენტმა შიმშილობა დაიწყო და შესაძლოა შინაპატიმრობა შეეფარდოს.
08 დეკ.'17 17:21
ჯანელიძე ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომაში მონაწილეობს
საგარეო საქმეთა მინისტრმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ დარღვევებზე ისაუბრა და მოუწოდა, რომ შეიქმნას ევროპა გავლენის სფეროების გარეშე.
08 დეკ.'17 11:45
საგარეო საქმეთა სამინისტრო იერუსალიმთან დაკავშირებულ მოვლენებს ეხმაურება
სამინისტროს განცხადება მოჰყვა მმართველი პარტიის დეპუტატის ინიციატივას იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების თაობაზე.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
33