Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:50 - 15 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას იცავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 აპრ.'11 / 18:40

“რამდენიმე რადიკალურ პარტიას“ სურს, რომ რაიონებს არ ჰყავდეთ თავიანთი წარმომადგენლები პარლამენტში და თავად გადაწყვიტონ, ვინ აირჩევს პრემიერ–მინისტრს და მინისტრებს "ბევრად უფრო მეტი გავლენის მქონე“ მომდევნო პარლამენტში, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2 აპრილს.

მან საჩხერის რაიონის სოფელ არგვეთში, პოეტ მუხრან მაჭავარიანი სახლის ეზოში მოსახლეობასთან სატელევიზიო შეხვედრის დროს სხვა საკითხებთან ერთად საარჩევნო სისტემაზეც ისაუბრა და დაიცვა მმართველი პარტიის პოზიცია არსებული მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნების თაობაზე.

"საქმე არის ძალიან კონკრეტული – მე ვიყავი მაჟორიტარი დეპუტატი თბილისის ცენტრალური რაიონიდან. მე ზუსტად ვიცოდი, რომ ანგარიშვალდებული ვიყავი არა ჩემი პარტიული ლიდერების წინაშე, არა ვიღაც ჩემი მეგობრების წინაშე. ამ ხალხმა ამირჩია.. და ეს ხალხი გამაგდებდა შემდეგ არჩევნებზე, თუ მათ დავალებას არ შევასრულებდი,“– განაცხადა მან.

“ახლა არის დებატები იმის თაობაზე, როგორი უნდა იყოს საარჩევნო სისტემა საქართველოში. შემდეგი წლის არჩევნებისთვის მიდის მომზადება. და ერთ-ერთი მოთხოვნა რამდენიმე რადიკალური პარტიის არის, რომ რაიონებს არ უნდა ჰყავდეთ თავის წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. პარტიებმა უნდა გადაწყვიტონ თბილისში, ვინ უნდა იყოს მათი წარმომადგენელი პარლამენტში“.

მან იქვე ხაზი გაუსვა, რომ შემდეგი პარლამენტი დააკომპლექტებს საქართველოს მთავრობას და "ე.ი. ბევრად უფრო მეტი გავლენა ექნება“.

"თუ თქვენ აღარ გკითხავენ [მაჟორიტარების არჩევას], მაშინ პრემიერ–მინისტრს და მინისტრებს შეარჩევს ერთი და იგივე 30–40 კაცი, რომელიც მაქსიმუმ რუსთაველზეა ნამყოფი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში,“– მიმართა მან მოსახლეობას. 

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჯერ კიდევ ნოემბერში, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო რეფორმაზე მოლაპარაკებების დაწყებამდე განაცხადა, რომ ის მაჟორიტარი დეპუტატების არჩევის მოქმედი სისტემის შეცვლის კატეგორიული წინააღმდეგია.

ამ თემაზე შეუთანხმებლობა, პროცესის დაწყებიდან ხუთი თვის თავზე მხარეებს შორის მოლაპარაკებების შეფერხების ერთ–ერთ მთავარ მიზეზად დასახელდა. მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ ის არ აპირებს მოქმედ მაჟორიტარულ სისტემაზე უარი თქვას და დაეთანხმოს რვა ოპოზიციური პარტიის ერთობლივ წინადადებას, რომ 150 წევრიანი პარლამენტის 75 წევრი კვლავაც პროპორციული სისტემით აირჩეს, ხოლო დანარჩენი 75 დეპუტატი რეგიონულ–პროპორციული წესით, ნაცვლად არსებული ერთმანდატიანი მაჟორიტარული სისტემისა. მმართველი პარტია მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობის გაზრდის ინიციატივითაც გამოვიდა, თუმცა ოპოზიციისთვის ეს მიუღებელი აღმოჩნდა.

1 აპრილს გამართული შიდა კონსულტაციების შემდეგ, "ოპოზიციური რვიანის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ორშაბათს ისინი იმგვარ დამატებით წინადადებებს წარმოადგენენ, რაც საშუალებას არ მისცემს ხელისუფლებას მოლაპარაკების მაგიდიდან გავიდეს და პროცესი ჩიხურ მდგომარეობაში დატოვოს.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2 აპრილს ასევე განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიები "სუსტები არიან“, რადგან "საერთოდ არ აინტერესებთ" მოსახლეობის აზრი და "თუ ხალხის აზრი არ გაინტერესებს, ხალხის მხარდაჭერას ვერ მიიღებ“.

“ვარდების რევოლუციის მთავარი არსი იყო, რომ ჩვენ პოლიტიკა დავუბრუნეთ ხალხს – ყოველთვის ყველაფერი იდეალურად არ გაკეთდა, მაგრამ ჩვენ ერთი რამე ვიცით, ჩვენი ხელისუფლების წყარო არის ხალხი, ხალხმა აგვიყვანა ხელში, მიგვიყვანა, დაგვსვა იქ და ხალხს შეუძლია აქედან გაგვყაროს და ხალხის აზრი არის გადამწყვეტი,“– განაცხადა სააკაშვილმა. 

მან ასევე ხაზი გაუსვა პოლიტიკაში "ახალი სახეების“ მოყვანის მნიშვნელობას.

"მთავრობაში სულ ახალი ხალხი მოგვყავს, პარლამენტშიც უნდა მოვიყვანოთ ახალი ხალხი,"– განაცხადა სააკაშვილმა, "დემოკრატია მუშაობს ასე და დემოკრატია არ არის ერთი და იგივე 100 ადამიანის მმართველობა".

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
15 დეკ.'17 18:50
ახალ კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობები დაზუსტდება
შესაბამისი შესწორება პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას დაამტკიცა.
15 დეკ.'17 18:06
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.5597, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.0256-ია.    
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.
14 დეკ.'17 13:41
პარლამენტმა ახალ კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
კანონპროექტის საბოლოო მოსმენით მიღება საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.
14 დეკ.'17 10:45
2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელიც 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი.
13 დეკ.'17 18:37
რუსეთი სოხუმთან მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებებს მოაწერს ხელს
მოსკოვი ორ შეთანხმებას ამზადებს ორმაგი მოქალაქეობის და მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ.
13 დეკ.'17 16:06
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.25%-მდე გაზარდა
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 2018 წლის 31 იანვარს გაიმართება.
13 დეკ.'17 12:18
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2017 წლის იანვარ-ნოემბერში
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4.68 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
33