Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 09:34 - 12 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ბიუჯეტში მორიგი ცვლილებები იგეგმება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 მარ.'11 / 15:47

2011 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც მთავრობამ უკვე წარუდგინა პარლამენტს განსახილველად, ძირითადად, უკავშირდება ევროობლიგაციების რეფინანსირების, სხვა ხარჯებთან ერთად პენსიების ზრდის გეგმებს და მაკროეკონომიკური მაჩვენებლების კორექციას.

პროექტის თანახმად, საბიუჯეტო შემოსავლები 348.8 მლნ ლარით იზრდება არსებული 5.955 მლრდ ლარიდან და 6.304 მლრდ ლარს აღწევს. ამასთან, საგადასახადო შემოსავლები 350 მლნ ლარით იზრდება, ხოლო გრანტები არსებული 355.8 მლნ ლარიდან მცირედით იკლებს და მისი საპროგნოზო მოცულობა 354.6 მლნ ლარი ხდება.

პროექტის თანახმად, საბიუჯეტო ხარჯები 230 მლნ ლარით გაიზრდება და 5.958 მლრდ ლარს შეადგენს.

მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ცვლილება

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, აღნიშნულ საბიუჯეტო ცვლილებებს საფუძვლად დაედო მიმდინარე წელს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურად ზრდა, რაც თავდაპირველად დაგეგმილი 4.5%–ის ნაცვლად,  5.5%–იანი ზრდით განისაზღვრება. გასული წელს ეკონომიკის ზრდამ 6.4 %  შეადგინა.

ამას გარდა, სამომხმარებლო ფასების ინდექსი თავდაპირველად დაგეგმილი 7%–დან იზრდება და ეს მაჩვენებელი 8%–ს აღწევს. თებერვლის უკანასკნელი ოფიციალური მონაცემით, წლიური ინფლაციის დონემ 13.7% შეადგინა. თუმცა მთავრობა იმედოვნებს, რომ ბოლოო თვეების განმავლობაში დაფიქსირებული ინფლაციის ზრდადი ტენდენცია წლის მეორე ნახევარში კლებას დაიწყებს და მისი მაჩვენებელი კვლავ ერთნიშნა ნიშნულს მიუახლოვდება.

ამას გარდა, ბიუჯეტის პროექტის თანახმად, დეფიციტი მშპ-ს 4,3%-იდან, რაც თავდაპირველად იყო დაგეგმილი,  3,7%-მდე შემცირდება. 2010 წელს საბიუჯეტო დეფიციტმა 6.5%, ხოლო 2009–ში 9.2% შეადგინა. მთავრობის მიზანია, რომ 2013 წლისთვის ბიუჯეტის დეფიციტი 3%–მდე დაიყვანოს.

ვალდებულებების ზრდა

ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის საშინაო და საგარეო ვალი, დაახლოებით, 1 მლრდ ლარით გაიზრდება და წელს, ჯამში, 1.869 მლრდ ლარს მიაღწევს.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მთავრობა წელსვე გეგმავს 900 მლნ ლარის (დაახლოებით, 527 მლნ აშშ დოლარის) ღირებულების საგარეო ფასიანი ქაღალდების ემისიას, რათა ეტაპობრივად მოხდეს 2008 წლის აპრილში გამოშვებული იმ 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევროობლიგაციების რეფინანსირება, რომელთა გადახდაც ბიუჯეტს 2013 წლისთვის უწევდა.  

ახალი საგარეო ფასიანი ქაღალდების გამოშვებიდან გამომდინარე საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისთვის თავდაპირველად გათვალისწინებული 332.7 მლნ ლარი 25.1 მლნ ლარით იზრდება და 357.8 მლრ ლარს აღწევს, ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად.

პროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, ახალი ევროობლიგაციების განთავსებით მიღებული დამატებითი შემოსავლები არ იქნება გამოყენებული ბიუჯეტში გაწერილი ხარჯების დასაფინანსებლად.

საბიუჯეტო ცვლილებები ასევე ითვალისწინებს საგარეო ვალის დამატებით 15.2 მლნ ლარით ზრდას, მათ შორის მსოფლიო ბანკის 8 მლნ ლარის ოდენობით კრედიტისა და აზიის განვითარების ბანკის 7 მლნ ლარის კრედიტის ხარჯზე, რომლებიც ინფრასტრუქტურულ პროექტების განხორციელებას მოხმარდება. 

საგარეო ვალდებულებების ზრდის პარალელურად, საბიუჯეტო ცვლილებები ითვალისწინებს,  საშინაო ვალის ზრდასაც 100 მლნ ლარის მოცულობის სახაზინო ვალდებულებების გამოშვების გზით.

ხარჯების ზრდა

საბიუჯეტო ცვლილებებით დაგეგმილი შემოსავლებიდან ყველაზე მეტ თანხას  – 86 მლნ ლარს – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მიიღებს. აქედან, 55.2 მლნ ლარი ასაკით პენსიონერებისთვის მინიმალური პენსიის 100 ლარამდე გაზრდას მოხმარდება, რასაც მთავრობა 1 სექტემბრიდან გეგმავს.

საერთო ჯამში, დამატებით 63 მლნ ლარი გამოიყოფა მიმდინარე და ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, ხოლო დამატებით 9 მლნ ლარს მიიღებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომელიც ხელისუფლების განცხადებით, ერთ–ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

საბიუჯეტო ცვლილებათა პროექტის მიხედვით, ყველა სამინისტროს დაფინანსება იზრდება, გარდა საგარეო საქმეთა; თავდაცვის; შინაგან საქმეთა; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა; საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა; ენერგეტიკისა; და გარემოს დაცვის უწყებებისა.

გაზრდილი ხარჯები შემდეგ სამინისტროებზე გადანაწილდება:

  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – 1.692 მლრდ ლარი (მიმდინარე დაფინანსება 1.606 მლრდ ლარი);
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო –  106.3 მლნ ლარი  (მიმდინარე – 75,4 მლნ ლარი);
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 879.1 მლნ ლარი (მიმდინარე  – 864 მლნ ლარი);
  • სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 78.1 მლნ ლარი (მიმდინარე 69.1 მლნ ლარი);
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – 555 მლნ ლარი (მიმდინარე – 550.8 მლნ ლარი);
  • იუსტიციის სამინისტრო – 70.7 მლნ ლარი (მიმდინარე – 68.7 ლარი);
  • ფინანსთა სამინისტრო – 204.7 მლნ ლარი (მიმდინარე – 202.3 მლნ ლარი);
  • კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო – 54.8 მლნ ლარი (მიმდინარე – 53 მლნ ლარი);
  • სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო – 106.5 მლნ ლარი  (მიმდინარე – 105.5 მლნ ლარი);
  • ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი  -1.471 მლნ ლარი  (მიმდინარე – 1.301 მლნ ლარი);
  • რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 1.250 მლნ ლარი (მიმდინარე – 1 მლნ ლარი);
  • დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი –  788 ათასი ლარი (მიმდინარე – 623 ათასი ლარი).

ამასთან, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსება არსებული 118 მლნ ლარიდან 166 მლნ ლარამდე იზრდება; ასევე 53.5 მლნ ლარამდე გაეზრდება დაფინანსება სახელმწიფო დაცვის სპეციალურს სამსახურს არსებული 47.5 მლნ ლარიდან.

მთავრობამ აღნიშნული საბიუჯეტო ცვლილებები საკანონმდებლო  ორგანოში 28 მარტს წარადგინა განსახილველად მას შემდეგ, რაც ექვსი დღით ადრე პარლამენტმა კენჭი უყარა წელს განხორციელებულ პირველ ცვლილებებს ბიუჯეტის კანონში, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციას უკავშირდებოდა.

 

უახლესი ამბები
12 დეკ.'17 02:01
კიევის სასამართლომ სააკაშვილი გაათავისუფლა
სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა სააკაშვილისთვის ორთვიანი შინაპატიმრობის შეფარდების თაობაზე.
11 დეკ.'17 17:42
კობახიძე: პრეზიდენტის არჩევა 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგიის მიერ ‘ძალაში რჩება’
მისი თქმით, სისტემას ხარვეზები გააჩნია, თუმცა მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ „პოლიტიკური კომპრომისის“ სახით ის ძალაში დატოვოს. 
11 დეკ.'17 17:27
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით თბილისში აქცია გაიმართა
აქციის მონაწილეებმა ნარკოპოლიტიკის საკითხზე პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიღება მოითხოვეს.
11 დეკ.'17 13:12
საქსტატი: 2017 წლის მესამე კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 594 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი ოდენობა საქართველომ 2017 წლის მესამე კვარტალში აზერბაიჯანიდან მოიზიდა.
09 დეკ.'17 18:26
ეუთოში საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფი რუსული ოკუპაციის ფონზე მხარდაჭერას უსვამს ხაზს
სხვა საკითხებთან ერთად ჯგუფი ეთნიკური დისკრიმინაციის, რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერების საკითხებზე საუბრობს.
09 დეკ.'17 14:34
უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ სააკაშვილი დააკავა
ექს-პრეზიდენტმა შიმშილობა დაიწყო და შესაძლოა შინაპატიმრობა შეეფარდოს.
08 დეკ.'17 17:21
ჯანელიძე ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომაში მონაწილეობს
საგარეო საქმეთა მინისტრმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ დარღვევებზე ისაუბრა და მოუწოდა, რომ შეიქმნას ევროპა გავლენის სფეროების გარეშე.
08 დეკ.'17 11:45
საგარეო საქმეთა სამინისტრო იერუსალიმთან დაკავშირებულ მოვლენებს ეხმაურება
სამინისტროს განცხადება მოჰყვა მმართველი პარტიის დეპუტატის ინიციატივას იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების თაობაზე.
07 დეკ.'17 19:32
პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციას მხარი დაუჭირა
ცვლილებების ფარგლებში, რამდენიმე სამინისტრო შერწყმა და რეორგანიზაცია მოხდება.
07 დეკ.'17 17:02
კვირიკაშვილი იერუსალიმის შესახებ ღია წერილის გამო დეპუტატს საყვედურობს
პრემიერ-მინისტრმა უარყო დეპუტატის მოწოდება, რომ საქართველომ იერუსალიმთან დაკავშირებით პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება გაიზიაროს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
45