Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:26 - 18 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ქრისტიან–დემოკრატების ლიდერი საარჩევნო რეფორმის ჩაშლის შედეგებზე აფრთხილებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 მარ.'11 / 17:19

საარჩევნო სისტემის რეფორმაზე შეუთანხმებლობამ შესაძლოა გზა გაუკვალოს "ყველაზე რადიკალურ ოპოზიციას“, რათა განახორციელოს შიდა ძალადობის რისკის შემცველი რევოლუციის გაცხადებული მიზანი, რის სათავისოდ გამოყენებასაც შემდეგ რუსეთი შეეცდება, განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის და ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ.

24 მარტს, თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ– როსის სემინარზე თავის ინგლისურენოვან გამოსვლაში თარგამაძემ განაცხადა, რომ ყველაზე უარესი სცენარის განვითარება სავსებით "რეალისტურია“.

გულისხმობდა რა სავარაუდოდ ნინო ბურჯანაძის დემოკრატიულ მოძრაობას – ერთიანი საქართველოსთვის და ქართულ პარტიას, თარგამაძემ აღნიშნა, რომ "ორი ყველაზე რადიკალური პოლიტიკური პარტია“ საქართველოში "ინტენსიურად საუბრობს გარდაუვალ რევოლუციურ ცვლილებებზე“. მისი თქმით, ამგვარი განვითარება 2007 წლის ნოემბრის ანალოგიურ ძალადობას გამოიწვევს, რასაც "საქართველოს მთავრობის სრული დე–ლეგიტიმაცია მოყვება“.

"და სწორედ აქ ვხედავთ ჩვენ პროცესში რუსეთის სამხედრო ჩართვის საფრთხეს,“ – განაცხადა თარგამაძემ და იქვე დასძინა, რომ რუსეთმა, შესაძლოა, უკანონო ხელისუფლების ჩამოშორებაში ქართველი ხალხის დახმარების საბაბით სამხედრო ინტერვენცია განახორციელოს.

"არ მინდა სიტუაციის ზედმეტი დრამატიზირება მოვახდინო, მაგრამ ამგვარი სცენარის განვითარება საკმაოდ რეალისტურია,“ – განაცხადა მან.

"ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს. საქართველოს ხელისუფლებამ ადეკვატური დამოკიდებულება უნდა შეინარჩუნოს მიმდინარე პროცესის მიმართ, რომლის მიზანიცაა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და რომელშიც რვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიაა ჩართული,“ – განაცხადა მან.

მისი თქმით, "სავსებით სავარაუდოა“, რომ 2012 წლის სამართლიანი და თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების შედეგად შეიქმნება ახალი მთავრობა, სადაც იქნება "სხვადასხვა პოლიტიკური ძალების ნაზავი“ და "ამჟამინდელი მმართველი პარტიაც შესაძლოა გახდეს ამ კოალიციის ნაწილი“.

"ჩვენ არავის მიმართ პირადი ფობიები არ გაგვაჩნია და მზად ვართ ყველასთან ვითანამშრომლოთ ნებისმიერი ტიპის ან კონფიგურაციის კოალიციის ფარგლებში ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესების დასაცავად, თუ ეს იქნება ჩვენი ერის ნება, რომელიც თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში გამოვლინდება,“ – განაცხადა ქრისტიან–დემოკრატების ლიდერმა.

უახლესი ამბები
18 დეკ.'17 18:26
საქართველომ და ბელარუსმა საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური მინსკს სტუმრობს.
18 დეკ.'17 17:54
სირიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი მარგოშვილი ჰამას პროვინციაში ასადის ძალების წინააღმდეგ ბრძოლის დროს დაიღუპა. 
18 დეკ.'17 16:13
პარლამენტში ქართული ოცნების კიდევ ორი ფრაქცია შეიქმნება
მმართველი პარტიის წევრები უარყოფენ მედიის ინფორმაციას, რომ ეს ცვლილება შიდა უთანხმოებას უკავშირდება.
18 დეკ.'17 12:37
2018 წლის აპრილში პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება
არჩევნები ჩატარდება ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში, რომლის დეპუტატმაც პარლამენტიდან სუს-ში გადაინაცვლა.
17 დეკ.'17 17:14
ევროპარლამენტის ცხრა წევრი მერაბიშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს, პატივი სცეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას.   
15 დეკ.'17 18:50
ახალ კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობები დაზუსტდება
შესაბამისი შესწორება პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას დაამტკიცა.
15 დეკ.'17 18:06
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.5597, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.0256-ია.    
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
81