Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 19:12 - 21 თებ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მხარეები საარჩევნო მოლაპარაკებების "შეფერხებაში“ ერთმანეთს ადანაშაულებენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 მარ.'11 / 13:18

საარჩევნო რეფორმაზე მოლაპარაკებები "მნიშვნელოვნად შეფერხდა“, ვინაიდან ხელისუფლებამ უარი თქვა ოპოზიციური რვიანის "რაციონალურ და დასაბუთებულ“ წინადადებებზე, განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა 24 მარტს.

დეპუტატმა მმართველი პარტიიდან პავლე კუბლაშვილმა განაცხადა მანამდე, რომ სწორედ ოპოზიციას და მის მიერ ერთობლივ განცხადებაში გამოყენებულ "ულტიმატუმების ენას“ მიყავს მოლაპარაკებების პროცესი ჩაშლისკენ. მან ასევე განაცხადა, რომ მმართველი პარტია მზად არის განაგრძოს მოლაპარაკებები, თუმცა ულტიმატუმები "მიუღებელია“.

24 მარტს ტელეკომპანია "მაესტროსთან“ ინტერვიუში უსუფაშვილმა განაცხადა, რომ რვა ოპოზიციური პარტია, რომელიც მმართველ პარტიასთან საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მოლაპარაკებებს ერთიანი პოზიციიდან აწარმოებს, არ აპირებს ამ პროცესიდან გამოსვლას.

მან ასევე განაცხადა, რომ ისინი მაშინვე დაუბრუნდებიან მოლაპარაკებების მაგიდას, როგორც კი მმართველი პარტია მოქნილ წინადადებებს წამოაყენებს, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელი იქნება ორმხრივი კომპრომისების გზით შეთანხმების მიღწევა. ოპოზიციამ უარყო მმართველი პარტიის საარჩევნო წინადადებები, მათ შორის ის, რომელიც ერთმანდატიან ოლქებში არჩეული მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობის ზრდას ითვალისწინებდა.

უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ამგვარი წინადადებების შემოთავაზებით, მმართველ პარტიას უთანხმოებების პროვოცირება სურდა ოპოზიციურ რვიანში იმ იმედით, რომ რამდენიმე პარტია მაშინვე დატოვებდა მოლაპარაკებებს.

"ჩვენ მოვლენათა განვითარება ასეთი სცენარით გააზრებული გვქონდა,“ – განაცხადა უსუფაშვილმა, "ჩვენმა ხუთთვიანმა მუშაობამ ძალიან სერიოზული შედეგი გამოიღო; ხელისუფლება არის კუთხეში, დღეს ჩვენ ვერანაირ არგუმენტს ვერ გვეუბნებიან გარდა იმისა, რომ თურმე ისტერიკა მოვაწყეთ... ის, რომ რვიანი ერთიანია, არის წარმატების ერთ–ერთი საწინდარი“.

მან ასევე განაცხადა, რომ ერთობლივი განცხადების გამოქვეყნებით ოპოზიციურმა რვიანმა "მნიშვნელოვანი გზავნილი“ გაუგზავნა ქართულ საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ან უნდა მოხდეს შეთანხმება საარჩევნო სისტემის რეფორმაზე, ან არ იქნება დემოკრატიული არჩევნები.

იმავე სატელევიზიო ინტერვიუში რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა გააკრიტიკა ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც რევოლუციაზე საუბრობენ და მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებების წინააღმდეგ გამოდიან იმ მოტივით, რომ სამართლიანი არჩევნების ჩატარება მხოლოდ პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყენების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

"ასეთი ვარდისფერი ზღაპრები ჩვენ საქართველოში ვნახეთ უკვე რამდენჯერმე,“ – განაცხადა უსუფაშვილმა, "საქართველოში ხელისუფლების დამამხობელი ჩაატარებს ისეთივე არჩევნებს, როგორიც ჩაატარა მიხეილ სააკაშვილმა“.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
21 თებ.'18 19:12
პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
ახალი რეგულაციებით საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებები ფართოვდება, რასაც სხვა მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი და საპარლამენტო ოპოზიცია ეწინააღმდეგება.
21 თებ.'18 18:41
ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარე საქართველოს სტუმრობდა
ვიზიტის ფარგლებში რეფატ ჩუბაროვი ირაკლი კობახიძეს და სოზარ სუბარს შეხვდა.
21 თებ.'18 18:15
მარგველაშვილი ახალგაზრდობას დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავის აღნიშვნაში ჩართვისკენ მოუწოდებს
საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეს 2018 წლის 26 მაისს აღნიშნავს.  
21 თებ.'18 15:19
ჯანელიძე მოქალაქეებს უვიზო რეჟიმის დარღვევის თაობაზე აფრთხილებს
დღემდე შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმით საქართველოს დაახლოებით 220 000 მოქალაქემ ისარგებლა.
19 თებ.'18 16:20
კვირიკაშვილი მიუნხენში მსოფლიოს ლიდერებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი 16-18 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრო.
19 თებ.'18 15:21
სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
დემირელის კოლეჯის მმართველი მისი ექსტრადირების საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე თავისუფალი იქნება.
19 თებ.'18 13:30
არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები მუხთარლის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ
ერთობლივ განცხადებას ხელს 35 ორგანიზაცია აწერს.
17 თებ.'18 14:10
მარგველაშვილი ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
ლიტვის დამოუკიდებლობის აღდეგენის 100 წლისთავის აღსანიშნავად ვილნიუსში ევროპელი ლიდერები ჩავიდნენ.
16 თებ.'18 16:05
მთავრობა მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივით გამოდის
ინიციატივის მიხედვით, მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო განაკვეთი 5-ჯერ შემცირდება.
16 თებ.'18 13:50
ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრო
ვიზიტის ფარგლებში, ქუმსიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
75