Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 15:21 - 19 თებ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ოპოზიცია მმართველ პარტიას საარჩევნო რეფორმაზე მოლაპარაკებებზე გაფრთხილებას აძლევს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 მარ.'11 / 12:19

რვა ოპოზიციურმა პარტიამ 23 მარტს ხელისუფლება საარჩევნო გარემოს ფუნდამენტური ცვლილებისთვის საჭირო პოლიტიკური ნების არარსებობაში დაადანაშაულა.

ერთობლივ განცხადებაში ოპოზიციურმა რვიანმა გააფრთხილა ხელისუფლება, რომ ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში გააგრძელებდნენ მოლაპარაკებებს, თუ ხელისუფლება "ადეკვატურ ნაბიჯებს გადადგამს“.

რვა ოპოზიციურმა პარტიამ საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით ერთობლივი წინადადებები საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ინტერპარტიულ ჯგუფს ნოემბერში მოლაპარაკებების დაწყებიდან ცოტა ხანში წარუდგინა.

ეს რვა პარტია რაიმე ოფიციალურ კოალიციას არ წარმოადგენს და მათი პოზიციები სხვადასხვა საკითხებზე განსხვავებულია, თუმცა ისინი შეთანხმებულები არიან საარჩევნო რეფორმაზე ერთიანი პოზიცია დაიცვან ინტერპარტიულ სამუშაო ჯგუფში.

ოპოზიციური რვიანში გაერთიანებული არიან: ეროვნული ფორუმი, კონსერვატიული პარტია, რესპუბლიკური პარტია, ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები, საქართველოს გზა, ახალი მემარჯვენეები, ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა და ხალხის პარტია.

"ოპოზიციასთან, პირველ რიგში "რვიანთან“, შეთანხმების გარეშე ხელისუფლება არჩევნებს ვერ ჩაატარებს, ხოლო თუ ჩაატარებს, ეს იქნება არა არჩევნები, არამედ ხალხის ბრძოლა უზურპატორ ხელისუფლებასთან. ჩვენ გვინდა არჩევნები, მაგრამ მზად ვართ ბრძოლისთვისაც,“ – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.   

"ჩვენ არ ვწყვეტთ მოლაპარაკებებს, მაგრამ მზად ვართ გავაგრძელოთ ეს პროცესი მხოლოდ ხელისუფლების მხრიდან ადეკვატური ნაბიჯების გადმოდგმის შემთხვევაში,“ – ნათქვამია განცხადებაში, "ხელისუფლების ადეკვატური დამოკიდებულების მანიშნებელი იქნებოდა, მაგალითად, გადაწყვეტილების მიღება მთელს ქვეყანაში ამომრჩეველთა ბიომეტრიული რეგისტრაციაზე და საარჩევნო სისტემის რეფორმაზე, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფდა პოლიტიკურ ძალებს შორის საპარლამენტო ადგილების განაწილებას მიღებული ხმების პროპორციულად“.

ცოტა ხნის წინ ოპოზიციური რვიანი აცხადებდა, რომ მმართველი პარტია აჭიანურებდა მოლაპარაკებებს, აგვიანებდა რა საარჩევნო სისტემის რეფორმირებაზე წინადადებების წარდგენას. თუმცა, ეს პირველი შემთხვევაა მოლაპარაკებების დაწყების შემდეგ, როდესაც ჯგუფმა ასეთი კატეგორიული განცხადება გამოაქვეყნა და მოლაპარაკებების გასაგრძელებლად თავისი პირობები წამოაყენა.

ინტერპარტიული სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 23 მარტს იგეგმებოდა, თუმცა შეხვედრა გადაიდო; ამის მიზეზად პარლამენტში მიმდინარე სამთავრობო კვირა დასახელდა.

9 მარტს მმართველმა პარტიამ საკუთარი წინადადებები წარმოადგინა, რომელიც იმ საკითხებს შეიცავს, რაზეც ხელისუფლება მზად არის ცვლილებები შეიტანოს საარჩევნო კოდექსში; თუმცა ამ შემოთავაზებამ ოპოზიციის მოლოდინები ვერ გაამართლა.

ნაციონალური მოძრაობის შემოთავაზებაში ორი ძირითადი საკითხია. მმართველი პარტია ბიომეტრიული პირადობის მოწმობების საფუძველზე საარჩევნო სიის შედგენას მხოლოდ თბილისში თანხმდება და ისიც იმ შემთხვევაში, თუ ამ მიზნით დონორი ორგანიზაციები შესაბამის ფინანსურ რესურსებს გამოყოფენ. ხოლო მეორე საკითხის თანახმად, მმართველი პარტია თანახმაა მაჟორიტარულ არჩევნებში კენჭისყრის უფლება მიეცეთ დამოუკიდებელ, არაპარტიულ კანდიდატებს, ეუთოს რეკომენდაციების შესაბამისად. ეს წინადადება სრულიად ეწინააღმდეგება იმას, რასაც ოპოზიციური რვიანი მოითხოვს.

ერთობლივ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ თავისი შემოთავაზებით, რომ  ბიომეტრიული პირადობის მოწმობების საფუძველზე საარჩევნო სია მხოლოდ თბილისში შედგეს, მმართველმა პარტიამ "პრაქტიკულად უარი თქვა ამომრჩეველთა აღრიცხვასა და სანდო სიების ფორმირებაზე,“ ვინაიდან მთავარი პრობლემები ამ კუთხით სწორედ რაიონებში შეინიშნება.

განცხადების თანახმად, მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობის გაზრდის თაობაზე ხელისუფლების შემოთავაზება არის "ცვლილება კიდევ უფრო უარესი მიმართულებით“.

"ჩვენი ღრმა რწმენით, საქართველო იმყოფება გზის გასაყართან: ან ჩვენ მოვახერხებთ საარჩევნო გარემოს ფუნდამენტურ ცვლილებებს, დავუბრუნებთ მოქალაქეებს არჩევნებისადმი ნდობას და სამართლიანი კონკურენციის პირობებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალა (ან ძალები) გააგრძელებს ქვეყნის მართვას; ან ქვეყანის მართვის საადავეები აღმოჩნდება უზურპატორის - ნეობოლშევიზმის გზაზე დამდგარი მოქმედი ხელისუფლების ან მისი დამამხობლის - ხელში, ადვილად პროგნოზირებადი შედეგებით,“ – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
19 თებ.'18 13:30
არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები მუხთარლის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ
ერთობლივ განცხადებას ხელს 35 ორგანიზაცია აწერს.
17 თებ.'18 14:10
მარგველაშვილი ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
ლიტვის დამოუკიდებლობის აღდეგენის 100 წლისთავის აღსანიშნავად ვილნიუსში ევროპელი ლიდერები ჩავიდნენ.
16 თებ.'18 16:05
მთავრობა მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივით გამოდის
ინიციატივის მიხედვით, მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო განაკვეთი 5-ჯერ შემცირდება.
16 თებ.'18 13:50
ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრო
ვიზიტის ფარგლებში, ქუმსიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.
15 თებ.'18 14:27
სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულს დამოუკიდებელი ორგანო გამოიძიებს
ახალი უწყება 2019 წლიდან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ბაზაზე შეიქმნება.
14 თებ.'18 17:24
საქართველო აშშ–ის დაზვერვის ყოველწლიურ ანგარიშში
აშშ–ის ეროვნულმა დაზვერვამ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით საფრთხეებს აფასებს.
14 თებ.'18 16:28
თავდაცვის რეფორმის თაობაზე საკომიტეტო მოსმენა გაიმართა
ლევან იზორიამ წვრთნებზე, ტოტალურ თავდაცვაზე და საბიუჯეტო პრიორიტეტბზე ისაუბრა.
14 თებ.'18 16:13
პარლამენტმა განაახლა მსჯელობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე
მმართველ გუნდში კვლავაც ნარჩუნდება აზრთა სხვადასხვაობა იმ ახალ რეგულაციებზე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებებს აფართოებს.
13 თებ.'18 17:34
ჯანელიძე ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გლობალური კოალიციის მინისტერიალში მონაწილეობს
საგარეო საქმეთა მინისტრი ქუვეითის პრემიერ-მინისტრს, შეიხ ჯაბერ ალ მუბარაქ ალ ჰამედ ალ საბაჰს შეხვდა.
13 თებ.'18 14:52
თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
საქალაქო სასამრთლომ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა გასული წლის სექტემბერში მიუსაჯა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
91