Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 16:04 - 20 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი: "გვინდა გვქონდეს იდეალური არჩევნები"
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 მარ.'11 / 15:37

საქართველოს სურვილია, რომ არა მხოლოდ ნომერ პირველი რეფორმატორი ან ნომერ პირველი კორუფციასთან მებრძოლი იყოს, არამედ ასევე იყოს ქვეყანა, რომელსაც "ყველაზე სუფთა არჩევნები“ ექნება, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 17 მარტს ვაშინგტონში ბრუკინგსის ინსტიტუტში გამოსვლისას.

"ჩვენ კარგი კონსულტაციები გვაქვს ოპოზიციიდან რამოდენიმე პოლიტიკურ პარტიასთან ახალ საარჩევნო კოდექსზე,“ – განაცხადა მან, "წინა [2010 წლის მაისის ადგილობრივი] არჩევნები მიჩნეულ იქნა როგორც დიდი წინგადადგმული ნაბიჯი, მაგრამ ჩვენ გვინდა იდეალური არჩევნები გვქონდეს“.

"ეს სავსებით მიღწევადია იმ კლიმატის პირობებში, რომელიც ჩვენ გვაქვს,“ – დასძინა მან.

‘ძალაუფლების გადაცემა უკვე დაიწყო’

ბრუკინგსის ინსტიტუტში მოხსენებით გამოსვლის შემდეგ სააკაშვილმა აუდიტორიის კითხვებს უპასუხა. ერთ–ერთი კითხვა ეხებოდა ძალაუფლების გადაცემას და სააკაშვილის გეგმებს საპრეზიდენტო ვადის ამოიწურვის შემდეგ, 2013 წელს, როცა ახალი კონსტიტუცია შევა ძალაში. 

სააკაშვილმა უპასუხა, რომ "საქართველომ უკვე დაიწყო ტრანზიციის პროცესი“. მან ამის მაგალითად 2010 წლის ადგილობრივი არჩევნები და კერძოდ, კი თბილისის მერის პირდაპირი არჩევნები დაასახელა.

მიხეილ სააკაშვილმა არ უპასუხა კითხვას, რომელიც ახალი კონსტიტუციის პირობებში მის გეგმებს ეხებოდა. ახალი საკონსტიტუციო მოდელი მას  საშუალებას აძლევს ხელისუფლებაში პრემიერ–მინისტრის პოსტზე დარჩეს. პრემიერის როლი საგრძნობლად ძლიერდება ახალი მოდელის თანახმად, რომელიც ძალაში 2013 წლის ბოლოდან შევა.

თუმცა, სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო "გასცდება პერსონალიების თემას და დემოკრატიულ კურსს განახორციელებს და ის უკვე მიდის ამ გზით“.

მან ასევე აღნიშნა, რომ ახალი კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს კვლავ "დიდი ძალაუფლება“ რჩება. ახალ მოდელში პრემიერ–მინისტრის როლი კი სააკაშვილმა შეაფასა როგორც "უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე დღევანდელი კონსტიტუციის პირობებში“.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ ახალი კონსტიტუციის პირობებში ისევ პრეზიდენტი წარმართავს "საგარეო პოლიტიკას და უსაფრთხოების პოლიტიკას“. "და იგი ასევე წარმართავს აღმასრულებელი ხელისუფლების ყოველდღიური საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილს,“ – განაცხადა მან.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტს ექნება მნიშვნელოვანი "მარეგულირებელი უფლებამოსილებები“. იგი სხვადასხვა მარეგულირებელ კომისიებს გულისხმობდა.

2010 წლის ოქტომბერში მიღებული ახალი კონსტიტუციის თანახმად, რომელიც ძალაში 2013 წლის ოქტომბერში არჩეული ახალი პრეზიდენტის ფიცის დადებისთანავე შევა, პრეზიდენტი აღარ წარმართავს და განახორციელებს საშინაო და საგარეო პოლიტიკას. ეს უფლებამოსილება პრემიერ–მინისტრს და მთავრობას გადაეცემა.

პრეზიდენტს რჩება უფლება თანამდებობაზე დანიშნოს ან გადააყენოს გენშტაბის უფროსი და სხვა მხედართმთავრები მხოლოდ მთავრობასთან შეთანხმებით. პრეზიდენტს ეროვნული მარეგულირებელი კომისიების წევრების პარლამენტში წარდგენაც ასევე მთავრობასთან შეთანხმებით მოუწევს.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მისი პროგნოზით, ახალი კონსტიტუციის პირობებში "პრემიერ–მინისტრები ბევრად უფრო ხშირად შეიცვლებიან, ვიდრე პრეზიდენტი“.

ახალი კონსტიტუციის თანახმად, მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა საკმაოდ ართულებს პრემიერ–მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს, რასაც სულ ცოტა 45 ან 55 დღე დასჭირდება, ან პრემიერ–მინისტრის კანდიდატურაზე პრეზიდენტის ვეტოს შემთვევაში, სრულ ციკლს მაქსიმუმ 92 დღე შეიძლება დასჭირდეს.

‘საშუალოზე მაღალი სტანდარტები’

სააკაშვილს ასევე დაუსვეს შეკითხვა Freedom House-ის ყოველწლიურ ანგარიშზე, რომლის თანახმადაც საქართველო "ნაწილობრივ თავისუფალ“ ქვეყნად რჩება. მან უპასუხა, რომ Freedom House-ის ბოლო ანგარიშში სამოქალაქო თავისუფლებების კატეგორიაში საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა.

მან იმედი გამოთქვა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს ზოგადი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

სააკაშვილის თქმით, საქართველოს "საშუალოზე მაღალ სტანდარტებს უყენებენ“.  

"ჩვენ ამას მიჩვეულები ვართ,“ – დასძინა მან.

უახლესი ამბები
20 აპრ.'18 16:04
პარლამენტმა პარტიების დაფინანსების წესში ცვლილებები მიიღო
ცვლილებების შედეგად, მრეწველთა პარტია 600 000 ლარის ოდენობის ყოველწლიურ საბიუჯეტო დაფინანსებას მიიღებს.
20 აპრ.'18 12:57
ევროკავშირი ‘ღრმა შეშფოთებას’ გამოხატავს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გამო
ევროკავშირის დელეგაციამ ევროპის საბჭოში საქართველოს შესახებ გენერალური მდივნის ანგარიშის საპასუხოდ განცხადება გამოაქვეყნა.
19 აპრ.'18 18:12
საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა შიდაპარტიულ დავაზე გადაიდო
მმართველი პარტიის დეპუტატების შეხვედრას, სავარაუდოდ, 21 აპრილს გაიმართება. 
19 აპრ.'18 15:58
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2018 წლის პირველ კვარტალში
2018 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23.3%-ით გაიზარდა და 2.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.    
19 აპრ.'18 13:02
პრემიერ-მინისტრმა ახალი საპარლამენტო მდივანი დანიშნა
ნათია მიქელაძემ შალვა თადუმაძე შეცვალა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ახალ უფროსად დაინიშნა.
18 აპრ.'18 19:32
მმართველი პარტიის დეპუტატები შიდაპარტიული დაპირისპირების თაობაზე შეიკრიბებიან
ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობა შეხვედრას ხვალ საღამოს გამართავს.
18 აპრ.'18 19:07
ოკუპირებული ცხინვალის მახლობლად დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
სოფელ ფლავისმანის მკვიდრი თამაზ ილურიძე, სავარაუდოდ, ცხინვალის რეგიონში განთავსებულმა რუსეთის ოფიცრებმა გუშინ დააკავეს.
18 აპრ.'18 16:09
პრეზიდენტის შეწყალების პრაქტიკის გარშემო პოლიტიკური დავა გრძელდება
პრეზიდენტი მარგველაშვილი მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს მის წინააღმდეგ შეთანხმებული კამპანიის აგორებაში ადანაშაულებს.
18 აპრ.'18 14:06
აქტივისტები საქართველოს მოქალაქის დაკავებას აპროტესტებენ
სოფელ ფლავისმანის მკვიდრი თამაზ ილურიძე, გავრცელებული ინფორმაციით, რუსმა ოფიცრებმა დააკავეს.
18 აპრ.'18 12:04
მარგველაშვილი შეწყალების პრაქტიკის შესახებ კრიტიკას პასუხობს
პრეზიდენტი დროებით წყვეტს ძალადობრივი დანაშაულისთვის მსჯავრდებული პატიმრების შეწყალებას.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
128