Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 13:56 - 25 მაი.'13
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ინფლაცია 13.7%–მდე გაიზარდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 მარ.'11 / 12:27

წლიური ინფლაციის დონე, იანვარში არსებული 12.3%-დან, თებერვალში 13.7%–მდე გაიზარდა, რისი ძირითადი მიზეზიც სურსათზე და ტრანსპორტზე ფასების ზრდა გახდა, იტყობინება ”საქსტატი” 11 მარტს გამოქვეყნებულ მონაცემებში.    

სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები 2011 წლის თებერვალში, შარშან ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 28.4%–ით გაიზარდა, ხოლო 2011 წლის იანვართან შედარებით - 6%–ით. ”საქსტატის” მონაცემებით, თებერვალში სურსათის და უალკოჰოლო სასმელების წილმა წლიურ ინფლაციაში 11.7% შეადგინა.

საწვავზე ფასები თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, 5.2%–ით გაიზარდა; ხოლო ფასების წლიურმა ზრდამ ალკოჰოლურ სასმელებზე და თამბაქოზე 9.6% შეადგინა.

ფასების შემცირება დაფიქსირდა საკომუნიკაციო მომსახურეობაზე. ამ სექტორში, შარშანდელ თებერვალთან შედარებით, ფასები 7%–ით შემცირდა. 

უახლესი ამბები
25 მაი.'13 12:56
დედაენის ბაღში აქცია „არა თეოკრატიას“ გაიმართა
ადგილზე პოლიციის დიდი რაოდენობა იყო მობილიზებული კონტრდემონსტრანტებთან დაპირისპირების აღსაკვეთად.
24 მაი.'13 19:26
ივანიშვილი უცხოელ დიპლომატებს შეხვდა
24 მაისს თბილისში აკრედიტებული უცხოელი დიპლომატები ნაციონალური მოძრაობის ლიდერებსაც შეხვდნენ. 
24 მაი.'13 17:22
17 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით ბრალი კიდევ ორ პირს წარედგინა
ამ საქმეზე ოთხი პირი ადმინისტრაციული წესით გასამართლდა, ხოლო ორ სასულიერო პირს ბრალი წარედგინა.
24 მაი.'13 16:58
ხელისუფლებას უკანონო ფარული თვალთვალის წინააღმდეგ მეტი გარანტიების შექმნისკენ მოუწოდებენ
საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო აცხადებს, რომ შსს-ს ამჟამადაც გააჩნია უკონტროლო მოსმენების განხორციელების შესაძლებლობა.
24 მაი.'13 14:26
სააკაშვილი ეკვადორის პრეზიდენტის ინაუგურაციას ესწრება
იგი რაფაელ კორეას საპრეზიდენტო ინაუგურაციას 24 მაისს დაესწრება.
24 მაი.'13 13:21
ჯონ კერიმ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
მისალოც გზავნილში აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი „ახლო პარტნიორობას“.
23 მაი.'13 19:20
ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ მერაბიშვილის დაკავება არჩევნების წინ პარტიის ‘დემორალიზებას’ ისახავს მიზნად
მისი თქმით, ყოფილი პრემიერ–მინისტრის დაკავება ივანიშვილის მიზნის ნაწილია, რომ „პოლიტიკური ოპოზიცია გაანადგუროს“.
23 მაი.'13 16:44
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენლის განცხადება მერაბიშვილის დაპატიმრებაზე
„პოლიტიკური ოპონენტების გისოსებს მიღმა ჩასმა პრობლემების მოგვარებას ვერ დაეხმარება“, განაცხადა მან.
23 მაი.'13 14:16
ორ სასულიერო პირს ბრალი წაეყენა 17 მაისის ძალადობასთან დაკავშირებით
შსს-ს ცნობით, გამოძიება მანიფესტაციის უფლების უკანონოდ ხელყოფის და ძალადობით ხელის შეშლის ფაქტზე სისხლის სამართლის წესით მიმდინარეობს.
23 მაი.'13 13:46
აშშ ‘ყურადღებით აკვირდება’ მერაბიშვილის საქმის გამოძიებას
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ თავიდან იქნას აცილებული „პოლიტიკური ანგარიშწორების აღქმა ან რეალობა“.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2011, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
30

Visitors
Since July 1, 2001