Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 16:13 - 18 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მედვედევი საქართველოზე მიუთითებს სოჭის ოლიმპიადის საფრთხეებზე საუბრისას
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 თებ.'11 / 11:37

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა 2014 წლის სოჭის ოლიმპიური თამაშების წინაშე არსებულ საფრთხეებზე ისაუბრა და ამ კონტექტსში საქართველო მოიხსენია.

"ის ძალები, რომლებიც ხელს შეუშლიან ოლიმპიადის ჩატარებას, უნდა გამოვავლინოთ და პასუხისგებაში მივცეთ, თუ საუბარია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე. თქვენ თავად ყველაფერი გესმით, რომ აქ გარკვეული პრობლემებიც არსებობს, რომლებიც ჩვენს მეზობელს, საქართველოს უკავშირდება. ამიტომ, საგარეო საქმეთა სამინისტროს, სამართალდამცავი ორგანოების, ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან უნდა გაკეთდეს ყველაფერი ის, რაც მომატებულ ყურადღებას მოითხოვს. შესაბამისი წინაღობა უნდა აიგოს ნებისმიერი პროვოკაციების გზაზე,“ – განაცხადა მედვედევმა 18 თებერვალს.

მან ეს განცხადება სოჭში რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე გააკეთა.

ყარაჩაი–ჩერქეზეთის რესპუბლიკის ფედერალური უშიშროების სამსახურის (FSB) უფროსმა ვალერი ოსტროვეცკიმ განაცხადა 16 დეკემბერს, რომ საქართველო რუსეთთან საზღვრების მახლობლად სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობს, რაც, პირველ რიგში, სოჭის ოლიმპიადის ჩაშლისკენაა მიმართული.

ქართველი დეპუტატების ჯგუფმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და დიასპორის საკითხთა კომიტეტებიდან, ასევე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საპარლამენტო კომისიიდან ნოემბერში განიხილეს, თუ როგორი უნდა ყოფილიყო საქართველოს პოზიცია სოჭში დაგეგმილ ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით. მართალია, რაიმე ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ–ჯერობით მიღებული არ არის, მაგრამ იმ შეხვედრის შემდეგ მმართველი პარტიის დეპუტატებმა განაცხადეს, რომ "საჭიროა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტები, საერთაშორისო თანამეგობრობა დაარწმუნონ 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის სხვა ქვეყანაში გამართვის აუცილებლობაში“.

აფხაზეთის ოკუპაციის ფაქტორის გარდა, დეპუტატმა მმართველი პარტიიდან ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა შეხვედრის შემდეგ, რომ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სოჭის ოლიმპიური თამაშები "იმართება იმ ადგილას, რომელსაც ჩერქეზთა გენოციდის ადგილად მიიჩნევენ“.

"ოლიმპიური ქარტიის შესაბამისად კი, შეუძლებელია ოლიმპიური თამაშების იმ ადგილას გამართვა, სადაც ხალხის გენოციდი განხორციელდა,"– განაცხადა წიკლაურმა.

ასევე ნოემბერში საქართველოს ვიცე–პრემიერმა და სახელმწიფო მინისტრმა ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ პირადად იგი იზიარებს იმ ქართველი დეპუტატების განწყობას, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარებას სოჭში.

"მე პირადად სოლიდარობას ვუცხადებ პარლამენტის წევრებს, რადგანაც მესმის მათი განწყობა, მესმის, თუ რატომ ფიქრობენ ისინი, რომ რუსეთი არ იმსახურებს იყოს ოლიმპიური თამაშების მასპინძელი, ვინაიდან ოლიმპიური მოძრაობა რაღაც განსხვავებულია იმისგან, რის დემონსტრირებასაც რუსეთი დღეს ახდენს,“ – განაცხადა ბარამიძემ.

საქართველოს ოფიციალურად სურდა, რომ 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის ბორჯომსა და ბაკურიანში ემასპინძლა. თუმცა, მას შემდეგ რაც მას ამ განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრეს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2007 წლის თებერვალში განაცხადა, რომ საქართველო სოჭთან დაკავშირებით რუსეთის განაცხადს უჭერდა მხარს.

”ოლიმპიური თამაშები სოჭში ხელს შეუწყობს სამშვიდობო პროცესებს რეგიონში, რომელიც ყოველთვის ასოცირდებოდა კონფლიქტებთან. ამ კუთხით [ოლიმპიური თამაშები] დადებითი სტიმული იქნება რეგიონალური თანამშრომლობისთვის,"- განაცხადა სააკაშვილმა მაშინ.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
18 დეკ.'17 16:13
პარლამენტში ქართული ოცნების კიდევ ორი ფრაქცია შეიქმნება
მმართველი პარტიის წევრები უარყოფენ მედიის ინფორმაციას, რომ ეს ცვლილება შიდა უთანხმოებას უკავშირდება.
18 დეკ.'17 12:37
2018 წლის აპრილში პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება
არჩევნები ჩატარდება ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში, რომლის დეპუტატმაც პარლამენტიდან სუს-ში გადაინაცვლა.
17 დეკ.'17 17:14
ევროპარლამენტის ცხრა წევრი მერაბიშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს, პატივი სცეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას.   
15 დეკ.'17 18:50
ახალ კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობები დაზუსტდება
შესაბამისი შესწორება პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას დაამტკიცა.
15 დეკ.'17 18:06
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.5597, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.0256-ია.    
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.
14 დეკ.'17 13:41
პარლამენტმა ახალ კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
კანონპროექტის საბოლოო მოსმენით მიღება საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.
14 დეკ.'17 10:45
2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელიც 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
97