Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:26 - 18 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
აშშ-ის დაზვერვის შეფი: საქართველოს ჩრდილო კავკასიური ნაბიჯები დაძაბულობას უწყობს ხელს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 თებ.'11 / 21:44

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორის, ჯაიმს კლაპერის განცხადებით, სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის ჯარების ყოფნასთან ერთად, რეგიონში დაძაბულობას ხელს საქართველოს მიერ რუსეთის ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკების მიმართ ბოლოდროინდელი ნაბიჯებიც უწყობს.

”მოსკოვის სამხედრო ყოფნა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, ასევე [რუსეთის] მათთან პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირები, ამას დამატებული სტატუს კვოსადმი საქართველოს უკმაყოფილება ხელს უწყობენ დაძაბულობას. საქართველოს საჯარო მცდელობები კავშირები დაამყაროს რუსეთის ჩრდილო კავკასიაში სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებთან ასევე უწყობს ხელს ამ დაძაბულობას,” – განაცხადა კლაპერმა სენატში დაზვერვის საკითხებზე მომუშავე კომიტეტის წინაშე წარდგენილ ანგარიშში 16 თებერვალს.

ანგარიში, რომელსაც აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ყოველწიურად წარუდგენს სენატს, მსოფლიო მასშტაბით საფრთხეების შეფასებას მოიცავს.

საქართველოს შიდა პოლიტიკურ მდგომარეობაზე, მოხსენებაში ნათქვამია, რომ მართალია პრეზიდენტ სააკაშვილს ჯერ ”არ მიუნიშნებია თავისი სამომავლო გეგმების შესახებ, მაგრამ ახალი კონსტიტუციის თანახმად, მას შეუძლია პრემიერ-მინისტრი გახდეს”, რომლის უფლება-მოვალეობები საგრძნობლად გაფართოვდება, როდესაც ახალი კონსტიტუცია შევა ძალაში 2013 წლის ბოლოსთვის, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
18 დეკ.'17 18:26
საქართველომ და ბელარუსმა საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური მინსკს სტუმრობს.
18 დეკ.'17 17:54
სირიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი მარგოშვილი ჰამას პროვინციაში ასადის ძალების წინააღმდეგ ბრძოლის დროს დაიღუპა. 
18 დეკ.'17 16:13
პარლამენტში ქართული ოცნების კიდევ ორი ფრაქცია შეიქმნება
მმართველი პარტიის წევრები უარყოფენ მედიის ინფორმაციას, რომ ეს ცვლილება შიდა უთანხმოებას უკავშირდება.
18 დეკ.'17 12:37
2018 წლის აპრილში პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება
არჩევნები ჩატარდება ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში, რომლის დეპუტატმაც პარლამენტიდან სუს-ში გადაინაცვლა.
17 დეკ.'17 17:14
ევროპარლამენტის ცხრა წევრი მერაბიშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს, პატივი სცეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას.   
15 დეკ.'17 18:50
ახალ კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობები დაზუსტდება
შესაბამისი შესწორება პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას დაამტკიცა.
15 დეკ.'17 18:06
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.5597, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.0256-ია.    
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
89