Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 12:37 - 18 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მმართველი პარტია სკეპტიკურად უყურებს ბიომეტრიული პირადობის მოწმობების არჩევნებში გამოყენებას
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 თებ.'11 / 11:54

დეპუტატმა მმართველი პარტიიდან პავლე კუბლაშვილმა განაცხადა 9 თებერვალს საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფის შეხვედრის შემდეგ, რომ ბიომეტრიული პირადობის მოწმობების გამოყენება არჩევნების დღეს პრობლემებს შექმნის.

ამომრჩეველთა სიების ფორმირება ბიომეტრიული პარამეტრების (ხელების ათივე თითის ანაბეჭდის ელექტრონული სურათის და ბიომეტრიული ფოტოსურათის) შემცველი პირადობის მოწმობების საფუძველზე იმ ერთიანი ხედვის ნაწილია, რომელიც საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების ფარგლებში რვა ოპოზიციურმა პარტიამ შეიმუშავა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა, რომელიც მმართველ პარტიას წარმოადგენს საარჩევნო სისტემის რეფორმირებაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში, განუცხადა ჟურნალისტებს, რომ იგი არჩევნების დღეს ამ სისტემის გამოყენების წინააღმდეგია.    

"არჩევნების დღეს ამ მოწმობების გამოყენება კიდევ უფრო მეტ პრობლემას შექმნის. ამიტომ, ამ ნაწილში იმ მოსაზრებას, რომ ეს ბიომეტრიული პირადობის მოწმობები გამოყენებული უნდა იქნას არჩევნების დღეს, ვერ გავიზიარებ. ჩვენ ვეცდებით, რომ სხვა ალტერნატიული პოზიციები შევაჯეროთ,“ – განაცხადა კუბლაშვილმა.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა შეხვედრის შემდეგ, რომ ხელისუფლება ბიომეტრიული პირადობის მოწმობების გაცემას ივნისიდან დაიწყებს, თუმცა, მისი თქმით, ხელისუფლება არ არის დარწმუნებული რამდენად შესაძლებელი იქნება ამ მოწმობების გაცემა ყველა მოქალაქეზე 2012 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის. მან განაცხადა, რომ ხელისუფლებას გარკვეული ეჭვები გააჩნია არჩევნებში ბიომეტრიული პირადობის მოწმობების გამოყენებასთან დაკავშირებით. უსუფაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ გადაწყდა, რომ მმართველი პარტია თავის საბოლოო პოზიციას ამ საკითხზე ერთ კვირაში მოამზადებს და პასუხს მომდევნო შეხვედრაზე წარმოადგენს. 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
18 დეკ.'17 12:37
2018 წლის აპრილში პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება
არჩევნები ჩატარდება ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში, რომლის დეპუტატმაც პარლამენტიდან სუს-ში გადაინაცვლა.
17 დეკ.'17 17:14
ევროპარლამენტის ცხრა წევრი მერაბიშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს, პატივი სცეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას.   
15 დეკ.'17 18:50
ახალ კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობები დაზუსტდება
შესაბამისი შესწორება პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას დაამტკიცა.
15 დეკ.'17 18:06
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.5597, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.0256-ია.    
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.
14 დეკ.'17 13:41
პარლამენტმა ახალ კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
კანონპროექტის საბოლოო მოსმენით მიღება საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.
14 დეკ.'17 10:45
2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელიც 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი.
13 დეკ.'17 18:37
რუსეთი სოხუმთან მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებებს მოაწერს ხელს
მოსკოვი ორ შეთანხმებას ამზადებს ორმაგი მოქალაქეობის და მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
88