Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 16:53 - 20 თებ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
წლიურმა ინფლაციამ დეკემბერში 11.2%–ს მიაღწია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 იან.'11 / 14:24

"საქსტატის" მიერ 6 იანვარს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ დეკემბერში 11.2%–ს მიაღწია, რაც 2007 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ნოემბერში წლიური ინფლაცია 10.5% იყო.

მთავრობას 2010 წლის განმავლობაში სულ ცოტა ორჯერ მოუწია ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებლის გადახედვა და საწყისი 6%–დან მისი გაზრდა.

5 იანვარს მთავრობის სხდომაზე საუბრისას პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ "2010 წელი ეკონომიკური თვალსაზრისით რთული, თუმცა საკმაოდ წარმატებული იყო. წლის ეკონომიკური ზრდა ბევრად უფრო მაღალი იყო, ვიდრე ამას ვვარაუდობდით ჩვენ და საერთაშორისო ექსპერტები“.

"თუმცა ინფლაციური ზეწოლა და ინფლაციური წნეხიც მაღალი იყო, რამაც გარკვეული უარყოფითი ეფექტი იქონია საზოგადოებაზე და ეკონომიკაზე,“ – განაცხადა გილაურმა.

 

უახლესი ამბები
19 თებ.'18 16:20
კვირიკაშვილი მიუნხენში მსოფლიოს ლიდერებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი 16-18 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრო.
19 თებ.'18 15:21
სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
დემირელის კოლეჯის მმართველი მისი ექსტრადირების საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე თავისუფალი იქნება.
19 თებ.'18 13:30
არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები მუხთარლის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ
ერთობლივ განცხადებას ხელს 35 ორგანიზაცია აწერს.
17 თებ.'18 14:10
მარგველაშვილი ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
ლიტვის დამოუკიდებლობის აღდეგენის 100 წლისთავის აღსანიშნავად ვილნიუსში ევროპელი ლიდერები ჩავიდნენ.
16 თებ.'18 16:05
მთავრობა მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივით გამოდის
ინიციატივის მიხედვით, მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო განაკვეთი 5-ჯერ შემცირდება.
16 თებ.'18 13:50
ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრო
ვიზიტის ფარგლებში, ქუმსიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.
15 თებ.'18 14:27
სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულს დამოუკიდებელი ორგანო გამოიძიებს
ახალი უწყება 2019 წლიდან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ბაზაზე შეიქმნება.
14 თებ.'18 17:24
საქართველო აშშ–ის დაზვერვის ყოველწლიურ ანგარიშში
აშშ–ის ეროვნულმა დაზვერვამ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით საფრთხეებს აფასებს.
14 თებ.'18 16:28
თავდაცვის რეფორმის თაობაზე საკომიტეტო მოსმენა გაიმართა
ლევან იზორიამ წვრთნებზე, ტოტალურ თავდაცვაზე და საბიუჯეტო პრიორიტეტბზე ისაუბრა.
14 თებ.'18 16:13
პარლამენტმა განაახლა მსჯელობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე
მმართველ გუნდში კვლავაც ნარჩუნდება აზრთა სხვადასხვაობა იმ ახალ რეგულაციებზე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებებს აფართოებს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
53