Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 19:12 - 21 თებ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
თბილისის საკრებულო დასუფთავების ტარიფს ზრდის
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 დეკ.'10 / 12:38

იანვრიდან დასუფთავების ყოველთვიური გადასახადი არსებული 1.2 ლარიდან ოჯახის თითოეულ წევრზე 2.5 ლარამდე გაიზრდება. შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ 27 დეკემბერს მიიღო.

ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მოსახლეობისთვის წყლის გადასახადის და საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების მომატება.

თბილისის საკრებულოს განცხადებით, დასუთავების ხარჯები მუდმივად მზარდია და საფასურის გაზრდის მოთხოვნა სწორედ  ხარჯებითა და საჭირო ტექნიკის შეძენის აუცილებლობითაა განპირობებული. თუმცა, საკრებულოს ოპოზიციურმა წევრებმა, რომლებმაც ამ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირეს, განაცხადეს, რომ საკრებულომ ვერ წარმოადგინა ტარიფის გაზრდის აუცილებლობის დასამტკიცებლად საჭირო ფინანსური გაანგარიშება. სოციალურად დაუცველი მოსახლეობა 50%–იანი შეღავათით ისარგებლებს.  

ამასთან, ოქტომბერში პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების და დასუფთავების საფასურის გადახდა მომხმარებლებს ინტეგრირებული ქვითარის მეშვეობით, სავარაუდოდ, უკვე მომავალი წლიდან მოუწევს.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, კანონის თანახმად, უნდა განსაზღვროს გადასახადების ამ ერთიანი სისტემის ადმინისტრატორი. ეს ფუნქცია თბილისში დიდი ალბათობით ენერგოგამანაწილებელი კომპანია "თელასს“ დაეკისრება, ვინაიდან ის ერთადერთია, რომელსაც მომხმარებელთა ინდივიდუალური გათიშვის სისტემა გააჩნია.

ამდენად, "თელასს“, რომელიც რუსული სახელმწიფო კომპანია "რაო ეეს“-ის მფლობელობაშია, კანონის თანახმად, სავარაუდოდ, მიენიჭება უფლება, რომ ინტეგრირებულ ქვითარში ასახული ერთ-ერთი საფასურის გადაუხდელობის ან არასრული გადახდის შემთხვევაში მომხმარებელს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტოს.
 

უახლესი ამბები
21 თებ.'18 19:12
პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
ახალი რეგულაციებით საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებები ფართოვდება, რასაც სხვა მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი და საპარლამენტო ოპოზიცია ეწინააღმდეგება.
21 თებ.'18 18:41
ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარე საქართველოს სტუმრობდა
ვიზიტის ფარგლებში რეფატ ჩუბაროვი ირაკლი კობახიძეს და სოზარ სუბარს შეხვდა.
21 თებ.'18 18:15
მარგველაშვილი ახალგაზრდობას დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავის აღნიშვნაში ჩართვისკენ მოუწოდებს
საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილეს 2018 წლის 26 მაისს აღნიშნავს.  
21 თებ.'18 15:19
ჯანელიძე მოქალაქეებს უვიზო რეჟიმის დარღვევის თაობაზე აფრთხილებს
დღემდე შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმით საქართველოს დაახლოებით 220 000 მოქალაქემ ისარგებლა.
19 თებ.'18 16:20
კვირიკაშვილი მიუნხენში მსოფლიოს ლიდერებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი 16-18 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრო.
19 თებ.'18 15:21
სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
დემირელის კოლეჯის მმართველი მისი ექსტრადირების საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე თავისუფალი იქნება.
19 თებ.'18 13:30
არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები მუხთარლის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ
ერთობლივ განცხადებას ხელს 35 ორგანიზაცია აწერს.
17 თებ.'18 14:10
მარგველაშვილი ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
ლიტვის დამოუკიდებლობის აღდეგენის 100 წლისთავის აღსანიშნავად ვილნიუსში ევროპელი ლიდერები ჩავიდნენ.
16 თებ.'18 16:05
მთავრობა მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივით გამოდის
ინიციატივის მიხედვით, მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო განაკვეთი 5-ჯერ შემცირდება.
16 თებ.'18 13:50
ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრო
ვიზიტის ფარგლებში, ქუმსიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
16