Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 09:32 - 22 ივლ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საპარლამენტო კომიტეტს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი ეწოდება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 დეკ.'10 / 20:30

"უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტს" სახელი გადაერქმევა და მას "დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი" ეწოდება, დაემატება რა კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის გაღრმავების ფუნქცია.

პარლამენტის რეგლამენტში ეს ცვლილება, რომელიც განმარტებითი ბარათის თანახმად, განპირობებულია საკანონმდებლო ორგანოში "კავკასიური სოლიდარობის საკითხის გააქტიურებით“ და "ერთიანი კავკასიური პოლიტიკის შემუშავების აუცილებლობით“, პარლამენტმა მეორე მოსმენით დღეს დილის სხდომაზე მიიღო და საბოლოო, მესამე მოსმენით კი საღამოს დაამტკიცა. 

აღნიშნული კომიტეტი პარლამენტში კოორდინირებას უწევს ჩერქეზთა გენოციდის აღიარებაზე მიმდინარე დისკუსიებს. კომიტეტის თავმჯდომარემ მმართველი პარტიიდან ნუგზარ წიკლაურმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ შეუძლებელია 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების სოჭში გამართვა – "იმ ადგილას,  სადაც ხალხის გენოციდი განხორციელდა“.

15 დეკემბერს იმავე საპარლამენტო კომიტეტმა განაცხადა, რომ მას დაუკავშირდა ჯგუფი დაღესტნის რესპუბლიკიდან, რომელიც დიდოელ ხალხთა ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენდა. 

დიდოელ ხალხთა საზოგადოებრივი ორგანიზაცია "აღორძინების“ ხელმძღვანელმა მაგომედ გამზათოვმა დიდოელი ხალხის სახელით ქართველ კანონმდებლებს დახმარება სთხოვა. მისი განცხადებით, რუსეთის ხელისუფლების მხრიდან მიმდინარეობს მიზანმიმართული დისკრიმინაციული პოლიტიკა დიდოელი ხალხის მიმართ.

მისივე თქმით, დიდოელი ხალხის სურვილია "საქართველოს იურისდიქციაში შემოსვლა“. გამზათოვმა საქართველოს პარლამენტის წევრებს ამ თხოვნის  დამადასტურებელი 15 ათასამდე დიდოელი ლეკის ხელმოწერა გადასცა. 

15 დეკემბერს მაგომედ გამზათოვმა პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაღესტანში დიდოელი ხალხის სამოქალაქო, პოლიტიკური და კულტურული უფლებები ირღვევა.

კომიტეტის თავმჯდომარემ, ნუგზარ წიკლაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საზღვრის გადახედვა არის „შეუძლებელი და დაუშვებელი“. თუმცა, მან აღნიშნა, რომ თბილისი დაეხმარება დიდოელ ლეკებს საერთაშორისო ორგანიზაციებში დახმარებისა და შუამდგომლობის გზით.

რუსეთის მიერ 2002 წელს ჩატარებული აღწერის თანახმად, რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ კი დაღესტნის რესპუბლიკაში 15 200 დიდოელი ცხოვრობს. სხვა შეფასებებით, მათი რაოდენობა 27 000–ს აღწევს.

 

უახლესი ამბები
22 ივლ.'17 09:32
NDI-ს წინასაარჩევნო შეფასება: ორი პარალელული და განსხვავებული საქართველო
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დელეგაციამ ადგილობრივი არჩევნების წინ წინასაარჩევნო გარემო შეაფასა.
21 ივლ.'17 18:21
პრეზიდენტი ტრამპი ვიქტორია ნულანდის შემცვლელს დაასახელებს
ვეს მიტჩელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე გახდება.
21 ივლ.'17 15:11
მარგველაშვილმა თვითმმართველობის კოდექსსა და საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს ვეტო დაადო
პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ კანონპროექტებს პარლამენტი ივლისის ბოლომდე განიხილავს.
21 ივლ.'17 13:14
აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ადამიანის უფლებათა ანგარიშში
საგარეო საქმეთა სამინისტრომ ადამიანის უფლებების შესახებ 2016 წლის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა.
20 ივლ.'17 19:32
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეს მთავარი პროკურატურა გამოიძიებს
გამოძიების დასრულებამდე, სასაზღვრო პოლიციის და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსებმა თანამდებობები დატოვეს.
20 ივლ.'17 19:08
საქართველო ტერორიზმის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში
დოკუმენტი საქართველოში ტერორიზმთან დაკავშირებული საკითხების სტატუსს აფასებს.
20 ივლ.'17 17:33
უკრაინა და საქართველო სტრატეგიული პარტნიორობის პირობას დებენ
პეტრო პოროშენკომ საქართველოში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტი დაასრულა.
19 ივლ.'17 17:47
ყოველწლიურ ამბასადორიალზე საქართველოს ლიდერები საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე საუბრობენ
თბილისი საქართველოს ელჩების ყოველწლიურ შეკრებას 18-21 ივლისს მასპინძლობს.
18 ივლ.'17 19:11
სემეკმა ბუნებრივი აირის მოხმარებაზე ახალი ტარიფები დაადგინა
ბუნებრივი აირის ტარიფი თბილისის და რეგიონების მომხმარებლებისათვის გაიზარდა
18 ივლ.'17 18:03
ვინ არიან თბილისის მერობის კანდიდატები და როგორია მათი საარჩევნო დაპირებები
საქართველოს დედაქალაქი, სადაც ამომრჩეველთა მესამედი ცხოვრობს, 2017 წლის ოქტომბერში ახალ მერს და საკრებულოს აირჩევს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
81