Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:26 - 18 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა მესამე კვარტალში 160.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 დეკ.'10 / 17:09

"საქსტატის“ წინასწარი მონაცემების თანახმად, რომელიც 14 დეკემბერს გამოქვეყნდა, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება 2010 წლის მესამე კვარტალში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7.3%–ით შემცირდა და 160.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. 

წინასწარი მონაცემების თანახმად, პირველ კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 75.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მეორე კვარტალში – 196.9 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. 

ჯამში, 2010 წლის იანვარ–სექტემბერში ინვესტიციების ოდენობამ 433 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.6%–ით ნაკლებია.

2010 წლის მესამე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი ინვესტიციები საქართველოში ნიდერლანდებიდან შემოვიდა - 27.9 მლნ აშშ დოლარი; შემდეგ მოდის აშშ – 21.6 მლნ აშშ დოლარით; რუსეთი – 18.6 მლნ აშშ დოლარი; აზერბაიჯანი – 16.2 მლნ  დოლარი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები – 13.5 მლნ აშშ დოლარი.   

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უდიდესი წილი, 49.7 მილიონი აშშ დოლარი (31%) 2010 წლის მესამე კვარტალში ფინანსურმა სექტორმა მიიზიდა; შემდეგ მოდის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორები - 40.5 მლნ აშშ დოლარი (25%); უძრავი ქონება – 33.6 მლნ აშშ დოლარი (21%) და ენერგოსექტორი – 16 მლნ აშშ დოლარი (10%).

13 დეკემბერს "როიტერთან“ ინტერვიუში საქართელოს პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლები "ჯერ კარგ დონეზე არ არის“.

"მაგრამ ჩვენ ვხედავთ ეკონომიკურ აქტივობას... და დაახლოებით 1 მილიარდი ან 800–850 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მომავალი წლისთვის ძალიან გააჯანსაღებს ეკონომიკას,“ – განაცხადა მან. 

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
18 დეკ.'17 18:26
საქართველომ და ბელარუსმა საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური მინსკს სტუმრობს.
18 დეკ.'17 17:54
სირიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი მარგოშვილი ჰამას პროვინციაში ასადის ძალების წინააღმდეგ ბრძოლის დროს დაიღუპა. 
18 დეკ.'17 16:13
პარლამენტში ქართული ოცნების კიდევ ორი ფრაქცია შეიქმნება
მმართველი პარტიის წევრები უარყოფენ მედიის ინფორმაციას, რომ ეს ცვლილება შიდა უთანხმოებას უკავშირდება.
18 დეკ.'17 12:37
2018 წლის აპრილში პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება
არჩევნები ჩატარდება ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში, რომლის დეპუტატმაც პარლამენტიდან სუს-ში გადაინაცვლა.
17 დეკ.'17 17:14
ევროპარლამენტის ცხრა წევრი მერაბიშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს, პატივი სცეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას.   
15 დეკ.'17 18:50
ახალ კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობები დაზუსტდება
შესაბამისი შესწორება პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას დაამტკიცა.
15 დეკ.'17 18:06
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.5597, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.0256-ია.    
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
86