Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 12:37 - 18 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
აშშ–ის სენატში ინიცირებული ‘რეზოლუცია ოკუპაციაზე’
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 დეკ.'10 / 16:03

აშშ–ის დემოკრატმა სენატორმა ნიუ ჰემფშირიდან, ჯინ შაჰინმა მოამზადა რეზოლუციის პროექტი, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს აღიარებს "რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ“ რეგიონებად.

პროექტის სახელწოდებაა ”საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში არსებული სიტუაციისადმი სენატის დამოკიდებულების გამომხატველი რეზოლუცია”.

სენატორ შაჰინის ვებ–გვერდით თანახმად, პროექტი სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში 9 დეკემბერს დარეგისტრირდა.

საქართველოს ხელისუფლება "დეოკუპაციის პოლიტიკის“ ფარგლებში აქტიურ ლობირებას უწევს ვაშინგტონსა და დასავლეთის დედაქალაქებში იმ ტიპის რეზოლუციების მიღებას, სადაც აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულად იქნება მოხსენებული.

რეზოლუციის პროექტი, რომელზეც თბილისი იმედოვნებს რომ მომავალი წლის დასაწყისში იქნება მიღებული, ”ადასტურებს შეერთებული შტატების პოლიტიკას, რომელიც მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მისი საზღვრების ურღვეობის მხარდაჭერისკენ და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებად აღიარებისკენ“.

ის ასევე მოუწოდებს, რუსეთს სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებები და ურჩევს მოსკოვს, ცხინვალსა და სოხუმს "ნება დართონ იძულებით გადაადგილებულ პირებსა და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს დაბრუნდნენ სრულად და ღირსეულად“.

პროექტი ასევე “ადასტურებს, რომ რეგიონში ხანგრძლივი სტაბილურობისკენ მიმავალი გზა სამშვიდობო და გრძელვადიან დიპლომატიურ და პოლიტიკურ დიალოგზე გადის.”

ვიცე–პრემიერმა და სახელმწიფო მინისტრმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძემ, რომელიც ამჟამად ვაშინგტონს სტუმრობს, განაცხადა, რომ დოკუმენტს "შეიძლება დავარქვათ ‘ოკუპაციის თაობაზე რეზოლუცია’, რაც გაამყარებს საქართველოს პოზიციებს საქართველოს დეოკუპაციისთვის ბრძოლაში“.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ რეზოლუცია იქნება "როგორც პოლიტიკურად, ასევე სამართლებრივად ყველაზე მაღალი ხარისხის გარანტია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა და პოზიცია იქნება ძალიან მკაფიოდ განსაზღვრული“ საქართველოსთან და მის ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში.

“და ეს პოლიტიკა და პოზიცია იქნება მიმართული მხოლოდ საქართველოს დეოკუპაციისაკენ, მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისკენ და არანაირი ფორმით ეს პოლიტიკა არ განიცდის სამომავლო ტრანსფორმაციას,“– განაცხადა ბაქრაძემ 10 დეკემბერს.

"ძალიან ბევრი ქვეყნის პარლამენტი და ეროვნული ასამბლეა მიიღებს ასეთ დადგენილებას, რაც, რა თქმა უნდა, რუსეთს თავის მხრივ ჩააყენებს კიდევ უფრო მეტად არაკომფორტულ და მორალურად და პოლიტიკურად რთულ ვითარებაში,“– განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა.

რეზოლუციის ინიციატორი, სენატორი შაჰინი, მის რესპუბლიკელ კოლეგასთან ლინდსი გრემთან ერთად, ატლანტიკურ საბჭოში თანათავმჯდომარეობს საქართველოს საკითხზე მომუშავე სპეციალურ ჯგუფს. ეს ორპარტიული ჯგუფი მოსალოდნელია, რომ მოამზადებს მოხსენებას, რომელიც მოიცავს რეკომენდაციებს საქართველოსადმი აშშ–ის პოლიტიკასთან დაკავშირებით.

10 დეკემბერს ატლანტიკურ საბჭოში გაიმართა არასაჯარო მრგვალი მაგიდა გიორგი ბარამიძის მონაწილეობით, რომლის ფარგლებშიც მან ისაუბრა ნატოს–საქართველოს ურთიერთობებში თბილისის ამჟამინდელ პრიორიტეტებზე.

საქართველოს ნატოში მისწრაფება ბარამიძის ვაშინგტონში ვიზიტის ერთ–ერთი წამყვანი თემა იყო.

“გვინდა ვიცოდეთ აშშ–ის პოზიცია, თუ როგორ გახდება საქართველო ნატოს წევრი. იმიტომ, რომ ჩვენ უკვე სამჯერ მოვისმინეთ ნატოსაგან, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და ეს უკვე აღარ არის კითხვის ნიშნის ქვეშ. და ჩვენ გვესაჭიროება აშშ–ის ადმინისტრაციის ძალიან ნათელი პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით და მივიღეთ სრული მხარდაჭერა,“– განუცხადა ბარამიძემ "რუსთავი 2“–ს. 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
18 დეკ.'17 12:37
2018 წლის აპრილში პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება
არჩევნები ჩატარდება ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში, რომლის დეპუტატმაც პარლამენტიდან სუს-ში გადაინაცვლა.
17 დეკ.'17 17:14
ევროპარლამენტის ცხრა წევრი მერაბიშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს, პატივი სცეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას.   
15 დეკ.'17 18:50
ახალ კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობები დაზუსტდება
შესაბამისი შესწორება პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას დაამტკიცა.
15 დეკ.'17 18:06
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.5597, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.0256-ია.    
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.
14 დეკ.'17 13:41
პარლამენტმა ახალ კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
კანონპროექტის საბოლოო მოსმენით მიღება საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.
14 დეკ.'17 10:45
2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელიც 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი.
13 დეკ.'17 18:37
რუსეთი სოხუმთან მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებებს მოაწერს ხელს
მოსკოვი ორ შეთანხმებას ამზადებს ორმაგი მოქალაქეობის და მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
77