Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 19:26 - 14 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
თბილისის თქმით, მტკიცებულებები აფეთქებებთან რუსი ოფიცრის კავშირს ადასტურებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 დეკ.'10 / 15:02

  • რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წყარომ თბილისის განცხადებებს "ზღაპარი“ უწოდა.  

საქართველოს ხელთ არსებული მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც თბილისი ამტკიცებს, რომ შემოდგომაზე განხორციელებული რამდენიმე აფეთქების, მათ შორის ერთი წარუმატებელი აფეთქების მცდელობის უკან აფხაზეთში მყოფი რუსი სამხედრო ოფიცერი დგას, სხვა სამხილებთან ერთად მოიცავს აფხაზეთში განთავსებული რუსული ძალების მიერ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიდან გამოთხოვნილ ინფორმაციას არმომხდარი აფეთქების შესახებ. 

4 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში სექტემბერ–ნოემბერში განხორციელებულ ხუთ აფეთქებასთან დაკავშირებით ექვსი ადამიანი – ოთხი მამაკაცი და ორი ქალი – დააკავა. შსს–ს თანახმად, სულ ცოტა ერთი დაკავებული კავშირშია ოქტომბრის დასაწყისში სამეგრელოში, სარკინიგზო ხიდზე აფეთქების წარუმატებელ მცდელობასთან. თბილისის განცხადებით, ჯგუფი რუსი სამხედრო ოფიცრის ევგენი ბორისოვის მითითებებით მოქმედებდა. შსს–ის თქმით, ბორისოვი აფხაზეთში განთავსებულ რუსულ სამხედრო ნაწილში მსახურობს. მიუხედევად ამისა თბილისი მოერიდა პირდაპირ დაედანაშაულებინა რუსეთის ხელისუფლება აფეთქებების მოწყობაში და მოსკოვს გამოძიებაში თანამშრომლობა შესთავაზა.     

შსს–ს მიერ გავრცელებულ აღიარებით ვიდეო–ჩვენებაში, ერთ–ერთი მთავარი ეჭვმიტანილი, გოგიტა არქანია ამბობს, რომ მან და მისმა ერთ–ერთმა თანამზრახველმა, მერაბ ყოლბაიამ (რომელიც ამჟამად იძებნება და რომელიც პოლიციის თქმით, გალის რაიონს აფარებს თავს) 2 ოქტომბერს ხობის რაიონში, ჭალადიდთან მდებარე სარკინიგზო ხიდზე ასაფეთქებელი მოწყობილობა განათავსეს.

თუმცა, არქანიას ვიდეო–ჩვენების თანახმად, ასაფეთქებელი მოწყობილობა არ ამოქმედდა და ყოლბაია იძულებული გახდა მოეტყუებინა რუსი ოფიცერი, ევგენი ბორისოვი, რომ თითქოს აფეთქება მოხდა, თუმცა ეს ფაქტი ქართულმა მედიამ არ გააშუქა იმის გამო, რომ ხელისუფლებამ მათ ამის ნება არ დართო, ვინაიდან ამ ფაქტს არ გადაეფარა ნატოს გენერალური მდივნის წინა დღის, 1 ოქტომბრის ვიზიტი თბილისში.

შსს–მ საჯარო გახადა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისგან მიღებული ელექტრონული წერილი, რომელიც ატყობინებს სამინისტროს, რომ 3 ოქტომბერს მისიას ცხელი ხაზის საშუალებით დაუკავშირდა აფხაზეთში განთავსებული რუსეთის შეიარაღებული ძალების ვიცე–პოლკოვნიკი ალექსანდრე ბერჩენკო და ითხოვა ინფორმაცია საქართველოს რკინიგზის სენაკი–ფოთის მონაკვეთზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით. ამავე წერილის თანახმად, ბერჩენკოს ევროპელი დამკვირვებლებისთვის უთქვამს, რომ ამ თითქოსდა უბედური შემთხვევის შესახებ ინფორმაცია რუს სამხედროებს აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე გადასული პირებისგან მიუღიათ. მან ასევე თხოვა დამკვირვებლებს გადაეცათ თბილისისთვის, რომ რუსული მხარე მზად იყო დახმარების აღმოსაჩენად. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ დაუდასტურა Civil.ge-ს, რომ ამგვარი შეკითხვით მართლაც მიმართა მისიას რუსმა სამხედრო მოსამსახურემ, რომელიც მისიასთან ცხელი ხაზის მეშვეობით კონტაქტზე არის პასუხისმგებელი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო და ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა 8 დეკემბერს განუცხადა Civil.ge-ს, რომ ევგენი ბორისოვისთვის აფეთქების შესახებ სარწმუნო ინფორმაციის მოსაპოვებლად ერთადერთი გზა იყო დაკავშირებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. უტიაშვილის თქმით, ვინაიდან აფეთქება რეალურად არც მომხდარა, როგორც ჩანს, მათ, ვინც ამ კითხვით მიმართეს მისიას, სავარაუდოდ, იცოდნენ წინასწარ, რომ ეს აფეთქება იგეგმებოდა. სამინისტროს ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა სარკინიგზო ხიდზე ადგილობრივმა მაცხოვრებელმა "შემთხვევით" ნახა 7 ოქტომბერს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ მთავარი ეჭვმიტანილები პირადად ან ტელეფონით უკავშირებოდნენ რუს ოფიცერს თითოეული აფეთქების წინ და შემდეგ. შსს–ს თქმით, ისინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სახელზე რეგისტრირებულ მობილურის ნომერზე რეკავდნენ.

რუსეთს ოფიციალური საჯარო განცხადება თბილისის ბრალდებებზე ჯერ არ გაუკეთებია. თუმცა რუსული გაზეთი "კომერსანტი“ 8 დეკემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ეს იყო თბილისის "კიდევ ერთი ცუდად დაგეგმილი და ცუდად დადგმული პროვოკაცია“.

"საქართველოს ხელმძღვანელობა ძალიან უხეშად მოქმედებს. საჭიროა მეტი შემოქმედებითობა, ვიდრე ისეთი ზღაპრები რომ ტელეფონის ნომრები რუსეთის თავდაცვის სამინისტროზეა დარეგისტრირებული,“ – აცხადებს წყარო.

"კომერსანტი“ ასევე წერს, რომ მასთან საუბარში რუსეთის საგარეო უწყების წყარომ ივარაუდა, რომ საქართველომ თავისი ბოლო ბრალდება მიზანმიმართულად დაამთხვია ევროკავშირი–რუსეთის მაღალი დონის სამიტს, რომელიც ბრიუსელში 7 დეკემბერს გაიმართა.

როდესაც საქართველომ ნოემბრის დასაწყისში რუსეთის სამხედრო დაზვერვის ჯაშუშური ქსელის გამოვლენის შესახებ გააკეთა განცხადება, მაშინ მოსკოვმა განაცხადა, რომ ეს იყო პროვოკაცია, რომელიც საერთაშორისო ყურადღების მიპყრობას ისახავდა მიზნად ნატოს ლისაბონის და ეუთოს ასტანას სამიტების წინ.

იმავდროულად, ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა, რომლის პარტიის ოფისიც ნოემბერში მომხდარი აფეთქების დროს დაზიანდა, განაცხადა 8 დეკემბერს, რომ იგი "უნდობლობას“ უცხადებს საქართველოს ხელისუფლების ვერსიას. მან აფეთქებების დაგეგმვაში პრეზიდენტი სააკაშვილი დაადანაშაულა. თბილისი 28 ნოემბერს ლეიბორისტული პარტიის ცენტრალურ ოფისთან მომხდარი აფეთქების დროს ერთი ქალბატონი დაიღუპა.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.
14 დეკ.'17 13:41
პარლამენტმა ახალ კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
კანონპროექტის საბოლოო მოსმენით მიღება საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.
14 დეკ.'17 10:45
2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელიც 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი.
13 დეკ.'17 18:37
რუსეთი სოხუმთან მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებებს მოაწერს ხელს
მოსკოვი ორ შეთანხმებას ამზადებს ორმაგი მოქალაქეობის და მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ.
13 დეკ.'17 16:06
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.25%-მდე გაზარდა
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 2018 წლის 31 იანვარს გაიმართება.
13 დეკ.'17 12:18
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2017 წლის იანვარ-ნოემბერში
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4.68 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
12 დეკ.'17 18:51
დეპუტატები ქალთა სავალდებულო კვოტირების ინიციატივას მხარს უჭერენ
დეპუტატ ეკა ბესელიას თქმით, საკანონმდებლო ინიციატივის მიღება 2018 წლის ადრეულ გაზაფხულზე იგეგმება. 
12 დეკ.'17 16:29
ჟენევასა და ბერლინში საქართველოს დიპლომატიურ მისიებს ახალი ელჩები უხელმძღვანელებენ
ვიქტორ დოლიძე და ელგუჯა ხოკრიშვილი უფლებამოსილების განხორციელებას 2018 წლის იანვრიდან შეუდგებიან.
12 დეკ.'17 02:01
კიევის სასამართლომ სააკაშვილი გაათავისუფლა
სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა სააკაშვილისთვის ორთვიანი შინაპატიმრობის შეფარდების თაობაზე.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
7