Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:26 - 18 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
შსს–მ 'ტერორისტული აქტები' რუსეთს დაუკავშირა, ბრალდებულების ნაწილი დააკავა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 დეკ.'10 / 14:39

შსს–მ 7 დეკემბერს განაცხადა, რომ 2010 წლის სექტემბერ–ნოემბერში საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული "ტერორისტული აქტების სერიის“ ორგანიზებაში, რუსი ოფიცრის დაკვეთით მოქმედი ექვსი პირი 4 დეკემბერს დააკავა, ხოლო დანარჩენ ორზე ძებნა გამოაცხადა.

შსს–ის ცნობით, საუბარია 22 სექტემბერს თბილისში აშშ–ს საელჩოს სიახლოვეს მომხდარ აფეთქებაზე; 21 ოქტომბერს – თბილისის რკინიგზის სადგურთან ორ აფეთქებაზე; 2 ოქტომბერს – ხობის რაიონში ჭალადიდის სარკინიგზო ხიდზე აფეთქების მცდელობაზე; 28 ნოემბერს მუხიანსა და ლეიბორისტული პარტიის ცენტრალურ ოფისთან მომხდარ აფეთქებებზე. ამ უკანასკნელს ერთი ქალბატონი ემსხვერპლა.

შსს–ის ცნობით, დაკავებულ ექვს პირს შორისაა: გალის რაიონის მკვიდრი გოგიტა არქანია - აფეთქებების შემსრულებელი, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე; ჯონი აბულაძე და მარიამ ნიკოლავა - თანამონაწილეეები, ასაფეთქებელი ნივთიერებების შემნახველ-გადამზიდავები; გოჩა ხურცილავა - მძღოლის ფუნქციის შემსრულებელი; გოდერძი არქანია და ლელა ხურცილავა – თანამონაწილეები.

ორი პირი, შსს–ის თანახმად, აფეთქებების ორგანიზატორები და შემსრულებლები მერაბ ყოლბაია, მეტსახელად "კოჭოია“ და მუხრან ცხადაია, რომლებზეც ძებნაა გამოცხადებული, ამჟამად თავს გალის რაიონს აფარებენ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ აფეთქებებზე დავალებებს, ასაფეთქებელი ნივთიერებებს და შესრულებული სამუშაოსთვის ანაზღაურებას ისინი იღებდნენ აფხაზეთში მყოფი რუსეთის შეიარაღებული ძალების ოფიცრისგან, ევგენი (ჟენია) ბორისოვისგან.

"ეს კავშირი სხვა მტკიცებულებითაც დასტურდება,“– განაცხადა მან, "დადგენილია, რომ ყოველი აფეთქების წინ და შემდეგ ბორისოვს ტელეფონით ან უშუალოდ ატყობინებდნენ ოპერაციის მომზადებას და ასევე შესრულებას. სატელეფონო ნომერი, რომელსაც ეჭვმიტანილებთან კავშირისთვის იყენებდა ბორისოვი, დარეგისტრირებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სახელზე“.

ზღულაძის ინფორმაციით, მაიორი ბორისოვი 2008 წლის მარტ–ოქტომბერში მსახურობდა ზუგდიდის რაიონის სოფელ ურთაში დისლოცირებული რუსეთის სამშვიდობო ძალების სამხრეთი ზონის შტაბის უფროსის მოადგილედ.

“გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ნებისმიერ მხარესთან და იმედი გვაქვს, რომ რუსეთის ფედერაციის შესაბამისი სამსახურების მხრიდან კონსტრუქციული დამოკიდებულების შემთხვევაში შესაძლებლობა გვექნება საქმეში მონაწილე სხვა პირების და მოწმეების დაკითხვის,“– განაცხადა მან ბრიფინგზე.

იმადროულად შსს–მ გაავრცელა დაკავებული პირების აღიარებითი ვიდეო–ჩვენებები და ამოღებული ასაფეთქებელი მოწყობილობის ამსახველი კადრები.

შსს–ის ცნობით, აღმოჩენილია 13 ერთეული ასაფეთქებელი მოწყობილობა, მათ შორის, ჰექსოგენით სავსე 9 ქილა, რომელთაგანაც 4 ქილაში ლურსმნები იყო გარეული, ხოლო 1 ქილაში – ტყვიის გულები.

“სულ ამოღებულია 10 კილოგრამი. ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენი,“– განაცხადა შსს–მ.

 

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
18 დეკ.'17 18:26
საქართველომ და ბელარუსმა საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური მინსკს სტუმრობს.
18 დეკ.'17 17:54
სირიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი მარგოშვილი ჰამას პროვინციაში ასადის ძალების წინააღმდეგ ბრძოლის დროს დაიღუპა. 
18 დეკ.'17 16:13
პარლამენტში ქართული ოცნების კიდევ ორი ფრაქცია შეიქმნება
მმართველი პარტიის წევრები უარყოფენ მედიის ინფორმაციას, რომ ეს ცვლილება შიდა უთანხმოებას უკავშირდება.
18 დეკ.'17 12:37
2018 წლის აპრილში პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება
არჩევნები ჩატარდება ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში, რომლის დეპუტატმაც პარლამენტიდან სუს-ში გადაინაცვლა.
17 დეკ.'17 17:14
ევროპარლამენტის ცხრა წევრი მერაბიშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს, პატივი სცეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას.   
15 დეკ.'17 18:50
ახალ კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობები დაზუსტდება
შესაბამისი შესწორება პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას დაამტკიცა.
15 დეკ.'17 18:06
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.5597, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.0256-ია.    
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
76