Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 19:26 - 14 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ეროვნული ბანკი წლის ბოლოსთვის ინფლაციის 10.6%-მდე გაზრდას ელის
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 დეკ.'10 / 18:59

ეროვნული ბანკის პროგნოზით, წლის ბოლოსთვის წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 10.6%–მდე გაიზრდება, რაც 2007 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება.

ეროვნული ბანკის მიერ 30 ნოემბერს გამოქვეყნებულ ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში ნათქვამია, რომ ინფლაციის მაღალი დონე გარეშე ფაქტორებს, ძირითადად კი საკვებზე ფასების ზრდას უკავშირდება.

"მსოფლიოში ხორბლის მოსავლის გაფუჭებასთან დაკავშირებით გაიზარდა ხორბლის საერთაშორისო ფასი, რაც სავარაუდოდ, ასევე აისახება საქართველოში პურპროდუქტების და ბურღულეულის ფასებზე, აგრეთვე იმ პროდუქტების ფასზე, რომელთა წარმოებაც უშუალოდ არის დაკავშირებული ხორბალზე, კერძოდ, ხორცპროდუქტებზე, რძის ნაწარმზე, კვერცხზე და მზესუმზირის ზეთზე,“ – ნათქვამია ანგარიშში.

ბოლოს ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელი 2007 წელს დაფიქსირდა, როდესაც ინფლაციის დონემ 11%–ი შეადგინა.

ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა განაცხადა 12 ნოემბერს, რომ მთავრობას მოუწია ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებლის გადახედვა და მისი გაზრდა 6%–დან 9%–მდე.

წლიურმა ინფლაციამ ოქტომბერში 9.6% შეადგინა (სექტემბერში 9.8%). ეროვნული ბანკი ნოემბრის ინფლაციის მაჩვენებელს მომავალ კვირას გამოაქვეყნებს.

უახლესი ამბები
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.
14 დეკ.'17 13:41
პარლამენტმა ახალ კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
კანონპროექტის საბოლოო მოსმენით მიღება საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.
14 დეკ.'17 10:45
2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელიც 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი.
13 დეკ.'17 18:37
რუსეთი სოხუმთან მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებებს მოაწერს ხელს
მოსკოვი ორ შეთანხმებას ამზადებს ორმაგი მოქალაქეობის და მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ.
13 დეკ.'17 16:06
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.25%-მდე გაზარდა
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 2018 წლის 31 იანვარს გაიმართება.
13 დეკ.'17 12:18
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2017 წლის იანვარ-ნოემბერში
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4.68 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
12 დეკ.'17 18:51
დეპუტატები ქალთა სავალდებულო კვოტირების ინიციატივას მხარს უჭერენ
დეპუტატ ეკა ბესელიას თქმით, საკანონმდებლო ინიციატივის მიღება 2018 წლის ადრეულ გაზაფხულზე იგეგმება. 
12 დეკ.'17 16:29
ჟენევასა და ბერლინში საქართველოს დიპლომატიურ მისიებს ახალი ელჩები უხელმძღვანელებენ
ვიქტორ დოლიძე და ელგუჯა ხოკრიშვილი უფლებამოსილების განხორციელებას 2018 წლის იანვრიდან შეუდგებიან.
12 დეკ.'17 02:01
კიევის სასამართლომ სააკაშვილი გაათავისუფლა
სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა სააკაშვილისთვის ორთვიანი შინაპატიმრობის შეფარდების თაობაზე.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
90