Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 19:12 - 21 თებ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
გიორგი ბარამიძე სოჭში ოლიმპიური თამაშების ჩატარების წინააღმდეგია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 ნოე.'10 / 19:47

საქართველოს ვიცე–პრემიერმა და სახელმწიფო მინისტრმა ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ იგი პირადად იზიარებს იმ ქართველი დეპუტატების განწყობას, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარებას სოჭში.

დეპუტატების ჯგუფმა პარლამენტის საგარეო საქმეთა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულებთან ურთიერთობის კომიტეტებიდან, ასევე ტერიტორიული მთლიანობის საპარლამენტო კომისიიდან ეს საკითხი 19 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. 
 
"კანონმდებლები მიიჩნევენ, რომ  საჭიროა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტები, საერთაშორისო თანამეგობრობა დაარწმუნონ 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის სხვა ქვეყანაში გამართვის აუცილებლობაში,“ – განაცხადა საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურმა შეხვედრის შემდეგ. 

აფხაზეთის ოკუპაციის ფაქტორის გარდა, დეპუტატმა მმართველი პარტიიდან ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა შეხვედრის შემდეგ, რომ გასათვალისწინებელია ის გარემოება რომ სოჭის ოლიმპიური თამაშები "იმართება იმ ადგილას, რომელსაც ჩერქეზთა გენოციდის ადგილად მიიჩნევენ“. 

"ოლიმპიური ქარტიის შესაბამისად კი, შეუძლებელია ოლიმპიური თამაშების იმ ადგილას გამართვა, სადაც ხალხის გენოციდი განხორციელდა,"– განაცხადა წიკლაურმა.

პარლამენტს ამ საკითხზე რაიმე ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ისინი განაგრძობენ დისკუსიებს საბოლო პოზიციის შესამუშავებლად. 

25 ნოემბერს პრაღაში, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან კარელ შვარცენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას, გიორგი ბარამიძემ განაცხადა: "მე პირადად სოლიდარობას ვუცხადებ პარლამენტის წევრებს, რადგანაც მესმის მათი განწყობა, მესმის, თუ რატომ ფიქრობენ ისინი, რომ რუსეთი არ იმსახურებს იყოს ოლიმპიური თამაშების მასპინძელი, ვინაიდან ოლიმპიური მოძრაობა რაღაც განსხვავებულია იმისგან, რის დემონსტრირებასაც რუსეთი დღეს ახდენს“.

"არა მგონია, რომ ოლიმპიური მოძრაობა ახლოსაა ასიათასობით ადამიანის მკვლელობასთან ჩრდილოეთ კავკასიაში, ჩეჩნეთში და კიდე სხვაგან, საკუთარი ჟურნალისტების მოკვლასთან, ბიზნესმენების ციხეში ჩასმასთან მხოლოდ იმიტომ, რომ მათ განსხვავებული აზრები ჰქონდათ და არა მგონია, რომ კარგი იდეა იყოს მეზობელი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაცია. ეს ადგილი – სოჭი – როგორც იცით, ძალიან ახლოსაა საქართველოს საზღვართან, სადაც ჩვენ უკანონო ოკუპაცია გვაქვს... და არა მგონია, რომ ოლიმპიური სულისკვეთება რამენაირად ახლოსაა საერთაშორისო სამართლის უპატივცემულობის იდეასთან, ადამიანის უფლებების უპატივცემულობის იდეასთან,“ – განაცხადა მან. 

ბარამიძემ "ბარბაროსული აქტი“ უწოდა იმ ქმედებას, რომ აფხაზეთში რუსეთმა ცოტა ხნის წინ "მე–10 საუკუნის ქართული ეკლესია გადაღება და მასზე რუსული [სტილის] გუმბათი აღმართა... გაანადაგურა ამ ეკლესიის ფრესკები“. 

"ყოველდღე ხალხს კლავენ და აუპატიურებენ ადგილზე [აფხაზეთში], სოჭიდან მხოლოდ რამოდენიმე კილომეტრში,“ – განაცხადა ბარამიძემ. 

საქართველოს გაკეთებული ჰქონდა განაცხადი, რომ 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის ბორჯომსა და ბაკურიანში ემასპინძლა. თუმცა, მას შემდეგ რაც მას უარი უთხრეს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 2007 წლის თებერვალში, რომ საქართველო სოჭთან დაკავშირებით რუსეთის განაცხადს დაუჭერდა მხარს.

”ოლიმპიური თამაშები სოჭში ხელს შეუწყობს სამშვიდობო პროცესებს რეგიონში, რომელიც ყოველთვის ასოცირდებოდა კონფლიქტებთან. ამ კუთხით [ოლიმპიური თამაშები] დადებითი სტიმული იქნება რეგიონალური თანამშრომლობისთვის,"- განაცხადა სააკაშვილმა მაშინ.

უახლესი ამბები
21 თებ.'18 19:12
პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
ახალი რეგულაციებით საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებები ფართოვდება, რასაც სხვა მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი და საპარლამენტო ოპოზიცია ეწინააღმდეგება.
21 თებ.'18 18:41
ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარე საქართველოს სტუმრობდა
ვიზიტის ფარგლებში რეფატ ჩუბაროვი ირაკლი კობახიძეს და სოზარ სუბარს შეხვდა.
21 თებ.'18 18:15
მარგველაშვილი ახალგაზრდობას დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავის აღნიშვნაში ჩართვისკენ მოუწოდებს
საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეს 2018 წლის 26 მაისს აღნიშნავს.  
21 თებ.'18 15:19
ჯანელიძე მოქალაქეებს უვიზო რეჟიმის დარღვევის თაობაზე აფრთხილებს
დღემდე შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმით საქართველოს დაახლოებით 220 000 მოქალაქემ ისარგებლა.
19 თებ.'18 16:20
კვირიკაშვილი მიუნხენში მსოფლიოს ლიდერებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი 16-18 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრო.
19 თებ.'18 15:21
სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
დემირელის კოლეჯის მმართველი მისი ექსტრადირების საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე თავისუფალი იქნება.
19 თებ.'18 13:30
არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები მუხთარლის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ
ერთობლივ განცხადებას ხელს 35 ორგანიზაცია აწერს.
17 თებ.'18 14:10
მარგველაშვილი ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
ლიტვის დამოუკიდებლობის აღდეგენის 100 წლისთავის აღსანიშნავად ვილნიუსში ევროპელი ლიდერები ჩავიდნენ.
16 თებ.'18 16:05
მთავრობა მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივით გამოდის
ინიციატივის მიხედვით, მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო განაკვეთი 5-ჯერ შემცირდება.
16 თებ.'18 13:50
ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრო
ვიზიტის ფარგლებში, ქუმსიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
93