Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 19:26 - 14 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ცვლილებები 2010 წლის ბიუჯეტში
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 ნოე.'10 / 16:30

პარლამენტმა დღეს 88 ხმით მხარი დაუჭირა 2010 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს, რომლის შედეგადაც შემოსავლებმა 5.363 მლრდ ლარი, ხოლო ხარჯებმა 5.607 მლრდ ლარი შეადგინა.

ცვლილებებამდე, მიმდინარე წლის საბიუჯეტო შემოსავლები 5.412 მლრდ ლარის, ხარჯები კი – 5.690 მლრდ ლარის ოდენობით იყო განსაზღვრული. გრანტები, ცვლილებების შედეგად, 537 მლნ ლარიდან იკლებს 464 მლნ ლარამდე.

ეს წელს უკვე მეორე ცვლილებაა ბიუჯეტში, რომლითაც 2010 წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%–მდე გაიზარდა 4.5%–დან. დამტკიცებისას ბიუჯეტი 2%–იან ეკონომიკურ ზრდაზე იყო გათვლილი, თუმცა ეს მაჩვენებელი ივნისში განხორციელებული ცვლილებების შედეგად 4.5%–მდე გაიზარდა.

ფინანსთა მინისტრის კახა ბაინდურაშვილის თქმით, ბიუჯეტში ცვლილებები განაპირობა საგადასახადო შემოსავლების, დაახლოებით, 20 მლნ ლარით ზრდამ და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ გამოყოფილმა სესხმა, რომელიც თურქეთთან დამაკავშირებელი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობაზე დაიხარჯება. შესაბამისად, ყველაზე მეტად გაიზარდა ენერგეტიკის სამინისტროს დაფინანსება.

ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო მინისტრების აპარატების გარდა, საბიუჯეტო ცვლილებები ყველა სხვა უწყებასაც შეეხო.

წლევანდელი დაფინანსება გაეზარდათ შემდეგ სამინისტროებს: 

  • ენერგეტიკის სამინისტრო  – 199.2 მლნ ლარი (აქამდე იყო 23.8 მლნ ლარი);
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 71.2 მლნ ლარი (იყო 55.6 მლნ ლარი);
  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო– 1.610 მლრდ ლარი (იყო 1.607 მლრდ ლარი);
  • თავდაცვის სამინისტრო – 748.7 მლნ ლარი (იყო 744.5 მლნ ლარი);
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო – 550 მლნ ლარი (იყო 548 მლნ ლარი);
  • იუსტიციის სამინისტრო – 47.5 მლნ ლარი (იყო 45.3 მლნ ლარი);
  • სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო - 125.3 მლნ ლარი  (იყო 122.8 მლნ ლარი);
  • კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო – 57 მლნ ლარი (იყო 54.9 მლნ ლარი);
  • სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო –  31 მლნ ლარი (იყო 29.2 მლნ ლარი);
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო – 30 მლნ ლარი (იყო 29 მლნ ლარი).

ხარჯები შეეკვეცა შემდეგ უწყებებს:

  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 689.4 მლნ ლარი (იყო 782.3 მლნ ლარი); მაგრამ იზრდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსება 240 მლნ ლარამდე თავდაპირველად გათვალისწინებული 194 მლნ ლარიდან;
  • ფინანსთა სამინისტრო  – 317.7 მლნ ლარი (იყო 348.6 მლნ ლარი);
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – 552.9 მლნ ლარი (იყო 554.8 მლნ ლარი);
  • სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 38.3 მლნ ლარი (იყო 40.2 მლნ ლარი);
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო – 39.6 მლნ ლარი (იყო 40.3 მლნ ლარი).

ცვლილებების თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის საბიუჯეტო დაფინანსება იზრდება და 38.3 მლნ ლარს აღწევს.  2010 წელს მაუწყებელმა დაგეგმილი საბიუჯეტო დაფინანსების – 25 მლნ ლარის  – გარდა, ასევე მიიღო 10 მლნ ლარი მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, რაც ამ დრომდე ბიუჯეტში არ იყო ასახული. დაფინანსების გაზრდილი ოდენობის ძირითადი ნაწილი "პირველ კავკასიურ არხს“ ხმარდება.

 

უახლესი ამბები
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.
14 დეკ.'17 13:41
პარლამენტმა ახალ კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
კანონპროექტის საბოლოო მოსმენით მიღება საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.
14 დეკ.'17 10:45
2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელიც 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი.
13 დეკ.'17 18:37
რუსეთი სოხუმთან მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებებს მოაწერს ხელს
მოსკოვი ორ შეთანხმებას ამზადებს ორმაგი მოქალაქეობის და მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ.
13 დეკ.'17 16:06
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.25%-მდე გაზარდა
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 2018 წლის 31 იანვარს გაიმართება.
13 დეკ.'17 12:18
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2017 წლის იანვარ-ნოემბერში
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4.68 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
12 დეკ.'17 18:51
დეპუტატები ქალთა სავალდებულო კვოტირების ინიციატივას მხარს უჭერენ
დეპუტატ ეკა ბესელიას თქმით, საკანონმდებლო ინიციატივის მიღება 2018 წლის ადრეულ გაზაფხულზე იგეგმება. 
12 დეკ.'17 16:29
ჟენევასა და ბერლინში საქართველოს დიპლომატიურ მისიებს ახალი ელჩები უხელმძღვანელებენ
ვიქტორ დოლიძე და ელგუჯა ხოკრიშვილი უფლებამოსილების განხორციელებას 2018 წლის იანვრიდან შეუდგებიან.
12 დეკ.'17 02:01
კიევის სასამართლომ სააკაშვილი გაათავისუფლა
სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა სააკაშვილისთვის ორთვიანი შინაპატიმრობის შეფარდების თაობაზე.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
88