Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:26 - 18 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საარჩევნო რეფორმის ჯგუფის მუშაობის წესზე მსჯელობა გაგრძელდება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 ნოე.'10 / 20:04

მმართველი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საარჩევნო  სისტემის რეფორმაზე მოლაპარაკებების ფარგლებში კიდევ ერთ შეხვედრას გამართავენ "ტექნიკურ ასპექტებზე“, ხოლო 1 დეკემბერიდან არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების არსებით განხილვაზე გადავლენ.

17 ნოემბერს ცესკოში გამართული მოლაპარაკებების მთავარი თემა გადაწყვეტილების მიღების წესი და სხვა პროცედურული საკითხები იყო.

შეხვედრის შედეგად მონაწილეებს შეთანხმების ოქმისთვის ხელი არ მოუწერიათ, თუმცა მათ აღნიშნეს, რომ გადაწვეტილების მიღების საკითხზე თავიანთი პოზიციები დააახლოვეს.

როგორც მოსალოდნელია, 24 ნოემბერს დაგეგმილ მომდევნო შეხვედრაზე, მოლაპარაკებების მონაწილეები შეთანხმდებიან, რომ ის გადაწყვეტილებები, რომლებზეც ისინი კონსენსუსის გზით მიაღწევენ შეთანხმებას, ავტომატურად იქნება მიღებული პარლამენტის მიერ, შემდგომი ცვლილებების გარეშე. თუმცა, ის საკამათო საკითხები, რომელზეც მხარეები ვერ მიაღწევენ კონსენსუსს, საკანონმდებლო ორგანოში იქნება განხილული, სადაც მმართველი პარტია უმრავლესობით არის წარმოდგენილი.

მონაწილეები იმ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ნუსხაზე შეთანხმდნენ, რომლებიც დამკვირვებლების სტატუსით დაესწრებიან მოლაპარაკებებს. ესენი არიან: სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; ახალი თაობა – ახალი ინიციატივა და საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო.

გარდა ამისა, მონაწილეები შეთანხმდნენ კიდევ ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია დაასახელონ, რომლებიც ასევე დამკვირვებლის სტატუსით დაესწრებიან მოლაპარაკებებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ რვა ოპოზიციური პარტია, რომელთაც საარჩევნო სისტემის რეფორმაზე  ერთობლივი წინადადებები წარადგინეს და ასევე მმართველი პარტია თითო–თითო არასამთავრობო ორგანიზაციას დაასახელებენ, ხოლო დანარჩენი მონაწილე პარტიები  – კიდევ ორს ერთობლივად.

პროცესის წარმართვას, მათ შორის შეხვედრების ოქმის მომზადებას უზრუნველყოფს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES).

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
18 დეკ.'17 18:26
საქართველომ და ბელარუსმა საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური მინსკს სტუმრობს.
18 დეკ.'17 17:54
სირიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი მარგოშვილი ჰამას პროვინციაში ასადის ძალების წინააღმდეგ ბრძოლის დროს დაიღუპა. 
18 დეკ.'17 16:13
პარლამენტში ქართული ოცნების კიდევ ორი ფრაქცია შეიქმნება
მმართველი პარტიის წევრები უარყოფენ მედიის ინფორმაციას, რომ ეს ცვლილება შიდა უთანხმოებას უკავშირდება.
18 დეკ.'17 12:37
2018 წლის აპრილში პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება
არჩევნები ჩატარდება ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში, რომლის დეპუტატმაც პარლამენტიდან სუს-ში გადაინაცვლა.
17 დეკ.'17 17:14
ევროპარლამენტის ცხრა წევრი მერაბიშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს, პატივი სცეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას.   
15 დეკ.'17 18:50
ახალ კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობები დაზუსტდება
შესაბამისი შესწორება პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას დაამტკიცა.
15 დეკ.'17 18:06
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.5597, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.0256-ია.    
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
77