Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:26 - 18 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
თბილისი მიესალმება ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 ნოე.'10 / 23:59

საქართველოს ხელისუფლება მიესალმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 16 ნოემბერს მიღებულ რეზოლუციას, განსაკუთრებით დოკუმენტის იმ ნაწილს, სადაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ”ოკუპირებულ ტერიტორიებად” არის მოხსენიებული.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ, რომელიც აერთიანებს დეპუტატებს ალიანსის წევრი სახელმწიფოებიდან, ასევე ასოცირებულ დელეგატებს ნატოს პარტნიორი ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან და რუსეთიდან, ვარშავაში გამართულ სესიაზე მიიღო რამოდენიმე რეზოლუცია, მათ შორის ერთ-ერთი საქართველოზე, რომელსაც შესასრულებლად სავალდებულო ხასიათი არ გააჩნია.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ასამბლეა ”ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული სიტუაციის გამო” და მოუწოდებს მოსკოვს, ცხინვალსა და სოხუმს ”შეცვალონ შედეგი იმისა, რაც საქართველოს კონფლიქტზე ფაქტების დამდგენმა დამოუკიდებელმა საერთაშორისო მისიამ და სხვა საერთაშორისო დოკუმენტებმა აღწერეს როგორც ეთნიკური წმენდა.”

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები რეზოლუციის სწორედ ამ ორ მომენტს - ”ოკუპირებული ტერიტორიების” და ”ეთნიური წმენდის” ხსენებას - უსვამდნენ ხაზს, როდესაც დოკუმენტს აფასებდნენ.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა რეზოლუციის მიღებამდე რამოდენიმე საათით ადრე ქუთაისში განაცხადა, რომ რუსეთი ძალ-ღონეს არ იშურებდა, რათა რეზოლუციაში ეს ტერმინები არ ჩაწერილიყო.

პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ, რომელიც ვარშავაში საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა, "რუსთავი 2"-ს განუცხადა, რომ რეზოლუცია რუსეთისთვის მორიგი პოლიტიკური დარტყმაა.  
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ, რომელმაც რეზოლუციის მიღების შემდეგ ბრიფინგი გამართა, განაცხადა, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ”ოკუპირებულ ტერიტორიებად” მოიხსენია.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან სამი თვის შემდეგ, ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო დეკლარაცია, სადაც დაგმობილი იყო რუსეთის მიერ ”არაპროპორციული ძალის გამოყენება” და ”საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია”; იმავე დოკუმენტში ასევე დაგმობილი იყო ”ქართველების ეთნიკური წმენდა სამხრეთ ოსეთში.”

2010 წლის 16 ნოემბერს მიღებულ რეზოლუციაში, ასამბლეა მიესალმა რუსეთის მიერ სოფელ პერევის დატოვებას, თუმცა იქვე შეშფოთება გამოთქვა რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის სასაზღვრო ჯარების მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასზღვარზე მიმოსვლის გამკაცრებული პროცედურების შემოღების გამო.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ასამბლეა ”ღრმად შეშფოთებულია” რომ რუსეთის სამხედრო ძალები არ დაბრუნებიან აგვისტოს ომამდე არსებულ პოზიციებს, როგორც ეს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული.

რეზოლუცია მიესალმება საქართველოს სტრატეგიას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში და მის სამოქმედო გეგმას და ასევე მოუწოდებს ნატოს წევრ სახელმწიფოებს კიდევ ერთხელ დაადასტურონ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მართალია რეზოლუცია არ არის სავალდებულო ხასიათის, მაგრამ ის მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მსგავსი დოკუმენტები, განსაკუთრებით კი ნატოს ლისაბონის სამიტის წინ, ქმნიან ზოგად განწყობას, რაც საქართველოსთვის გრძელვადიან პერსპექტივაში დადებითი შედეგის მომტანი იქნება.

რეზოლუციაში ასევე საუბარია საქართველოს საკონსტიტუციო და დემოკრატიულ რეფორმებზე.

უახლესი ამბები
18 დეკ.'17 18:26
საქართველომ და ბელარუსმა საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური მინსკს სტუმრობს.
18 დეკ.'17 17:54
სირიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი მარგოშვილი ჰამას პროვინციაში ასადის ძალების წინააღმდეგ ბრძოლის დროს დაიღუპა. 
18 დეკ.'17 16:13
პარლამენტში ქართული ოცნების კიდევ ორი ფრაქცია შეიქმნება
მმართველი პარტიის წევრები უარყოფენ მედიის ინფორმაციას, რომ ეს ცვლილება შიდა უთანხმოებას უკავშირდება.
18 დეკ.'17 12:37
2018 წლის აპრილში პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება
არჩევნები ჩატარდება ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში, რომლის დეპუტატმაც პარლამენტიდან სუს-ში გადაინაცვლა.
17 დეკ.'17 17:14
ევროპარლამენტის ცხრა წევრი მერაბიშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს, პატივი სცეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას.   
15 დეკ.'17 18:50
ახალ კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობები დაზუსტდება
შესაბამისი შესწორება პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას დაამტკიცა.
15 დეკ.'17 18:06
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.5597, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.0256-ია.    
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
115