Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 14:10 - 17 თებ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მერაბიშვილი: სხვა რუსულ ჯაშუშურ ქსელებზე თვალთავალი წარმოებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 ნოე.'10 / 13:54

ახლახანს გამოვლენილი  რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (გრუ) ჯაშუშთა ქსელი არ არის ერთადერთი, რომელიც საქართველოში მოქმედებს და საქართველოს კონტრდაზვერვა სხვა ასეთ ქსელებზეც აწარმოებს დაკვირვებას, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა

“ეს არ არის ერთადერთი ოპერაცია, რომელიც დღეს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში მიმდინარეობს. სხვა ქსელები საქართველოში მუშაობენ, არიან სხვა [რუსეთის] სპეცსამსახურები. როგორც მინიმუმ სამი სპეცსამსახური მუშაობს საქართველოში რუსული:  ეს არის ე.წ. გრუ, ეს არის  ფე-ეს-ბე და ეს არის ეს-ვე-ერ [საგარეო დაზვერვის სამსახური],“– განაცხადა მან ტელეკომპანია "იმედთან“ ინტერვიუში.

მისი თქმით, გრუს სხვა ჯაშუშთა ქსელებზე საქართველოს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი "თვალთვალით“ არის დაკავებული და "დამატებით ინფორმაციას“ აგროვებს.

“იმედმა“ მერაბიშვილის ინტერვიუს მხოლოდ ნაწილი გაუშვა ხუთშაბათს საღამოს, რომლის სრულ ვერსიას, ტელეკომპანიის განცხადებით, შაბათს საღამოს გადასცემს.

მერაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის რეაქცია ჯაშუშების გამოვლენაზე იყო იმაზე მეტად რბილი, ვიდრე 2006 წელს, როცა თბილისმა ჯაშუშობის ბრალდებით ოთხი რუსი სამხედრო ოფიცერი დააკავა. მაშინ რუსეთმა შეწყვიტა საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო და სარკინიგზო მიმოსვლა, ასევე საფოსტო კავშირი საქართველოსთან და 2 300–ზე მეტი რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის დეპორტაცია მოახდინა.

მერაბიშვილის თქმით, მაშინ რუსეთი საქართველოს „სატელიტად“  და „მეოთხეხარისხოვან ქვეყნად“ აღიქვამდა და ისეთი ქვეყნისგან, რომელსაც ის ”რაღაც არარაობად” მიიჩნევდა ჯაშუშების გამოვლენა განსაკუთრებით მტკივნეული იყო. მისი თქმით, ახლა რუსეთი უკვე ”შეეჩვია”, რომ საქართველოს შესწევს უნარი გამოავლინოს მისი ჯაშუშური ქსელი.

”მე მგონი [ამ ბოლო შემთხვევაზე რუსეთის] რეაქცია ადეკვატური იყო, დაახლოებით ისეთი რეაქცია იყო, რაც მათ ჰქონდათ, ვთქვათ, ევროპის ქვეყნებში აღმოჩენილ ჯაშუშებთან დაკავშირებით. მე მახსოვს რომ რეაქცია, ამერიკაში როცა რუსი ჯაშუშები აღმოაჩინეს, რუსეთის პრეზიდენტის რეაქცია უფრო აგრესიული იყო, ვიდრე საქართველოს წინააღმდეგ იმიტომ, რომ ფაქტიურად ის შეეჩვია,” – განაცხადა მან.

”მერწმუნეთ, როცა ჩვენ მესამედ გამოვავლენთ [ჯაშუშებს], რეაქცია შეიძლება საერთოდ აღარ ჰქონდეთ,” – დასძინა მერაბიშვილმა.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
17 თებ.'18 14:10
მარგველაშვილი ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
ლიტვის დამოუკიდებლობის აღდეგენის 100 წლისთავის აღსანიშნავად ვილნიუსში ევროპელი ლიდერები ჩავიდნენ.
16 თებ.'18 16:05
მთავრობა მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივით გამოდის
ინიციატივის მიხედვით, მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო განაკვეთი 5-ჯერ შემცირდება.
16 თებ.'18 13:50
ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრო
ვიზიტის ფარგლებში, ქუმსიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.
15 თებ.'18 14:27
სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულს დამოუკიდებელი ორგანო გამოიძიებს
ახალი უწყება 2019 წლიდან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ბაზაზე შეიქმნება.
14 თებ.'18 17:24
საქართველო აშშ–ის დაზვერვის ყოველწლიურ ანგარიშში
აშშ–ის ეროვნულმა დაზვერვამ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით საფრთხეებს აფასებს.
14 თებ.'18 16:28
თავდაცვის რეფორმის თაობაზე საკომიტეტო მოსმენა გაიმართა
ლევან იზორიამ წვრთნებზე, ტოტალურ თავდაცვაზე და საბიუჯეტო პრიორიტეტბზე ისაუბრა.
14 თებ.'18 16:13
პარლამენტმა განაახლა მსჯელობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე
მმართველ გუნდში კვლავაც ნარჩუნდება აზრთა სხვადასხვაობა იმ ახალ რეგულაციებზე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებებს აფართოებს.
13 თებ.'18 17:34
ჯანელიძე ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გლობალური კოალიციის მინისტერიალში მონაწილეობს
საგარეო საქმეთა მინისტრი ქუვეითის პრემიერ-მინისტრს, შეიხ ჯაბერ ალ მუბარაქ ალ ჰამედ ალ საბაჰს შეხვდა.
13 თებ.'18 14:52
თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
საქალაქო სასამრთლომ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა გასული წლის სექტემბერში მიუსაჯა.
13 თებ.'18 11:54
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2018 წლის იანვარში
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა  371.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
90