Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:50 - 15 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პრეზიდენტი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შეცვლის წინააღმდეგია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 ნოე.'10 / 19:04

პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების სისტემის შეცვლის გარდა, ყველა საკითხზე შესაძლებელია მოლაპარაკებები მმართველ და ოპოზიციურ  პარტიებს შორის საარჩევნო რეფორმაზე დაწყებული კონსულტაციების ფარგლებში, რაც "ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია“, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 11 ნოემბერს.

მისი ეს განცხადება დიდი ალბათობით გულისხმობდა მაჟორიტარული სისტემის შეცვლის წინადადებას, რომელიც რვა ოპოზიციურმა პარტიამ სხვა საკითხებთან ერთად მოამზადა საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწის მიზნით.

“იყო ასეთი მოთხოვნებიც, რომ რაიონების წარმომადგენლობა გაუქმდეს, იყოს მარტო პარტიული სიები და მარტო პარტიები იყრიდნენ კენჭს და რაიონებს საქართველოს პარლამენტში ჰქონდეთ ან ნაკლები წარმომადგენლობა ან არ ქონდეთ წარმომადგენლობა – ამას მე ვერაფრით ვერ დავეთანხმები, ახლავე ვამბობ,“– განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფელ შამგონაში სტუმრობისას.

"იმიტომ რომ ახლა ჩვენ უნდათ დაგვაბრუნონ ისევ იქ ახლა რუსთაველის გამზირის პარტიები რომ არიან, რომ აინტერესებს მარტო რა ხდება რუსთაველზე და რა ხდება რომელიმე ტელე–სტუდიაში,“– განაგრძო მან, „ვირტუალური პარტიები, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, მაგალითად, სად არის სოფელი შამგონა, წარმოდგენა არ აქვთ რა პრობლემა აქვს ამ სოფელს... მარტო იციან ლამაზად ლაპარაკი და ყელის მოღერება ტელევიზიით და უნდათ რომ ესენი დატოვონ თავის წარმომადგენლის გარეშე. ნურას უკაცრავად! საქართველო, პირველ რიგში, ეს არის თითოეული საქართველოს რეგიონი, თითოეული რაიონული ცენტრი, თითოეული ქალაქი, სოფელი, თითოეული რაიონი, ზოგადად თითოეული უბანი და მიკრორაიონი“.

"ამიტომ იმის გარდა, რომ ჩვენ არ დავაკარგვინებთ წარმომადგენლებს, მაგალითად, შამგონის მაცხოვრებლებს, დანარჩენი ყველაფერზე შეიძლება მოლაპარაკება,“– განაცხადა სააკაშვილმა.

რვა პარტიის შეთავაზებაა, რომ შეიცვალოს არსებული მაჟორიტარული სისტემა – 75 მაჟორიტარი დეპუტატის ერთმანდატიანი ოლქებიდან არჩევის წესი– ე.წ. "რეგიონულ–პროპორციული სიებით“, ხოლო დარჩენილი 75 დეპუტატი კვლავაც პროპორციული სისტემით აირჩეს 150 წევრიან პარლამენტში.

არსებული მაჟორიტარული სისტემით თითო ოლქიდან ანუ რაიონიდან ირჩევა პარტიის ან ბლოკის მიერ წარდგენილი თითო მაჟორიტარი კანდიდატი.

"რეგიონულ–პროპორციული“ სიები კი გულისხმობს რეგიონების დონეზე პარტიული სიებისათვის ხმის მიცემას, სადაც რეგიონისთვის განკუთვნილი მანდატები მიღებული ხმების მიხედვით პროპორციულად გადანაწილდება სიით წარდგენილ კანდიდატებზე. რეგიონებში მანდატების რაოდენობა ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით დადგინდება და ოლქები შესაბამისად 2, 3 და 4 მანდატიანი იქნება. ასეთი სისტემისთვის, რვა პარტიის წინადადების შესაბამისად, 5%–იანი საარჩევნო ბარიერის დაწესებაა ნავარაუდევი.

ეს წესი გაზრდის ოპოზიციური პარტიების შანსებს მეტი მაჟორიტარული ადგილი მოიპოვონ პარლამენტში.

არსებული სისტემით, რომლის რეგიონულ–პროპორციული სიებით შეცვლაზე დაპირება მმართველმა პარტიამ 2008 წლის მაისის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე გადაიფიქრა, ნაციონალურმა მოძრაობამ 75 მაჟორიტარული ადგილიდან 71 მანდატი აიღო წინა საპარლამენტო არჩევნებზე და საბოლოო ჯამში, გარანტირებული საკონსტიტუციო უმრავლესობა ჩამოაყალიბა. 

იმავდროულად, პრეზიდენტმა პოლიტიკურ ოპონენტებს ხალხთან მეტი კომუნიკაციისაკენ მოუწოდა.

“ყველგან ვაგებთ კარგ გზას, ყველგან ვუქმნით პირობებს, რომ ოღონდ წადით და დაელაპარაკეთ ხალხს. ილაპარაკეთ ხალხის პრობლემებზე, ხალხის ენით, ხალხის სახელით, მაშინ აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას – ეს ჩემი უფასო რჩევაა პოლიტიკურ ოპონენტებს,“– განაცხადა მან.

სააკაშვილის მიესალმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო გარემოსა და კანონმდებლობის შეცვლის მიზნით კონსულტაციების დაწყებას, რომლის ფარგლებშიც „ძალიან ბევრ საკითხზე შეიძლება ალბათ შეთანხმება“, მათ შორის იმაზე, რომ "საარჩევნო პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭირვალე“.        

“მე მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. როგორც იქნა ვისწავლეთ ერთმანეთთან დაჯდომა და ლაპარაკი, ვისწავლეთ ულტიმატუმებისა და ყვირილის და ისტერიის ენით ლაპარაკი კი არა, რომ ან ‘ყველაფერი ან არაფერი’, ‘დავამთავროთ ერთ კვირაში ან ორ კვირაში’, თარიღების დათქმა, მუდმივად წარსულზე ორიენტირება და რაღაც თარიღების აღნიშვნა, არამედ ის, რომ ჩვენ ვართ ყველანი ერთი ქვეყნის შვილი და ყველამ უნდა ვისწავლოთ ცივილიზებულად ყველამ ერთად ლაპარაკი, ერთ მაგიდასთან დაჯდომა, ერთმანეთის მოსმენა,“– განაცხადა მან.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
15 დეკ.'17 18:50
ახალ კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობები დაზუსტდება
შესაბამისი შესწორება პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას დაამტკიცა.
15 დეკ.'17 18:06
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.5597, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.0256-ია.    
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.
14 დეკ.'17 13:41
პარლამენტმა ახალ კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
კანონპროექტის საბოლოო მოსმენით მიღება საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.
14 დეკ.'17 10:45
2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელიც 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი.
13 დეკ.'17 18:37
რუსეთი სოხუმთან მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებებს მოაწერს ხელს
მოსკოვი ორ შეთანხმებას ამზადებს ორმაგი მოქალაქეობის და მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ.
13 დეკ.'17 16:06
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.25%-მდე გაზარდა
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 2018 წლის 31 იანვარს გაიმართება.
13 დეკ.'17 12:18
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2017 წლის იანვარ-ნოემბერში
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4.68 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
36