Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:50 - 15 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ოპოზიცია და ხელისუფლება საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებებს იწყებენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 ნოე.'10 / 19:14

მმართველი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მონაწილეობით საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება და რეგულარულ, ყოველკვირეულ შეხვედრებს მომავალი ოთხშაბათიდან – 17 ნოემბრიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დაიწყებს.

ოპოზიციის მხრიდან პროცესში ჩაერთვებიან მხოლოდ კვალიფიციური სუბიექტები – ის პარტიები, რომლებმაც წინა ორ არჩევნებზე გარკვეული შედეგი აჩვენეს და ამის საფუძველზე საბიუჯეტო დაფინანსებას იღებენ და ასევე პარლამენტში წარმოდგენილი ოპოზიციური პარტიები.

აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იქნა ხელისუფლებასა და არასაპარლამენტო და საპარლამენტო პარტიებს შორის 10 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე, რომელიც დახურულ კარს მიღმა სამ საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა პარლამენტში.

ამ ეტაპზე არ არის ნათელი, თუ რა წესით მოხდება სამუშაო ჯგუფის მიერ გადაწყვეტილებების მიღება. ოპოზიციური პარტიების თქმით, ეს საკითხი ღიად დარჩა და შემდგომი მსჯელობის საგანია.

ჩვენი საქართველო–თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ „გადაწყვეტილების მიღების სხვადასხვა ვარიანტზე“ მოლაპარაკებები ოთხშაბათს განახლდება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა მმართველი პარტიიდან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ჯგუფის გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსით“, თუმცა აქვე დასძინა: "იმაზე, რაზეც კონსენსუსი ვერ შედგება, თუ ხელისუფლების მხრიდან იქნება თანხმობა რომ გაგრძელდეს მუშაობა, როგორ უნდა მიიღონ ეს გადაწყვეტილება და რა პასუხისმგებლობა ექნება ცალკეულ პარტიებს ასეთ შემთხვევაში, ეს უკვე სამომავლო მსჯელობის საგანია“.  

სამუშაო ჯგუფს ტექნიკურ უზრუნველყოფას ცესკო გაუწევს, ხოლო მასში მოდერატორები რიგ–რიგობით იქნებიან მონაწილე პარტიები.

რაც შეეხებათ საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობას, მათ როლი პარტიების თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია  და შემოიფარგლება პროცესის აქტიური დაკვირვებით; თუმცა ისინი, როგორც ფორმალური შუამავლები მოლაპარაკებებში არ იქნებიან ჩართულები.

პარლამენტში გამართული შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მსჯელობა დაიწყება ახალი საარჩევნო კოდექსის მიღებაზე და ამდენად, ყველა თემა იქნება ღია განხილვისათვის.

“ამ პროცესის შედეგად, იმედი მაქვს, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში ჩვენ მივიღებთ თვისობრივად ახალ სარჩევნო კოდექსს, რომელიც განსაზღვრავს თვისობრივად ახალ და გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოს,“– განაცხადა შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ.

“ეს არ იქნება ადვილი პროცესი, ჩვენ ვიმყოფებით ძალიან ფაქიზი  და ხანგრძლივი პოლიტიკური კომპრომისების ძებნის გზის დასაწყისში, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამ პროცესის საბოლოო შედეგი იქნება ისეთივე კონსტრუქციული, როგორიც გახლდათ დღევანდელი შეხვედრის საბოლოო შედეგი,“– აღნიშნა მან.

10 ნოემბერს პარლამენტში გამართულ შეხვედრაში მმართველი პარტიის მხრიდან მონაწილეობდნენ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი და პავლე კუბლაშვილი; ასევე საპარლამენტო ოპოზიციის ყველა პარტიის და შემდეგი პარტიების ლიდერები და წარმომადგენლები: ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები, რესპუბლიკური პარტია, ახალი მემარჯვენეები, საქართველოს გზა, ხალხის პარტია, მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს.

შეხვედრაში იმ რვა ოპოზიციური პარტიიდან, რომელთაც საარჩევნო გარემოს გაუმჯობსების მიზნით ერთობლივი წინადადებები წარმოადგინეს, უშუალო მონაწილეობა არ მიუღიათ მხოლოდ ეროვნული ფორუმისა და კონსერვატორების წარმომადგენლებს, თუმცა შეხვედრაზე მყოფი პარტნიორი პარტიები მათი მანდატით იყვნენ აღჭურვილი.

“ყველა მონაწილემ გამოიჩინა კონსტრუქციულობა და სურვილი იმისა, რომ ურთიერთკომპრომისების გზით ვიაროთ შეთანხმებების მიღწევისკენ,“– განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ შეხვედრის შემდეგ.

“მთელი საარჩევნო კოდექსი არის ღია განხილვისთვის და ამაზე შევთანხმდით, რომ თვისობრივად, ძირფესვიანად შეიცვლება მთელი საარჩევნო გარემო ჩვენს ქვეყანაში,“– აღნიშნა მან.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
15 დეკ.'17 18:50
ახალ კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობები დაზუსტდება
შესაბამისი შესწორება პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას დაამტკიცა.
15 დეკ.'17 18:06
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.5597, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.0256-ია.    
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.
14 დეკ.'17 13:41
პარლამენტმა ახალ კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
კანონპროექტის საბოლოო მოსმენით მიღება საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.
14 დეკ.'17 10:45
2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელიც 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი.
13 დეკ.'17 18:37
რუსეთი სოხუმთან მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებებს მოაწერს ხელს
მოსკოვი ორ შეთანხმებას ამზადებს ორმაგი მოქალაქეობის და მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ.
13 დეკ.'17 16:06
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.25%-მდე გაზარდა
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 2018 წლის 31 იანვარს გაიმართება.
13 დეკ.'17 12:18
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2017 წლის იანვარ-ნოემბერში
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4.68 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
43