Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 17:10 - 20 მაი.'13
RSS
Mobile
Twitter
Facebook
რუსი დეპუტატი: მოსკოვი თავის მოქალაქეებს გასაჭირში არ მიატოვებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 ნოე.'10 / 14:27

რუსეთის სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, კონსტანტინ კოსაჩევმა განაცხადა, რომ საქართველოს მიერ ჯაშუშობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქეების დაკავება ”სერიოზული” მოვლენა და ”პროვოკაციაა”.

”ეს ძალიან სერიოზული სიტუაციაა და მათ ვინც ახლა საქართველოში ეს მორიგი პროვოკაცია წამოიწყეს, კარგად უნდა ესმოდეთ და იცოდნენ, რომ რუსეთი თავის მოქალაქეებს გასაჭირში არ მიატოვებს,” – განაცხადა მან 5 ნოემბერს.

"მინდა შეგახსენოთ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სიტყვები, რომელსაც არაერთხელ უთქვავს, რომ რუსეთი ყველგან და ყოველთვის დაიცავს თავის მოქალაქეებს ყველა არსებული საშუალებებით,"– განაცხადა კოსაჩევმა.

მისმა ქართველმა კოლეგამ, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი მინაშვილმა განაცხადა, რომ ”ჯაშუშთა დიდი ქსელის გამოვაშკარავება ნიშნავს, რომ ძალიან გავაძლიერეთ ჩვენი უსაფრთხოება” და მეორეს მხრივ, ამით დაიმსხვრა მითი რუსული დაზვერვის უძლეველობაზე.

”წარმომიდგენია რა დღეში არიან, როგორც ადამიანურად ისე ფსიქოლოგიურად, როგორც პუტინი, ისე მისი სპეცსამსახურები. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდი რეპრესიები იქნება [რუსეთის] სპეცსამსახურებში, რადგან ასეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაუმჟღავნდათ,” – დასძინა მან.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
20 მაი.'13 17:10
საქართველოს რკინიგზის ყოფილ გენდირექტორს წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა
საქმეზე, რომელიც 65 მლნ ლარის გაფლანგვას ეხება, ეზუგბაიასთან ერთად ფიგურირებს შვიდი ბრალდებული, რომელთაც აღკვეთის ღონისძიება არ შეეფარდათ.
20 მაი.'13 16:47
სააკაშვილი ვანუატუს პრემიერ-მინისტრს შეხვდა და აფხაზეთის აღიარების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა
„ეს არის პირველი პრეცენდენტი, როცა რუსეთმა განიცადა დიპლომატიურ ფრონტზე ძალიან სერიოზული მარცხი“, - განაცხადა სააკაშვილმა.
20 მაი.'13 13:02
ევროკავშირის დელეგაციის განცხადება 17 მაისის ძალადობის შესახებ
ევროკავშირმა საქართველოს მოუწოდა „დაიცვას მისი ყველა მოქალაქის უფლებები მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით“.
20 მაი.'13 12:59
პრემიერ-მინისტრი მიესალმა 17 მაისის მოვლენების დროს პოლიციის მოქმედებას
ივანიშვილის თქმით, პოლიციის ქმედება კარგად კოორდინირებული იყო.
20 მაი.'13 12:57
სააკაშვილი ტაილანდს სტუმრობს
პრეზიდენტი კვირის ბოლოს ეკვადორში გამგზავრებას გეგმავს მისი კოლეგის ინაუგურაციაზე დასასწრებად.
20 მაი.'13 12:23
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციის დღე აღნიშნა
პოლიციელების წინაშე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა შეაქო მინისტრი  ღარიბაშვილი.  
18 მაი.'13 16:27
ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი ‘შოკირებულია’ თბილისში ლგბტ აქტივისტების წინააღმდეგ ძალადობის გამო
ჰოლანდიის მთავრობამ საქართველოს ელჩი დაიბარა „უკმაყოფილების“ გამოსახატავად.
18 მაი.'13 15:21
მაია ფანჯიკიძემ კრაკოვში შეხვედრები გამართა
მან აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა; ასევე კეტრინ ეშტონს შეხვდა.
18 მაი.'13 13:09
სააკაშვილი: მთავრობამ არ უნდა დაუშვას ძალადობის ფონის მომატება
მისი თქმით, მთავრობის პოლიტიკა ხელს უწყობს ყველა ტიპის ძალადობის ზრდას ქვეყანაში.
17 მაი.'13 21:21
პოლიციას ძალადობის აღკვეთაში წარუმატებლობის გამო აკრიტიკებენ
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ პოლიცია უსუსური იყო დაეცვა ლგბტ აქტივისტების და მათი მომხრეების აქცია.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2011, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
73

Visitors
Since July 1, 2001