Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 17:12 - 22 მაი.'13
RSS
Mobile
Twitter
Facebook
რუსეთის საგარეო უწყება: ”საქართველოს ჯაშუშომანია პროვოკაციაა”
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 ნოე.'10 / 18:22

რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოში დაკავებულ პირებთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ამ ”პროვოკაციით“ ნატოსა და ეუთოს სამიტების წინ ყურადღება მიიქციოს.

საქართველოს შს სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია სულ 13 პირი, რომელთაგან ცხრა საქართველოს, ხოლო ოთხი რუსეთის მოქალაქეა.

”სააკაშვილის რეჟიმი ანტირუსულ ნიადაგზე ქრონიკული ჯაშუშომანიით არის დაავადებული. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ მიმართავდა მსგავსი სკანდალის ფაბრიკაციას, რაც ცინიკურად გათვლილია შიდაპოლიტიკური და საგარეო პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებაზე," – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "პროვოკაციისთვის“ დრო სპეციალურად შეირჩა და ის ხდება ამ თვის ბოლოს ლისაბონში დაგეგმილი ნატოს სამიტისა და 1–2 დეკემბერს ასტანაში ეუთოს სამიტის წინ.

"ნატოს უახლოეს სამიტზე ლისაბონში საქართველოს ხელისუფლებას ეძლევა შესაძლებლობა სკანდალით მიიქციოს ყურადღება,” – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ და იქვე დასძინა, რომ იგივეს ემსახურებოდა საქართველოს მიერ აპრილში ბირთვული უსაფრთხოების შესახებ ვაშინგტონის საერთაშორისო კონფერენციაზე გაკეთებული განცხადება, რომ თითქოს თბილისმა აფხაზეთიდან გამდიდრებული ურანის კონტრაბანდა აღკვეთა.

"ნათელია ისიც, რომ ასტანაში ეუთოს სამიტზე, ქართული მხარე ემზადება გამოვიდეს მორიგი კონფრონტაციული ანტირუსული რიტორიკით, რაც მიზნად ისახავს მონაწილეებს თავს მოახვიოს კავკასიაში სიტუაციის საკუთარი ხედვა,” – განაცხადა რუსეთის საგერეო საქმეთა სამინისტრომ და დასძინა, რომ ბოლო დროს მსგავს ქმედებებს სულ უფრო სკეპტიკურად ეხმაურება მსოფლიო საზოგადეობა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2008 წლის აგვისტოს ომზე ჰაიდი ტალიავინის დასკვნა გამოქვეყნდა. 

სამინისტროს თქმით, ჯაშუშობაში ბრალდებულთა დაკავებით თბილისი ასევე ცდილობს ”ქვეყანაში ანტირუსული ისტერიის შესანარჩუნებლად ’რუსეთის საფრთხე’ საფრთხობელად გამოიყენოს.”  

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
22 მაი.'13 17:12
ევროკავშირის რეაქცია ყოფილი პრემიერ-მინისტრის და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის დაკავებაზე
ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება ამ საქმეებს და მოელის, რომ „ის სამართლიანად, გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად“ წარიმართება.
22 მაი.'13 15:01
მოქალაქეთა კამპანია 17 მაისის ძალადობაში დამნაშავეთა დასჯის მოთხოვნით
ონლაინ პეტიციაში ნათქვამია, რომ ძალადობა საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ იყო მიმართული.
22 მაი.'13 13:06
ივანიშვილი პირობას დებს, რომ 17 მაისის ძალადობაში დამნაშავეები დაისჯებიან
„ეკლესიის მსახურება არ იქნება ალიბი არავისთვის“, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
21 მაი.'13 20:17
მერაბიშვილის დაკავების შემდეგ, სააკაშვილი მთავრობას უკრაინული მაგალითის წინააღმდეგ აფრთხილებს
„ყველა უნდა დაფიქრდეს ამ დაპატიმრების პოლიტიკურ შედეგებზე“, განაცხადა მან. 
21 მაი.'13 19:44
სასამართლომ 17 მაისის ძალადობის გამო დაკავებული პირები დააჯარიმა და გაათავისუფლა
ოთხ პირს 100-100 ლარის ოდენობით ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა ხულიგნობის გამო.
21 მაი.'13 18:21
ივანიშვილის კომენტარი მერაბიშვილის დაკავებაზე
„უნდა დაველოდოთ სასამართლოს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
21 მაი.'13 17:32
უსუფაშვილი 17 მაისის მოვლენებამდე პატრიარქის მიერ გაკეთებული განცხადებით უკმაყოფილოა
მისი თქმით, ამ განცხადებამ წააქეზა კონტრდემონსტრანტები, რომ ლგბტ უფლებადამცველების წინააღმდეგ ემოქმედათ.
21 მაი.'13 16:14
ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავეს
პროკურატურის თქმით, მერაბიშვილი კორუფციული საქმიანობის ორ ეპიზოდთან დაკავშირებით დააკავეს, ხოლო უახლოეს პერიოდში 26 მაისის მოვლენებსა და გირგვლიანის საქმეზე წარედგინება ბრალი.
21 მაი.'13 11:59
აშშ გმობს 17 მაისის ჰომოფობიურ ძალადობას თბილისში
„შეუწყნარებლობის ამგვარ ქმედებებს არ აქვს ადგილი დემოკრატიულ საზოგადოებებში“, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტმა.
21 მაი.'13 11:53
ღარიბაშვილი აზერბაიჯანს სტუმრობს
შინაგან საქმეთა მინისტრი 21 მაისს პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2011, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
93

Visitors
Since July 1, 2001