Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 16:04 - 20 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ბაქრაძე საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მუშაობის საპარლამენტო ფორმატში დაწყების მომხრეა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 ოქტ.'10 / 16:19

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ მზადყოფნა გამოხატა, რომ საპარლამენტო ფორმატში დაიწყოს მუშაობა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე, "წინაპირობების და ულტიმატუმების გარეშე“. 

"მე მზად ვარ შევხვდე ყველა იმ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს, რომელიც გახსნილად, წინაპირობების და ულტიმატუმების გარეშე, კომპრომისის მზადყოფნით მობრძანდება პარლამენტში. ჩვენის მხრიდან ასეთი გახსნილობა და კომპრომისის მზადყოფნა არსებობს და ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ასეთივე შეხედულება აქვს, ჩვენ მივესალმებით და მზად ვართ მათთან ერთად ვიმუშაოთ,“– განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ 28 ოქტომბერს.

“საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება უნდა იყოს დამყარებული ნდობაზე, უნდა იყოს დამყარებული პარტიებს შორის მოლაპარაკებაზე და შეთანხმებაზე და მე ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ულტიმატუმები ან მზა დოკუმენტები ხელს შეუწყობს, ამ თვალსაზრისით  მოლაპარაკებების პროცესს,“– აღნიშნა მან.

ეს იყო პირველი განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან მას შემდეგ, რაც 4 ოქტომბერს რვა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელთაც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით საკანონმდებლო წინადადებები მოამზადეს, ხელისუფლებას მოლაპარაკებების დაწყებისკენ, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციებს ამ პროცესის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. პარტიების ოფიციალურ მიმართვაში მოლაპარაკებების დაწყების კონკრეტულ ვადებსა ან რაიმე სახის პირობებზე არაფერი იყო ნათქვამი.

ამ რვა პოლიტიკურ ძალას შორის არის ასევე საპარლამენტო უმცირესობის წამყვანი პარტია, ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა.

დღეს ქრისტიან–დემოკრატების და საპარლამენტო უმცირესობის სხვა პარტიების მონაწილეობით საარჩევნო კოდექსის თემატიკაზე პარლამენტში დახურული სხდომა გაიმართა.

როგორც ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ ჟურნალისტებს განუცხადა, უმცირესობა შეთანხმდა, რომ პარლამენტის, როგორც "ქვეყნის პოლიტიკური ცენტრის“, თავმჯდომარეს თხოვოს, რომ მოლაპარაკებების პროცესი არ გაიწელოს, დაიწყოს უპირობოდ და იყოს "რეალური“.

საპარლამენტო უმცირესობის ფორმატით გაჟღერებულ ამ თხოვნას პარლამენტის თავმჯდომარის სწრაფი საპასუხო განცხადება მოჰყვა მაშინ, როცა დღემდე დეპუტატები მმართველი პარტიიდან თავს იკავებდნენ რვა ოპოზიციური პარტიის შეთავაზებაზე კონკრეტული პასუხის გაცემისაგან.

ქრისტიან–დემოკრატების ლიდერის გიორგი თარგამაძის თქმით, "აბსოლუტურად იდენტურია" სხვადასხვა ფორმატით გაკეთებული მოწოდებები ხელისუფლების მიმართ მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე.

"მთავარია დროულად დაიწყოს პროცესი, მთავარია გაიხსნას ეს პროცესი და დაიწყოს მოლაპარაკებები,"– განუცხადა მან 28 ოქტომბერს ჟურნალისტებს, "აი ამ მიდგომებში მე ვერანაირ განსხვავებას ვერ ვხედავ ვერც რვა პარტიის ფორმატში მოთანამშრომლე პარტიების მიდგომებსა და ვერ საპარლამენტო უმცირესობის ფორმატში მოთანამშრომლე პარტიებს შორის".

მაისის ადგილობრივ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებული დისკუსიები აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებული იყო, თუმცა ცალკეულ საკანონმდებლო წინადადებებზე კონსენსუსის არ არსებობის გამო ეს ფორმატი ჩაიშალა და პროცესმა პარლამენტში გადაინაცვლა.

გავრცელებული ინფორმაციით, ამჯერად, რვა ოპოზიციური პარტიის ინიციატივაზე მსჯელობის დაწყება საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) შუამავლობით იყო ნავარაუდევი.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
20 აპრ.'18 16:04
პარლამენტმა პარტიების დაფინანსების წესში ცვლილებები მიიღო
ცვლილებების შედეგად, მრეწველთა პარტია 600 000 ლარის ოდენობის ყოველწლიურ საბიუჯეტო დაფინანსებას მიიღებს.
20 აპრ.'18 12:57
ევროკავშირი ‘ღრმა შეშფოთებას’ გამოხატავს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გამო
ევროკავშირის დელეგაციამ ევროპის საბჭოში საქართველოს შესახებ გენერალური მდივნის ანგარიშის საპასუხოდ განცხადება გამოაქვეყნა.
19 აპრ.'18 18:12
საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა შიდაპარტიულ დავაზე გადაიდო
მმართველი პარტიის დეპუტატების შეხვედრას, სავარაუდოდ, 21 აპრილს გაიმართება. 
19 აპრ.'18 15:58
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2018 წლის პირველ კვარტალში
2018 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23.3%-ით გაიზარდა და 2.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.    
19 აპრ.'18 13:02
პრემიერ-მინისტრმა ახალი საპარლამენტო მდივანი დანიშნა
ნათია მიქელაძემ შალვა თადუმაძე შეცვალა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ახალ უფროსად დაინიშნა.
18 აპრ.'18 19:32
მმართველი პარტიის დეპუტატები შიდაპარტიული დაპირისპირების თაობაზე შეიკრიბებიან
ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობა შეხვედრას ხვალ საღამოს გამართავს.
18 აპრ.'18 19:07
ოკუპირებული ცხინვალის მახლობლად დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
სოფელ ფლავისმანის მკვიდრი თამაზ ილურიძე, სავარაუდოდ, ცხინვალის რეგიონში განთავსებულმა რუსეთის ოფიცრებმა გუშინ დააკავეს.
18 აპრ.'18 16:09
პრეზიდენტის შეწყალების პრაქტიკის გარშემო პოლიტიკური დავა გრძელდება
პრეზიდენტი მარგველაშვილი მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს მის წინააღმდეგ შეთანხმებული კამპანიის აგორებაში ადანაშაულებს.
18 აპრ.'18 14:06
აქტივისტები საქართველოს მოქალაქის დაკავებას აპროტესტებენ
სოფელ ფლავისმანის მკვიდრი თამაზ ილურიძე, გავრცელებული ინფორმაციით, რუსმა ოფიცრებმა დააკავეს.
18 აპრ.'18 12:04
მარგველაშვილი შეწყალების პრაქტიკის შესახებ კრიტიკას პასუხობს
პრეზიდენტი დროებით წყვეტს ძალადობრივი დანაშაულისთვის მსჯავრდებული პატიმრების შეწყალებას.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
122