Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:50 - 15 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მოსკოვი ჩრდილოეთ კავკასიელებისთვის უვიზო რეჟიმს ”პროვოკაციას” უწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 ოქტ.'10 / 15:11

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 14 ოქტომბერს განაცხადა, რომ თბილისის გადაწყვეტილება ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ცალმხრივად დაწესების თაობაზე "პროვოკაცია“ და რეგიონის "დესტაბილიზაციის" მცდელობაა.

პრეზიდენტ სააკაშვილის განკარგულება, რომლის თანახმადაც ჩეჩნეთის, ინგუშეთის, ჩრდილოეთ ოსეთის, დაღესტნის, ყაბარდო-ბალყარეთის, ყარაჩაი-ჩერქეზეთისა და ადიღეს რესპუბლიკებში ჩაწერილი რუსეთის მოქალაქეებისთვის 90 დღიანი უვიზო რეჟიმი დაწესდა საქართველო საზღვრის გადაკვეთისას, 13 ოქტომბრიდან ამოქმედდა.

“საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება ჩრდილოეთ კავკასიის რიგ რესპუბლიკებში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ცალმხრივად შემოღების თაობაზე არ შეიძლება შეფასდეს სხვაგვარად თუ არა პროვოკაცია,“– ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 14 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

“თავისთავად მცდელობა იმისა, რომ დაყონ რუსეთის მოსახლეობა სხვადასხვა კატეგორიებად, ეწინააღმდეგება ცივილიზებული საერთაშორისო ურთიერთობების ნორმებს. აშკარად ჩანს კავშირიც თბილისის დაჟინებულ მცდელობასთან სიტუაციის დესტაბილიზება მოახდინოს ჩრდილოეთ კავკასიაში, ყურადღება გადაიტანოს საქართველოს ხელმძღვანელობის დესტრუქციული პოლიტიკიდან სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მიმართ“.

“რუსეთი თანმიმდევრულად გამოდის კავკასიაში კეთილმეზობლური ურთიერთობების მხარდასაჭერად, აქ ნორმალური, წყნარი ცხოვრების უზრუნველსაყოფად, რომლის ხელის შეშლასაც შეეცადა მ.სააკაშვილი 2008 წლის აგვისტოში ომის გაჩაღებით. მანვე გაწყვიტა საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, რითაც ასევე დაბრკოლება შეუქმნა ჩვენს მოქალაქეებს შორის ურთიერთობებს. ზუსტად ქართული მხარე აჭიანურებდა „ყაზბეგი–ზემო ლარსის“ სასაზღვრო–გამშვები პუნქტის გახსნის საკითხის გადაწყვეტას. ახლა კი, როცა ის ამოქმედდა, საქართველოს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა მოეძებნა მეთოდი ურთიერთობის ამ არხის გამოსაყენებლად თავისი არაკეთილსინდისიერი მიზნებისთვის,“– განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.

თბილისის თქმით, სავიზო რეჟიმის გამარტივება ერთიანი კავკასიის“ პოლიტიკის ნაწილია, რომლის პრიორიტეტებიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა 23 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გაახმოვანა. ოფიციალურმა პირებმა ასევე განაცხადეს, რომ ეს ნაბიჯი ასევე ჰუმანიტარულ მიზნებს ემსახურება და გაუადვილებს მარტიდან გახსნილი ყაზბეგი–ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტით საქართველოში შემოსვლას იმ ჩრდილო კავკასიელებს, რომლებსაც მანამდე ვიზის ასაღებად მოსკოვში უწევდათ ჩასვლა, რადგან სახმელეთო საზღვარზე საქართველოს ვიზები არ გაიცემა. ამ მოქალაქეებს საქართველოს ვიზის აღება საქართველოში აეროპორტებში ან მოსკოვში შვეიცარიის საელჩოში უწევდათ.

"ჩრდილოეთ კავკასიის მაცხოვრებლებს შესაძლებლობა ექნებათ საქართველოში იმოგზაურონ, დაკავდნენ ბიზნესით, მიიღონ განათლება, დაისვენონ და ისარგებლონ ყველა იმ სიკეთით, რომელსაც კორუმპირებული და რეპრესიული ფედერალური რეჟიმის პირობებში მოკლებული არიან სამშობლოში,"– განმარტა საქართველოს შსს–მ 12 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში, "საქართველო გახდება ხიდი, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიის მაცხოვრებლებს ცივილიზებულ სამყაროსთან დააკავშირებს".

“რუსეთს არ აქვს პრობლემები საქართველოსთან, ქართველ ხალხთან. ჩვენ პრობლემა გვაქვს სააკაშვილის რეჟიმთან, რომელიც ვერა და ვერ წყნარდება,“– განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ, “თუმცა, გასაგებია, რომ ყველა მისი კრუნჩხვითი მოქმედებები, რომელიც მიმართულია სულ ახალი და ახალი გამაღიზიანებლების ძებნაზე, არ პასუხობს ქართველი ხალხის ინტერესებს, დამატებითი პრობლემების მოტანა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებისთვის“.

უახლესი ამბები
15 დეკ.'17 18:50
ახალ კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობები დაზუსტდება
შესაბამისი შესწორება პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას დაამტკიცა.
15 დეკ.'17 18:06
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.5597, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.0256-ია.    
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.
14 დეკ.'17 13:41
პარლამენტმა ახალ კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
კანონპროექტის საბოლოო მოსმენით მიღება საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.
14 დეკ.'17 10:45
2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელიც 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი.
13 დეკ.'17 18:37
რუსეთი სოხუმთან მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებებს მოაწერს ხელს
მოსკოვი ორ შეთანხმებას ამზადებს ორმაგი მოქალაქეობის და მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ.
13 დეკ.'17 16:06
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.25%-მდე გაზარდა
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 2018 წლის 31 იანვარს გაიმართება.
13 დეკ.'17 12:18
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2017 წლის იანვარ-ნოემბერში
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4.68 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
65