Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 12:37 - 18 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საქართველო ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მაცხოვრებლებს უვიზო რეჟიმს უწესებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 ოქტ.'10 / 19:00

13 ოქტომბრიდან ჩეჩნეთის, ინგუშეთის, ჩრდილოეთ ოსეთის, დაღესტნის, ყაბარდო-ბალყარეთის, ყარაჩაი-ჩერქეზეთისა და ადიღეს რესპუბლიკებში ჩაწერილი რუსეთის მოქალაქეებისთვის 90 დღიანი უვიზო რეჟიმი ამოქმედდება საქართველო საზღვრის გადაკვეთისას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ შესაბამის ბრძანებულებას პრეზიდენტმა სააკაშვილმა 11 ოქტომბერს მოაწერა ხელი.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ 11 ოქტომბერს განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის სავიზო წესების გამარტივება განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ყაზბეგი–ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ვიზები არ გაიცემა და ამ რესპუბლიკების მაცხოვრებლებს სახმელეთო საზღვრის გადმოკვეთისათვის ვიზების მისაღებად რუსეთის დედაქალაქში უწევდათ ჩასვლა.

"უპირველეს ყოვლისა, სურვილი გვაქვს აღვადგინოთ ტრადიციული ურთიერთობები ჩვენს მეზობელ ხალხთან,"– განაცხადა კალანდაძემ, "ამავდროულად ვიცით, რომ ძალიან ბევრ ადამიანს აქვს კომერციული ინტერესი ჩამოვიდეს საქართველოში; ასევე არის დაინტერესება საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლისა. ამიტომ ყოველგვარი ზედმეტი ბარიერის არსებობა, ამ თვალსაზრისით, არ იქნებოდა მიზანშეწონილი".  

რუსეთსა და საქართველოს შორის ეს ერთადერთი ლეგალური სასაზღვრო გამშვები პუნქტი მარტიდან გაიხსნა. მანამდე, თითქმის 4 წლის განმავლობაში რუსული მხარის ინიციატივით მიმოსვლა ამ მიმართულებით შეწყვეტილი იყო.

საქართველოს რუსეთის მოქალაქეებისთვის ცალმხრივად დაწესებული აქვს გამარტივებული სავიზო რეჟიმი, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ აეროპორტებში, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას შეუძლიათ ვიზების აღება. 

უახლესი ამბები
18 დეკ.'17 12:37
2018 წლის აპრილში პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება
არჩევნები ჩატარდება ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში, რომლის დეპუტატმაც პარლამენტიდან სუს-ში გადაინაცვლა.
17 დეკ.'17 17:14
ევროპარლამენტის ცხრა წევრი მერაბიშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს, პატივი სცეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას.   
15 დეკ.'17 18:50
ახალ კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობები დაზუსტდება
შესაბამისი შესწორება პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას დაამტკიცა.
15 დეკ.'17 18:06
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.5597, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.0256-ია.    
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.
14 დეკ.'17 13:41
პარლამენტმა ახალ კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
კანონპროექტის საბოლოო მოსმენით მიღება საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.
14 დეკ.'17 10:45
2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელიც 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი.
13 დეკ.'17 18:37
რუსეთი სოხუმთან მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებებს მოაწერს ხელს
მოსკოვი ორ შეთანხმებას ამზადებს ორმაგი მოქალაქეობის და მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
76