Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:20 - 24 აპრ.'14
RSS
Mobile
Twitter
Facebook
2011 წლის საბიუჯეტო მონაცემები
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 ოქტ.'10 / 18:25

2011 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, რომელიც უკვე შესულია პარლამენტში განსახილველად, მომავალი წლის ბიუჯეტის შემოსავლები 5.905 მლრდ ლარით, ხარჯები კი– 5.707 მლრდ ლარით არის განსაზღვრული.

ფინანსთა მინისტრის, კახა ბაინდურაშვილის განცხადებით, მომავალ წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 4,5%–ით ზრდა; ხოლო ინფლაციის 6%–იანი მაჩვენებელია ნავარაუდევი.  თუმცა ეს მონაცემები, ისევე როგორც ლარის მოსალოდნელი გაცვლითი კურსი, ბიუჯეტის პროექტში არ არის ასახული.

"საქსტატისა" და ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2010 წელს წლიურმა ინფლაციამ სექტემბერში 9,8% შეადგინა.

საგადასახადო შემოსავლების გარდა, რაც 5.300 მლრდ ლარს შეადგენს, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში 306 მლნ ლარის ოდენობის გრანტებია დაგეგმილი, რაც, დაახლოებით, 231 მლნ ლარით ნაკლებია წლევანდელ ანალოგიურ მაჩვენებელზე. "სხვა შემოსავლების“ სახით კი მომავალი წლის ბიუჯეტში მთავრობა 299 მლნ ლარს გეგმავს, მათ შორის 90 მლნ ლარი საჯარიმო სანქციებიდან ამოსაღები თანხებია.

რაც შეეხება ხარჯებს, ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მომავალ წელს კვლავ პრიორიტეტული იქნება განათლების, სოციალური, ჯანმრთელობის დაცვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება.

თუმცა ჯანდაცვისა და განათლების უწყებები არ შედიან იმ სამინისტროებს შორის, რომლებსაც მომავალ წელს დაფინანსება ეზრდებათ: რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის; იუსტიციის; შინაგან საქმეთა; საგარეო საქმეთა; ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის და სპორტის სამინისტროები. 

2011 წელს საბიუჯეტო თანხები სამინისტროებზე შემდეგნაირად გადანაწილდება:

  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო– 1.604 მლრდ ლარი (2010 წ - 1.607 მლრდ ლარი);
  • თავდაცვის სამინისტრო – 660 მლნ ლარი (2010 წ – 744.5 მლნ ლარი; 2009 წ - 879 მლნ ლარი; 2008 წ - 1.547 მლრდ ლარი);
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო – 566 მლნ ლარი (2010 წ – 548 მლნ ლარი; 2009 წ - 573 მლნ ლარი; 2008 წ - 739 მლნ ლარი);
  • ფინანსთა სამინისტრო  – 273 მლნ ლარი (2010 წ – 348.6 მლნ ლარი);
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 21.3 მლნ ლარი (2010 წ – 55.6 მლნ ლარი);
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 971.3 მლნ ლარი (2010 წ - 782.3 მლნ ლარი);
  • ენერგეტიკის სამინისტრო  – 74.9 მლნ ლარი (2010 წ - 23.8 მლნ ლარი);
  • იუსტიციის სამინისტრო – 68.7 მლნ ლარი (2010 წ - 45.3 მლნ ლარი);
  • სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო - 99.5 მლნ ლარი  (2010 წ - 122.8 მლნ ლარი);
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო – 73.1 მლნ ლარი (2010 წ – 69.2 მლნ ლარი);
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – 554 მლნ ლარი (2010 წ - 554.8 მლნ ლარი);
  • კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო – 51 მლნ ლარი (2010 წ - 54.9 მლნ ლარი);
  • სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო –  30.9 მლნ ლარი (2010 წ – 29.2 მლნ ლარი);
  • სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 69.1 მლნ ლარი (2010 წ – 40.2 მლნ ლარი);
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო – 27.2 მლნ ლარი (2010 წ - 29 მლნ ლარი);
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო – 30.3 მლნ ლარი (2010 წ - 40.3 მლნ ლარი);
  • რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 1 მლნ ლარი (2010 წ - 1 მლნ ლარი);
  • ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 1.783 მლნ ლარი (2010 წ - 2.201 მლნ ლარი);
  • დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი –  923 ათასი ლარი (2010 წ - 950 ათასი ლარი).

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტში აისახა მთავრობის ე.წ ქამრების შემოჭერის პოლიტიკა. "არც ერთი სამინისტროს ბიუჯეტში გათვალისწინებული არაა ჩინოვნიკთა ბიუროკრატიული ხარჯები,“– განაცხადა ბაინდურაშვილმა 4 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე.

თუმცა ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ მომავალ წელს პოლიციის დაბალი რანგის თანამშრომელთა ხელფასების 50 ლარიანი ზრდაა გათვალისწინებული.

ასევე ხელფასები გაეზრდებათ იმ პედაგოგებს, რომლებიც ინგლისურსა და კომპიუტერს ფლობენ. გარდა ამისა, მომავალი წლის ბიუჯეტში 1000 ინგლისურენოვანი მასწავლებლების დაფინანსებაზე 10 მლნ ლარია გამოყოფილი.

ბიუჯეტის პროექტში 50–50 მლნ ლარია გათვალისწინებული საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებისთვის, ნაცვლად წელს არსებული 55–55 მლნ ლარის. ამასთან, მცირედით შემცირდება პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 14.1 მლნ ლარამდე, ხოლო მთავრობის კანცელარიის - 8.5 მლნ ლარამდე.

საქართველოს პარლამენტი მომავალ წელს, 2010 წლის მსგავსად, 40 მლნ ლარს მიიღებს.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 2011 წელს ავტონომიური რესპუბლიკები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ცენტრალური ბიუჯეტიდან ჯამში 787 მლნ ლარს მიიღებენ. ამასთან, ყველა სამხარეო ადმინისტრაციის დაფინანსება მცირდება. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას მომავალ წელს დაფინანსება  5.5 მლნ ლარამდე შეუმცირდება წლევანდელი 8.8 მლნ ლარიდან. 

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი 85 ლარით დაფინანსდება, ნაცვლად წლევანდელი 194 მლნ ლარის; ხოლო სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის კვლავაც 40 მლნ ლარის ოდენობით დაფინანსება გამოიყოფა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიას მომავალ არასაარჩევნო წელს დაფინანსება 12.4 მლნ ლარამდე შეუმცირდება; აქედან 4.7 მლნ ლარი პარტიების დაფინანსებისთვისაა გათვალისწინებული, ნაცვლად წლევანდელი 5.4 მლნ ლარის.

სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობისთვის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით 2.1 მლნ ლარია განსაზღვრული, ნაცვლად წელს არსებული 2 მლნ ლარის.

საზოგადოებრივი მაუწყებელი მომავალ წელს 25 მლნ ლარით დაფინანსდება. 2010 წელს მაუწყებელმა წლის დასაწყისში დაგეგმილი დაფინანსების გარდა, დამატებით კიდევ მიიღო თანხები მთავრობის სარეზერვო ფონდიდან და შედეგად წელს მისი დაფინანსება 35 მილიონი ლარი იყო.

საქართველოს საპატრიარქოს წლევანდელი 25 მლნ ლარიანი დაფინანსება მომავალ წელსაც უცვლელად შეუნარჩუნდება.

ბიუჯეტის პროექტით, 2011 წელს საგარეო ვალების მომსახურებისთვის 332.7 მლნ ლარი, ხოლო საშინაო ვალების დასაფარად 155 მლნ ლარია გათვალისწინებული.

წარმოდგენილი მონაცემები საპარლამენტო განხილვების შედეგად, შესაძლოა, შეიცვალოს, ვიდრე საკანონმდებლო ორგანო ბიუჯეტს საბოლოოდ დაამტკიცებს წლის ბოლომდე. 

უახლესი ამბები
24 აპრ.'14 18:20
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2014 წლის პირველ კვარტალში
საგარეო ვაჭრობა 2014 წლის პირველ სამ თვეში 18%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 2.52 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 
24 აპრ.'14 17:22
ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრი თბილისს სტუმრობს
გიდეონ საარს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და  ქართველი კოლეგა ალექსანდრე ჭიკაიძე შეხვდნენ.
24 აპრ.'14 15:14
პროკურატურამ ვალერი გელაშვილზე თავდასხმა გახსნილად გამოაცხადა
ცხრა წლის წინ დეპუტატის ცემის ორგანიზებაში პროკურატურამ, რომელიც გამოძიებას აგრძელებს, სოდ-ის ყოფილი დირექტორი ერეკლე კოდუა დაადანაშაულა.
24 აპრ.'14 13:02
საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს ხელმძღვანელობას ხვდებიან
ფაბიუსი და შტაინმაიერი თბილისში მოლდოვადან ჩამოვიდნენ.
24 აპრ.'14 13:00
პრეზიდენტი მარგველაშვილი პრაღაში გაემგზავრა
საქართველოს პრეზიდენტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთი წლისთავისადმი მიძღვნილ სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
23 აპრ.'14 19:03
ათენში საქართველოს და საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა
მხარეებმა ორმხრივ ურთიერთობებზე, ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს ინტეგრაციაზე, ასევე უკრაინაზე იმსჯელეს.
23 აპრ.'14 14:31
ღარიბაშვილი: არანაირი სამთავრობო ცვლილება ან სახელმწიფო გადატრიალება არ მოხდება
მისი თქმით, „6%-იანი“ ნაციონალური მოძრაობა „აგორებს ჭორებს“, რათა „მოსახლეობაში შეიტანონ  დაძაბულობა და არასტაბილურობის განცდა“.
23 აპრ.'14 13:06
საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისს ეწვევიან
ვიზიტი მათი ერთობლივი ტურნეს ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ასევე მოიცავს მოლდოვასა და ტუნისში სტუმრობას. 
23 აპრ.'14 12:31
ფანჯიკიძე ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთს სტუმრობს
საგარეო საქმეთა მინისტრი თავის ბერძენ კოლეგას შეხვდება.
23 აპრ.'14 12:04
ირანის პრეზიდენტი საქართველოს ელჩს შეხვდა და აზერბაიჯანის გავლით სარკინიგზო ხაზის საკითხი წამოწია
ამ რკინიგზით მთელი რეგიონი მიიღებს სარგებელს, განაცხადა პრეზიდენტმა რუჰანიმ.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2013, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
45