Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:26 - 18 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
დიღომში, ყოფილი ავტობაზრობის ტერიტორიასთან აფეთქება მოხდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 სექ.'10 / 13:17

პოლიციის ცნობით, დიღომში, აშშ–ს საელჩოს შენობიდან დაახლოებით 100 მეტრის მოშორებით ღამის, დაახლოებით, 1 საათზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.

აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.

პოლიციამ გაანადგურა მეორე ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც იმავე ადგილას იქნა ნაპოვნი. აფეთქბა ყოფილი ავტობაზრობის ტერიტორიასთან მოხდა, რის შედეგადაც დაზიანდა იქვე არსებული სასაფლაოს კედელი, ასევე საფლავი.

აფეთქების ადგილიდან დაახლოებით 60-70 მეტრში მდებარეობს კიდევ ერთი კედელი, რომელიც აშშ-ის საელჩოს ტერიტორიას დანარჩენი ტერიტორიისგან ყოფს, განუცხადა შსს–ს საინფორმაციო და ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოტა უტიაშვილმა Civil.Ge-ს. მისი თქმით, საელჩოს კედელი არ დაზიანებულა.

აშშ-ის საელჩომ დაადასტურა, რომ აფეთქების შედეგად საელჩოს საკუთრება არ დაზიანებულა.

პოლიციის თქმით, მიმდინარეობს გამოძიება და ამ ეტაპზე სამართალდამცველები სხვა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ. 

უახლესი ამბები
18 დეკ.'17 18:26
საქართველომ და ბელარუსმა საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური მინსკს სტუმრობს.
18 დეკ.'17 17:54
სირიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი მარგოშვილი ჰამას პროვინციაში ასადის ძალების წინააღმდეგ ბრძოლის დროს დაიღუპა. 
18 დეკ.'17 16:13
პარლამენტში ქართული ოცნების კიდევ ორი ფრაქცია შეიქმნება
მმართველი პარტიის წევრები უარყოფენ მედიის ინფორმაციას, რომ ეს ცვლილება შიდა უთანხმოებას უკავშირდება.
18 დეკ.'17 12:37
2018 წლის აპრილში პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება
არჩევნები ჩატარდება ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში, რომლის დეპუტატმაც პარლამენტიდან სუს-ში გადაინაცვლა.
17 დეკ.'17 17:14
ევროპარლამენტის ცხრა წევრი მერაბიშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს, პატივი სცეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას.   
15 დეკ.'17 18:50
ახალ კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობები დაზუსტდება
შესაბამისი შესწორება პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას დაამტკიცა.
15 დეკ.'17 18:06
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.5597, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.0256-ია.    
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
41