Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 19:26 - 14 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საქსტატმა 2009 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაზუსტებული მონაცემები გამოაქვეყნა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 აგვ.'10 / 11:32

საქსტატის მიერ 24 აგვისტოს გამოქვეყნებული დაზუსტებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2009 წელს 658.4 მილიონ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2008 წელთან შედარებით 57.8%-ით ნაკლებია.

საქსტატის მიერ 2010 წლის მარტში გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, გასულ წელს ინვესტიციების მოცულობა 759.1 მილიონი აშშ დოლარი იყო. საქსტატში პირველად და დაზუსტებულ მონაცემებს შორის სხვაობას ხსნიან რამოდენიმე მიზეზით, მათ შორის იმ შემთხვევებით, როდესაც არარეზიდენტების მიერ წილების გადაფორმება ან გაყიდვა ხდება რეზიდენტებზე; ასევე იმ შემთხვევებით, როდესაც საწარმოს თუ ფირმის არარეზიდენტი დამფუძნებელი ფორმდება როგორც რეზიდენტი, რითაც მისი რეკლასიფიკაცია ხდება.

დაზუსტებულ ვერსიაში ასევე მნიშვნელოვნად შეიცვალა ინვესტიციების შემოდინების მაჩვენებლები ქვეყნების მიხედვით.

მარტში გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, ეგვიპტე საქართველოს მეორე უმსხვილესი ინვესტორი იყო 2009 წელს, თუმცა დაზუსტებულ მონაცემებში ეგვიპტე საერთოდ არ არის მოხსენიებული.

საბოლოო მონაცემებით, საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი არაბეთის გაერთიანებული საამიროებია 162.8 მილიონი აშშ დოლარით; შემდეგ მოდის თურქეთი 97.9 მილიონი აშშ დოლარით.

უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლები ასევე შეიცვალა ეკონომიკის სექტორების მიხედვითაც. საბოლოო მონაცემებით, ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უძრავი ქონების სექტორმა მოიზიდა – 147.4 მილიონი აშშ დოლარი; შემდეგ მოდის სამრეწველო სექტორი - 139.8 მილიონი აშშ დოლარი; სამშენებლო სექტორი - 105.2 მილიონი აშშ დოლარი; ტრანსპორტი და კომუნიკაცია – 98.4 მილიონი აშშ დოლარი.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.
14 დეკ.'17 13:41
პარლამენტმა ახალ კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
კანონპროექტის საბოლოო მოსმენით მიღება საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.
14 დეკ.'17 10:45
2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელიც 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი.
13 დეკ.'17 18:37
რუსეთი სოხუმთან მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებებს მოაწერს ხელს
მოსკოვი ორ შეთანხმებას ამზადებს ორმაგი მოქალაქეობის და მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ.
13 დეკ.'17 16:06
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.25%-მდე გაზარდა
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 2018 წლის 31 იანვარს გაიმართება.
13 დეკ.'17 12:18
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2017 წლის იანვარ-ნოემბერში
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4.68 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
12 დეკ.'17 18:51
დეპუტატები ქალთა სავალდებულო კვოტირების ინიციატივას მხარს უჭერენ
დეპუტატ ეკა ბესელიას თქმით, საკანონმდებლო ინიციატივის მიღება 2018 წლის ადრეულ გაზაფხულზე იგეგმება. 
12 დეკ.'17 16:29
ჟენევასა და ბერლინში საქართველოს დიპლომატიურ მისიებს ახალი ელჩები უხელმძღვანელებენ
ვიქტორ დოლიძე და ელგუჯა ხოკრიშვილი უფლებამოსილების განხორციელებას 2018 წლის იანვრიდან შეუდგებიან.
12 დეკ.'17 02:01
კიევის სასამართლომ სააკაშვილი გაათავისუფლა
სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა სააკაშვილისთვის ორთვიანი შინაპატიმრობის შეფარდების თაობაზე.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
91