Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 16:20 - 19 თებ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტმა ახალი საგადასახადო კოდექსის დამტკიცება სექტემბრისთვის გადადო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 ივლ.'10 / 17:33

ახალ საგადასახადო კოდექსს პარლამენტი საბოლოო, მესამე მოსმენით სექტემბერში დაამტკიცებს, ხოლო მეორე მოსმენით 21 ივლისს განიხილავს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე.

კოდექსის მეორე მოსმენით განხილვა დღეს იგეგმებოდა, თუმცა გარკვეულ საკითხებზე დამატებითი კონსულტაციების საჭიროების მოტივით, ბაქრაძემ და პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მისი შემდგომი სხდომისთვის გადადების ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღეს.

პარლამენტის თავმჯდომარეს არ დაუკონკრეტებია, თუ კერძოდ რომელი საკითხები რჩება შეუთანხმებელი.

14 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა უკმაყოფილება გამოთქვეს იმის გამო, რომ ახალი საგადასახადო კოდექსი, მთავრობასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის "შეუთანხმებლად“, 2011 წლიდან გრანტის ფარგლებში გაცემული ანაზღაურების საშემოსავლო გადასახადის 20%-მდე ზრდას ითვალისწინებს, არსებული საშეღავათო 12%–დან. 

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ პროექტის აღნიშნული სახით მიღება ხელს შეუშლის "დემოკრატიული განვითარების პროცესის ხელშეწყობისკენ" მიმართულ მათ საქმიანობას და ეწინააღმდეგება დონორთა ინტერესს  გაცემული თანხების კონკრეტული მიზნობრიობით დახარჯვასთან დაკავშირებით; და ასევე გაამწვავებს საზოგადოებრივ ორგანიზაციებში ადამიანური რესურსების ნაკლებობის პრობლემას.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ, რომ გრანტიდან მიღებული ხელფასების 12%-იანი განაკვეთით დაბეგვრა 2014 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდეს და სამწლიანი მორატორიუმის ვადის გასვლის შემდეგ, საგადასახადო განაკვეთის გაზრდა განხორციელდეს მხოლოდ სამოქალაქო სექტორსა და მთავრობას შორის კონსულტაციების საფუძველზე.

არსებული საგადასახადო კოდექსით, 2011 წლიდან საშემოსავლო გადასახადი 18% უნდა გამხდარიყო და 2012 წლიდან 15%–მდე შემცირებულიყო. თუმცა ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტით, შემცირების ამ გრაფიკმა გადაიწია და საშემოსავლო გადასახადის 15%–იანი განაკვეთის შემოღება მხოლოდ 2014 წლიდან იგეგმება.

თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა 16 ივლისს მიანიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საშეღავათო დაბეგვრის სისტემა სავარაუდოდ არ შენარჩუნდება, რადგან ეს არ იქნება "სამართლიანი" სხვა სფეროში დასაქმებულებთან მიმართებაში.

 

უახლესი ამბები
19 თებ.'18 16:20
კვირიკაშვილი მიუნხენში მსოფლიოს ლიდერებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი 16-18 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრო.
19 თებ.'18 15:21
სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
დემირელის კოლეჯის მმართველი მისი ექსტრადირების საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე თავისუფალი იქნება.
19 თებ.'18 13:30
არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები მუხთარლის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ
ერთობლივ განცხადებას ხელს 35 ორგანიზაცია აწერს.
17 თებ.'18 14:10
მარგველაშვილი ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
ლიტვის დამოუკიდებლობის აღდეგენის 100 წლისთავის აღსანიშნავად ვილნიუსში ევროპელი ლიდერები ჩავიდნენ.
16 თებ.'18 16:05
მთავრობა მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივით გამოდის
ინიციატივის მიხედვით, მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო განაკვეთი 5-ჯერ შემცირდება.
16 თებ.'18 13:50
ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრო
ვიზიტის ფარგლებში, ქუმსიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.
15 თებ.'18 14:27
სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულს დამოუკიდებელი ორგანო გამოიძიებს
ახალი უწყება 2019 წლიდან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ბაზაზე შეიქმნება.
14 თებ.'18 17:24
საქართველო აშშ–ის დაზვერვის ყოველწლიურ ანგარიშში
აშშ–ის ეროვნულმა დაზვერვამ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით საფრთხეებს აფასებს.
14 თებ.'18 16:28
თავდაცვის რეფორმის თაობაზე საკომიტეტო მოსმენა გაიმართა
ლევან იზორიამ წვრთნებზე, ტოტალურ თავდაცვაზე და საბიუჯეტო პრიორიტეტბზე ისაუბრა.
14 თებ.'18 16:13
პარლამენტმა განაახლა მსჯელობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე
მმართველ გუნდში კვლავაც ნარჩუნდება აზრთა სხვადასხვაობა იმ ახალ რეგულაციებზე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებებს აფართოებს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
24