Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 19:26 - 14 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ვენეციის კომისიის რეკომენდაციები საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 ივნ.'10 / 18:16

არსებულ საარჩევნო კოდექსში დამატებით კიდევ ცვლილებების შეტანის ნაცვლად, პარლამენტს შეუძლია ახალი კოდექსი მიიღოს უახლოეს მომავალში, მომდევნო არჩევნებამდე სულ ცოტა ერთი წლით ადრე მაინც, ნათქვამია ვენეციის კომისიის რეკომენდაციებში.   

„ახალი კოდექსის მიღება დებულებების სისტემატიზირებას და გამარტივებას დაეხმარება და აღმოფხვრის კოდექსის სხვადასხვა მუხლებს შორის არსებულ ბუნდოვანებებს და შეუსაბამობებს, რაც შესაძლოა წინა წლებში [კოდექსში] განხორციელებული ხშირი ცვლილებებმა გამოიწვია,“ – განაცხადა ვენეციის კომისიამ.

„ამ ახალ კოდექსში შესაძლოა მოხდეს ეუთოს და ვენეციის კომისიის ძველი და ახალი რეკომენდაციების გათვალისწინება. ეს ყველაზე კარგად მიიღწევა ყველა საარჩევნო სუბიექტთან ღია და გამჭირვალე კონსულტაციების გზით, რისი მიზანიც ფართო კონსენსუსის მიღწევა უნდა იყოს“.

ვენეციის კომისიამ საარჩევნო კოდექსის შეფასება იმ ცვლილებების საფუძველზე გააკეთა, რომელიც 2009 წლის დეკემბერში და 2010 წლის მარტში იქნა მიღებული. კომისიამ თავისი მოსაზრებები ამ საკითხზე 9 ივნისს გამოაქვეყნა.

კომისიის მოსაზრებით, საარჩენო კოდექსი თავისი ბოლოდროინდელი ცვლილებებით „ზოგადად ხელს უწყობს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას და რამოდენიმე წინა რეკომენდაციასაც ითვალისწინებს.“ 

თუმცა, კომისია ასევე აცხადებს, რომ სერიოზული პრობლემები კვლავ რჩება, რადგანაც კოდექსის რამოდენიმე დებულება საერთაშორისო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. ვენეციის კომისიის განცხადებით, არის შემთხვევები, როდესაც კოდექსის ტექსტი „გაურკვეველია“ და „ზოგიერთ საკითხზე სიცხადე აკლია“.

ვენეციის კომისიის მიერ გამოკვეთილ პრობლემებს შორის არის აქტიური და პასიური საარჩევნო უფლების შეზღუდვა.

კერძოდ, კოდექსი უკრძალავს დამოუკიდებელ კანდიდატებს კენჭი იყარონ საპარლამენტო ან ქალაქის საკრებულოს მანდატის მოსაპოვებლად. მხოლოდ პარტიას ან საარჩევნო ბლოკს აქვს კანდიდატის წარდგენის უფლება.

ვენეციის კომისიამ და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (OSCE/ODIHR), რეკომენდაცია მისცეს საქართველოს აღადგინოს დამოუკიდებელი კანდიდატებისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლება. 

კომისიამ ასევე ურჩია საქართველოს შეცვალოს საარჩევნო კოდექსის ის დებულება, რომელიც მსჯავრდებულებს არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავს. „ხმის მიცემის უფლება ადამიანის ფუნდამენტალური უფლებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ კონკრეტულად განსაზღვრული სერიოზული სისხლის სამართლებრივი დანაშაული უნდა გახდეს ხმის მიცემის უფლებს ჩამორთმევის საფუძველი,“ – განაცხადა ვენეციის კომისიამ.

ვენეციის კომისია ადმინისტრაციული რესურსი გამოყენების პრობლემასაც ეხება და აცხადებს, რომ საჭიროა პარტიისა და სახელმწიფოს მკაფიო გამიჯვნა.

საარჩევნო კოდექსი საარჩევნო კამპანიის დროს ადმინისტრაციული რესრუსების გამოყენების უფლებას იძლევა, თუმცა მასში ნათქვამია, რომ რესურსები ყველა პარტიისა და კანდიდატისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

„ერთი შეხედვით, ეს დებულება თითქოსდა უზრუნველყოფს თანაბარი შესაძლებლობის პრინციპს. თუმცა, პრაქტიკაში ამგვარი თანასწორობა შესაძლოა არ იყოს დაცული, რადგანაც სამთავრობო პოლიტიკური პარტიებისთვის ამგვარი რესურსები უფრო ადვილად ხელმისაწვდომია (სამთავრობო შენობები, ტელეფონები, კომპიუტერები და მანქანები),“ – განაცხადა ვენეციის კომისიამ.

„საარჩევნო კოდექსმა მკაფიოდ უნდა აკრძალოს ყველა ტიპის ადმინისტრაციული რესურსების – ფინანსური, მატერიალური, ტექნიკური და ადამიანური რესურსების პირდაპირი და არაპირდაპირი გამოყენება კამპანიის მიზნებისთვის საარჩევნო სუბიექტების, საჯარო მოხელეების და სხვა მონაწილეების მიერ,“ – განაცხადა კომისიამ.

ვენეციის კომისია რეკომენდაციას აძლევს საქართველოს აკრძალოს აგიტაცია არჩევნების დღეს. დღევანდელი რედაქციით, არჩევნების დღის 20 საათამდე მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის გამოქვეყნება იკრძალება.

კომისია მიესალმა ცვლილებას, რომელიც უკრძალავს ხელისუფლებას რაიმე ახალი სოციალური და კეთილდღეობის პროგრამები წამოიწყოს საარჩევნო კამპანიის დროს, გარდა იმისა, რაც ქვეყნის წლიურ ბიუჯეტში წინასწარ არის ასახული.

OSCE/ODIHR–ის რეკომენდაციების მსგავსად, ვენეციის კომისიამაც მოუწოდა საქართველოს შეიტანოს ცვლილება ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქების დაყოფის სისტემაში, რადგანაც ამჟამად ისინი არ არიან თანაბარი ზომის და „ვერ უზრუნველყოფენ საარჩევნო უფლების ერთ–ერთ მთავარ პრინციპს – ხმის მიცემის თანასწორობას“.

2008 წლის მაისის საპარლამენტო არჩევნების დროს საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობა 6 000–დან 140 000–მდე მერყეობდა, რაც იწვევს იმას, რომ ერთ მაჟორიტარ კანდიდატ შესაძლოა ასარჩევად ყოფნიდეს 1 800 ხმა, ხოლო მეორეს, რომელიც უფრო დიდ ოლქში იყრის კენჭს – 70 000 ხმა.

ვენეციის კომისია ასევე იძლევა რეკომენდაციას მედიამ თანაბარი დრო დაუთმოს „ყველა“ საარჩევნო სუბიექტის გაშუქებას; დაიხვეწოს საარჩევნო კამპანიის ფონდების აუდიტის არსებული სისტემა.  

კომისიამ ასევე ურჩია საქართელოს შეამციროს „უკიდურესად ხანგრძლივი“ საცხოვრებელი ცენზი ადგილობრივ არჩევნების კანდიდატებისთვის, რომელიც ბოლოდრიუნდელი ცვლილებების შედეგად ორიდან ხუთ წლამდე გაიზარდა.

იგი ასევე მოუწოდებს საქართველოს ამოიღოს საარჩევნო კოდექსიდან ის დებულება, რომელიც საარჩევნო უბნებზე ვიდეოთვალის გამოყენების უფლებას იძლევა იმ მიზნით, რომ მოხდეს დარღვევების აღკვეთა და შემდეგ შესაძლო დარღვევებზე საჩივრების გადამოწმება.

„ეს დებულება პრობლემატურია. ჩამწერი ხელსაწყოების გამოყენება საარჩევნო უბნებზე, თუნდაც ის არ არღვევდეს ხმის მიცემის საიდუმლოებას, შესაძლოა ამას მაინც შეუწყოს ხელი და ასევე ზოგიერთი ამომრჩევლის დაშინება გამოიწვიოს,“ – განაცხადა ვენეციის კომისიამ.

30 მაისის ადგილობრივი არჩევნების წინ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იმ საარჩევნო უბნების რაოდენობის შემცირება გადაწყვიტა 200–ით, სადაც ვიდეოკამერები იყო დამონტაჟებული და ამის მოტივად საერთაშორისო თანამეგობრობის რეკომენდაციები დაასახელა.

უახლესი ამბები
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.
14 დეკ.'17 13:41
პარლამენტმა ახალ კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
კანონპროექტის საბოლოო მოსმენით მიღება საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.
14 დეკ.'17 10:45
2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელიც 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი.
13 დეკ.'17 18:37
რუსეთი სოხუმთან მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებებს მოაწერს ხელს
მოსკოვი ორ შეთანხმებას ამზადებს ორმაგი მოქალაქეობის და მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ.
13 დეკ.'17 16:06
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.25%-მდე გაზარდა
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 2018 წლის 31 იანვარს გაიმართება.
13 დეკ.'17 12:18
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2017 წლის იანვარ-ნოემბერში
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4.68 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
12 დეკ.'17 18:51
დეპუტატები ქალთა სავალდებულო კვოტირების ინიციატივას მხარს უჭერენ
დეპუტატ ეკა ბესელიას თქმით, საკანონმდებლო ინიციატივის მიღება 2018 წლის ადრეულ გაზაფხულზე იგეგმება. 
12 დეკ.'17 16:29
ჟენევასა და ბერლინში საქართველოს დიპლომატიურ მისიებს ახალი ელჩები უხელმძღვანელებენ
ვიქტორ დოლიძე და ელგუჯა ხოკრიშვილი უფლებამოსილების განხორციელებას 2018 წლის იანვრიდან შეუდგებიან.
12 დეკ.'17 02:01
კიევის სასამართლომ სააკაშვილი გაათავისუფლა
სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა სააკაშვილისთვის ორთვიანი შინაპატიმრობის შეფარდების თაობაზე.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
90