Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 12:37 - 18 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები I კვარტალში 75.7 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 ივნ.'10 / 12:21

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2010 წლის პირველ კვარტალში 75.7 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (130 მილიონი აშშ დოლარი) 41.5%–იანი კლებაა, იტყობინება საქსტატი.

2010 წლის იანვარ–მარტში საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი თურქეთი იყო 20.3 მილიონი აშშ დოლარით ანუ მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 26.8%–ით. შემდეგ მოდის ჩეხეთის რესპუბლიკა – 19.8 მილიონი აშშ დოლარი (26.1%); ეგვიპტე – 18 მილიონი აშშ დოლარი (23.8%) და იაპონია – 15.7 მილიონი აშშ დოლარი (20.7%).

პირველ კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სამრეწველო სექტორმა მოიზიდა - 24.2 მილიონი აშშ დოლარი – მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 31.9%. შემდეგ მოდის ენერგოსექტორი – 19.4 მილიონი აშშ დოლარი, 25.6%.

2009 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 759.1 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდა, 2008 წელს არსებული 1.56 მილიარდიდან. გასულ წელს ქვეყნის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თითქმის ნახევარი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებზე და ეგვიპტეზე მოდიოდა 169.8 მილიონი და 167.5 მილიონი აშშ დოლარით, შესაბამისად.   

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
18 დეკ.'17 12:37
2018 წლის აპრილში პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება
არჩევნები ჩატარდება ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში, რომლის დეპუტატმაც პარლამენტიდან სუს-ში გადაინაცვლა.
17 დეკ.'17 17:14
ევროპარლამენტის ცხრა წევრი მერაბიშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს, პატივი სცეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას.   
15 დეკ.'17 18:50
ახალ კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობები დაზუსტდება
შესაბამისი შესწორება პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას დაამტკიცა.
15 დეკ.'17 18:06
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.5597, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.0256-ია.    
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.
14 დეკ.'17 13:41
პარლამენტმა ახალ კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
კანონპროექტის საბოლოო მოსმენით მიღება საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.
14 დეკ.'17 10:45
2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელიც 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი.
13 დეკ.'17 18:37
რუსეთი სოხუმთან მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებებს მოაწერს ხელს
მოსკოვი ორ შეთანხმებას ამზადებს ორმაგი მოქალაქეობის და მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
75